ID11776

იყიდება მიწის ნაკვეთი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი

26.07.2021 358
ფასი შეთანხმებით
  • უძრავი ქონების სტატუსი: სამშენებლო - საინვესტიციო ნაკვეთები
  • ფართობი:5000 მ²
  • განიხილება ინვესტირება : განიხილება 50% ინვესტირება
  • ელ. ენერგია
  • ტრანსფორმატორი : 6 კვტ
  • შენობა-ნაგებობა : 400 მ²
ბიზნესი : შემოსავლები ივენთებიდან.
მახასიათებლები
  • კანალიზაცია
  • ინტერნეტი
  • სასმელი წყალი
  • გრუნტის გზა - 300
  • ასფალტის გზა
  • პანორამული ხედები
  • შემოღობილი ტერიტორია
  • გამწვანებული სივრცე
  • ტყის მასივი
  • დაცვის ოთახი
  • სათვალთვალო კამერები
დამატებითი ინფორმაცია

ექსკლუზიური უფლებით!!! გამოტანილია გასაყიდად!!! მოქმედი ბიზნესი თავისი შემოსავლებით!!! გასართობ_დასასვენებელი კომპლექსი, კემპინგისთვის უნიკალური ტერიტორია, როგორც სპორტულ შემეცნებითი, ასევე მუსიკალური ფესტივალებისთვის, ახალი სააგარაკე ზონა თეთრიწყაროს რაიონში, სოფ. ორბეთთან. "orbeti green space" რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს გასართობ პროექტებს. იგი ცნობილია საქართველოში ასვე უცხოურ ბაზარზე, როგორც ჯანსაღი დასვენებისა და გართობის კომლექსი, რომელიც ერთდროულ რეჟიმში იღებს 300 პერსონას განთავსებით და აქვს გამოცდილება მუსიკალური ფესტივალების დროს 4000_მდე ადამიანს გაუწიოს მომსახურება გართობის კუთხით. მდებარეობს თბილისთან ახლოს, 30 წუთის სავალზე, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სადაც ტერიტორიას მთელს პერიმეტრზე აკრავს შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის მასივი, ულამაზესი პანორამული ხედებით ბუნებასა და მთებზე რაც უნიკალურს ხდის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მომხმარებლისთვის. ცენტრალური გზიდან დაშორებას 300 მეტრი, მიდის კარგი გრუნტიანი გზა. ტერიტორია მოიცავს 4300 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, სადაც განთავსებულია სხვადასხვა შენობა_ნაგებობა. საერთო ფართობით: 400 კვ. მეტრამდე. აქედან ორსართულიანი, 145 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი თავისი ჰოლანდიური ვინტაჟური ავეჯით, 4 საძინებლით, 1 სველი წერტილით, 2 მისაღებით. სარდაფით. კომპლექსის ტერიტორიაზეა ასევე 140 კვ.მ. ანდერგრაუნდის სტილის შენობა, აღჭურვილი მუსიკალური აპარატურით, ბოლისა და ლაზერ შოუს აპარატებით, სტრობით, პროექტორითა და ფარდით. კომპლექსის მფლობელობაშია სხვადასხვა სახეობის ევროპულ და ამერიკულ ბანაკებში აპრობირებული სპორტულშემეცნებითი ინვენტარი, მაშტაბური გასაბერი ბარიერები, სამაგიდე თამაშებით. უხვადაა ღია და დახურული მოსასვენებელი სივრცეები სხვადასხვა ლოკაციაში: საქანელები, ჰამაკები, საჩრდილობლები, ფანჩატურები, მიზნობრივი სხვადასხვა სივრცეები კოცონის ლოკაციებით, საქორწინო რიტუალებითვის, ქართული ტრადიციული კუთხე თავისი თონით, ,,STAGE,, მუსიკალური აქტივობებისთვის და კარვები. ტერიტორია მთლიანად შემოღობილია მოდერნისტული ტიპის ხის დამუშავებული და გაფორმებული ფიცრებით. განთავსებულია კარკასული ,,ინტესქსის,, აუზი 18 ტონიანი. მთლიანად გამწვანებულია, ქვაფენილებითა და ხის ბილიკებით მოპირკეთებული, ნახევრად დახურული ტიპის ბარი თავისი ტექნიკითა და სრული აღჭურვილობით. აქვს 3 გარე სველი წერტილი. კომუნიკაციებით ელექტროენერგია, გენერატორი 6 კვტ. განათების სისტემა, გამნრიცხველიანება 6 ლოკაციაზე აბონირებით. ბუნებრივი წყაროს წყალი რეზერვუარებით. 2 ინტერნეტი ვაიფაით, სპეც. საკანალიზაციო სისტემით ორ ლოკაციაში. ბუნებრივი აირი პროექტშია. უნიკალური კომპლექსია თავისი სასტუმროს და გასართობი სივრცეებით, დასასვენებელი, საცხოვრებელი თუ კომერციული დანიშნულებისთვის, სადაც შესაძლებელია დამატებით მოეწყოს ახალი სააგარაკე დასასვენებელი ზონა, შერეული ტიპის როგორც მრავალბინიანი, სასტუმროს, ვილების კუთხით. იყიდება სრულად მოწყობილი ავეჯით, ტექნიკით, სამზარეულოს თუ ბარის, მუსიკალური აპარატების აღჭურვილობით, სათამაშო რეკვიზიტებითა თუ სხვადასხვა აქსესულარებით. სურვილის შემთხვევაში სესძლებელია მიმდებარე ტერიტორიის შეძენა გაფართოების თვალსაზრისით. ფასი: შეთანხმებით ტელ: 592 727247; 592 727200;

ფასი შეთანხმებით
ემ.ბი.ჯი ჯგუფი (+995) 592 72 72 47
TOP.GE