ექსკლუზიური უფლებით!!! გამოტანილია გასაყიდად!!! ახალი სააგარაკე ზონა, ,,თაუნჰაუსი,, ტიპის საცხოვრებელი სახლების მშენებარე კომპლექსი, რომელიც მოიცავს 5 აგარაკს!!! იდეალურია სამეგობროში გასაყოფად!!! აქედან ორის მშენებლობა კაკრასულ დონეზე დასრულებულია. მესამე სახლზე ჩასხმულია საძირკველი. ბაზალეთის ტბასთან, სოფელი მლაშეს ტერიტორიაზე, ულამაზესი პანორამული ხედებით ტბაზე და ბუნებაზე. თითო სახლის საერთო ფართობი: 360 მ2. აქედან საცხოვრებელი ფართი არის 190მ2. საზაფხულო ფართობი, ტერასები: 170მ2. გეგმარების მიხედვით იყოფა: ცალკე მისაღები სივრცე, ცალკე სამზარეულო სასადილო სივრცით. 3 საძინებელი, 2 სველი წერტილი, 1 სათავსო ოთახი, 40მ2. საქეიფო ბუხრით - მარნის ტიპის ფართი. აივანი-ვერანდები ყველა ოთახზე. წინ ეზოში ღია გადმოკიდებული ბასეინი ხედებით კავკასიონზე და ტბაზე. სახლები ერთმანეთისგან გამოყოფილია ბეტონის სქელი კედლით, როგორც ,,თაუნჰაუსი,, სტილი. აბსოლუტურად დამოუკიდებელი ეზოებით, რომელიც გაიმიჯნება. თავისი საპარკინგე ადგილებით. თითო სახლის ეზოს საერთო ფართობი შეადგენს 2500მ2. აქედან თითო სახლის ეზო: 500მ2. კომუნიკაცია გადის ნაკვეთთან. ფასი: 220 000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარში (დღგ-ს ჩათვლით); ტელ: 592 727200; 592 727220; 592 727247;
ID12809
იყიდება მიწის ნაკვეთი ბაზალეთი დუშეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა მთიანეთი
597,938₾
(1 მ² - 240₾)
(1 მ² - 88$)
-
უძრავი ქონების სტატუსი: სააგარაკე ნაკვეთები რეგიონებში
-
ფართობი:2500 მ²
-
ელ. ენერგია
-
შენობა-ნაგებობა : საცხოვრებელი 2 სახლი - 720 მ²
-
კოეფიციენტები : კ1 _0,5; კ2-0,8;
მახასიათებლები
-
სასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების
-
ბუნებრივი აირი
-
კანალიზაცია
-
ინტერნეტი
-
სასმელი წყალი
-
გრუნტის გზა - 200
-
ასფალტის გზა
-
პანორამული ხედები
-
შემოღობილი ტერიტორია
-
გამწვანებული სივრცე
-
ფუნქციური ზონა - საცხოვრებელი
-
გრგ
-
შეთანხმებული პროექტი
-
მშენებლობის ნებართვა
-
დაწყებული მშენებლობა
დამატებითი ინფორმაცია














დუშეთის რაიონი, სოფ. ბაზალეთი.














- ბაზალეთი — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (აერთიანებს 17 სოფელს: ბაგა, ბაზალეთი, გრიგოლაანთკარი, ვარსიმაანი, ლაზვიანი, მლაშე, ნაგლიანთკარი, პირმისაანი, საკრამულო, საშაბურო, უნდილაანთკარი, ყარსიმაანთკარი, ჩანადირთკარი, ჩირდილელიანთკარი, ჩუბინიანთკარი, ძველი საკრამულო, ჭონტილი). მდებარეობს ბაზალეთის პლატოზე, მდინარე ტინისხევის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 870 მეტრი, დუშეთიდან 7 კილომეტრი, მცხეთიდან 35 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მემინდვრეობა და მოქმედებდა ტურბაზა. სოფლის მიდამოებში გაიმართა ბაზალეთის ბრძოლა.
- გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო წყალმცენარეები, რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.
- სოფლის ტერიტორია დასახლებული იყო ქვის ხანიდან. მათ აღმოჩენილია ნეოლითურ სადგომთა ნაშთები. „ქართლის ცხოვრებაში“ ბაზალეთის მხარე მოხსენიებულია ძვ.წ. II საუკუნეში. ლეონტი მროველის მიხედვით, IV საუკუნის II ნახევარში ბაზალეთი ცალკე ადმინისტრაციული ერთეულია. გეოგრაფიული მდებარეობით ბაზალეთსა და ბაზალეთის მხარეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შიდა ქართლზე ამიტომ იგი ხშირად შინაომებისა და უცხოელ დამპყრობთა თარეშის ასპარეზი იყო. 1626 წელს ბაზალეთის ტბასთან გაიმართა სასტიკი სისხლისმღვრელი ომი, ეგრეთ წოდებული ბაზალეთის ბრძოლა — საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლ გიორგი სააკაძის ლაშქარსა და ქართველ ფეოდალთა რეაქციულ ძალებს შორის. ფეოდალებს შაჰ-აბასის მიერ ქართლ-კახეთში გამეფებული თეიმურაზ I ედგა სათავეში. ბრძოლამ სასტიკი ხასიათი მიიღო და დიდი ზიანი მიაყენა ორივე მხარეს. გიორგი სააკაძე დაიჭრა და მისი ლაშქარი დამარცხდა. "ჩაიშალა ის დიდი საქმე, რომელსაც სააკაძემ თავისი უზარმაზარი ენერგია შეალია და ურომლისოდაც საქართველოს გათავისუფლება-გაძლიერება შეუძლებელი იყო" (ნ. ბერძენიშვილი). ამ ომის შემდეგ გიორგი სააკაძე იძულებული გახდა გადახვეწილიყო ამჯერად თურქეთში, სადაც 1629 წელს გარდაიცვალა.
- 1653 წელს როსტომ მეფემ გადაწვა ბაზალეთი. 1688 წელს იგივე გაიმეორა გიორგი XI-მ. 1743 წელს არაგვის საერისთავოს მიწები, მაშასადამე ბაზალეთის გააუქმეს და სამეფო ხელისუფლებას დაუმორჩილეს.
- 1905 წლის 20 მარტს ბაზალეთელები შეუერთდნენ სოფელ ერედაში შეკრებილ 6000 გლეხს, რომლებიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს უყენებდნენ მთავრობას. 1908 წლის 28 მაისს ბაზალეთელმა გლეხებმა თვითნებურად დაიწყეს ტყის გაჩეხვა და მემამულეთა მიწების დამუშავება.
- ბაზალეთის ტბა— ტბა საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა 5,55 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოიშვა ბაზალეთის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.
- საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე — ივნისში, მინიმალური — ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია ყინულით, რომლის სისქე ზამთარში 0,5 მ-მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25 °C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება ლელქაში და სხვა წყლის მცენარეულობა; 5–6 მ სიღრმემდე დუმფარა. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს ქაშაყი და ნაფოტა; მოშენებულია ხრამული, წვერა და კობრი. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი. ტბის ნაპირზეა კურორტი ბაზალეთი.
- გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო წყალმცენარეები, რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.