ექსკლუზიური უფლებით!!! გამოტანილია გასაყიდად!!! უმაღლეს დონეზე ნაშენები სახლი/აგარაკი, სასახლის სტილში!!! კახეთის რ/ში, ქალაქ სიღნაღში!!! მთაზე, დასახლებიდან მოცილებით!!! მთლიანად ველორი ბროწეულების ტყეში ჩაფლული. ეს ულამაზესი ნაგებობა წარმოადგენს სამსართულიან კაპიტალურ, იდეალურად მყარ შენობას! საერთო ფართობით: 1500 მეტრამდე. 25 წლის აშენებული, მთლიანად ქართულ აგურში, შავ მარმარილოსა და ხეში გადაწყვეტილი არქიტექტურა და დიზაინი უნიკალურ სილამაზეს სძენს სახლის ექსტერიერს. ქვაში და ხეში მოპირკეთებითა და ჩუქურთმებით, თავისი შიდა კლასიკური სტილის ინტერიერი, თავისი მდებარეობითა და პანორამული ხედებით მოგვაგონებს ციხე_სიმაგრეს, რომელიც ორ დიდ გალავანშია მოქცეული. სახლი აშენებისთანავე გარემონტდა, დაიკეტა და დღემდე არავის უცხოვრია (შესაბამისად სასახლის ისორიაც სუფთაა). ესაჭიროება მთლიანად განახლება. იდეალურად არის შენარჩუნებული ფასადი, შიდა ფრაგმენტები ოთახების, იდეალურ მდგომარეობაში სახლის საძირკველი, აგური, ხე. ეზოს მოპირკეთებაც. დაგეგმარებულია: 11 ოთახი. პირველსა და მესამე სართულზე დიდი სასადილო/საქეიფო ოთახებით, ასევე დიდი მისაღები თავისივე ბუხრებით. სამზარეულო_სასადილო; 6 საძინებელი, 2 სველი წერტილი, 5 აივანი, 3 ვერანდა, 2 ლოჯი. რამდენიმე ბუხარი. რამდენიმე პარკინგი და ავტოფარეხები, 3 სათავსო და სხვადასხვა დანიშნულების ლაუნჯისა თუ გასართობი სივრცეების ადგილებით. ეზოს განაშენიანება იწყება ულამაზესი ბროწეულების ტყეში მთელი სახლის გალავნის პერიმეტრზე, ცენტრალურ გზიდან დაშორებულია 1კმ. მაღლობზე, სწორი ადგილი. მიწის საერთო ფართობი: 4500 მ2. დამატებით შესაძლებელია ტყის მასივის შემოყვანა საკუთარ მოხმარებაში. მთლიანად მიწის ნაკვეთი ჩასმულია აგურის ორ ოზოსა და ორ ორნამენტულ გალავანში აგურისა და შავი მარმარილოს თაღებით. თავისი ულამაზესი გამწვანებული, დეკორეტიული ხე_მცენარეებითა და პალმებით. ქვაფენილი დაგებული. ეზოს ნაწილში აუზით. წყარო, ფანტანი, იდეალურია საცხოვრებლად, როგორც სასრუმრო სასახლე, რანჩოს ტიპის მეურნეობისთვის, ნებისმისერი კომერციული დანიშნულებით. ყველა კომუიკაცია გადის სახლთან ახლოს, საჭიროებს აბონირებას. სახლი ცნობილია ,,ბროწეულების სასახლის,, სახელით, იმ მიდამოებში უხვადაა ველური ბროწეულის ბაღები, შესაბამისად მოსახლეობამ მას უწოდა ეს სახელი. სახლი საჭიროებს სრულ განახლებას. ფასი: 350 000 აშშ. დოლარი ეკვივალენტი ლარში. ტელ: 592 727200; 592 727247;
იყიდება სახლი აგარაკი სიღნაღი კახეთი
-
უძრავი ქონების სტატუსი: ძველი აშენებული
-
მდგომარეობა: ახალი გარემონტებული
-
ეზოს ფართობი: 4500 მ²
-
ფართობი:1500 მ²
-
სართული/სულ : 3
-
ოთახების რაოდენობა : 11
-
ცალკე მისაღები : ორი მისაღები თავისივე გბუხრებით
-
სტუდიოს ტიპის
-
ცალკე სამზარეული : 50 მ²
-
საძინებელი : 6
-
სველი წერტილი : 2
-
კაბინეტი : 1
-
აივანი : 5
-
ვერანდა : 3 ვერანდა - 150მ2. მ²
-
სარდაფი : 100 მ²
-
გასართობი სივრცე
-
აშენების წლები - 25 წელი
-
მარანი
-
ავტოფარეხი/პარკინგი
-
ბუნებრივი აირი
-
ელ. ენერგია
-
სასმელი წყალი
-
ჭაბურღილი
-
კანალიზაცია
-
ასფალტის გზა
-
შემოღობილი
-
ხეხილი
-
ლანდშაფტი
-
კეთილმოწყობილი ეზო
-
ფანჩატური / საქეიფო სივრცე
-
აუზი - 25
-
ლამაზი ხედები
-
ბუხარი
















































































































































































სიღნაღი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ში. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სიღნაღში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი.
ეტიმოლოგია
- სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak) და „თავშესაფარს“ ნიშნავს.
მდებარეობა
- ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის.
- სიღნაღი თელავის მსგავსად მეფისეულ მამულად ითვლებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქიზიყში საერთოდ არ ყოფილა ბატონყმობა. შესაბამისად, ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. სამოქალაქო ხელისუფლებას აქ მოურავი განაგებდა; სამხედრო განაწესის მიხედვით კი ჴიზიყი პირველ მოწინავე სადროშოს წარმოადგენდა, რომელსაც ბოდბის ეპისკოპოსი განაგებდა.
- სიღნაღი მისი მდებარეობის წყალობით ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი ჩამოყალიბდა. აქ რამდენიმე სავაჭრო გზა იკვეთებოდა. ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გავლით ჰერეთისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისკენ.
ისტორია
- სიღნაღის რესტავრირებული ქუჩა
- სიღნაღი_ბოდბის მონასტერი, სადაც წმ. ნინოა დაკრძალული
- სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.
- სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულს, ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული.
- სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, შემდეგ მას ქიზიყს უწოდებდნენ. კამბეჩოვანი (კამბისენე ძველ ბერძნულ წყაროებში) ძველი წელთ. II-I საუკუნეებში შედიოდა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში. ახალ წელთაღირცხვაში მისი ცენტრი ქალაქი ხორნაბუჯი გახდა.
- საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ეს მხარე დიდ მნიშვნელობას იძენს. აქ აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო. მეფე ვახტანგ გორგასალმა ჰერეთი და მასში შემავალი კამბეჩოვანი საუფლისწულოდ აქცია და თავის ძეს, დაჩის, მისცა, ხოლო ხორნაბუჯში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა. ხორნაბუჯზე გადიოდა მაგისტრალური სავაჭრო-საქარავნო გზა.
- VIII-IX საუკუნეებში, მიუხედავად არაბთა დამანგრეველი შემოსევებისა, ჰერეთი ძლიერდება და სამთავროდ ყალიბდება. XI საუკუნეში მეფე ბაგრატ III-მ კაჰეთ-ჰერეთი გაერთიანებულ საქართველოს შეუერთა, რაც საბოლოოდ დავით აღმაშენებელმა განამტკიცა. XIII საუკუნეში ჯალალედინისა და მონღოლთა თარეში კამბეჩოვანსაც შეეხო, რომელიც მონღოლთა ერთ-ერთ დუმენად (სამხედრო ოლქად) იქცა.
- 1264 წელს ბერქა ყაენის გამანადგურებელი შემოსევის დროს ხორნაბუჯის ციხეც დაეცა. ამის მერე ხორნაბუჯი, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი, კარგავს მნიშვნელობას. მოიშალა გზები, რომლებიც ამ ქალაქზე გადიოდა. არემარე პერიფერიაზე აღმოჩნდა. კამბეჩოვნის ცენტრმა ჩრდილო-დასავლეთისკენ ჴიზიყში გადაინაცვლა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო სამეურნეო საქმიანობა და მოსახლეობა. ეს დაახლოებით XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე მოხდა.