ექსკლუზიური უფლებით!!! იყიდება 2300 მ2. არასასოფლო დანიშნულების, სააგარაკე ან კერძო ტიპის სასტუმროს მოსაწყობად მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე პატარა, ძველი სახლით, ბორჯომის რ/ნი. სოფ. ციხისჯვარში. ადგილი გამორჩეული თავისი ულამაზესი ბუნებითა და ჰაერით. ზღვის დონიდან 1640 მეტრის სიმაღლეზე. ბორჯომიდან დაშორება - 35კმ. მდებარეობს ბაკურიანის შემდეგ. ნაკვეთზე განთავსებულია ძველი ჩუქურთმებიანი ხის სახლი, საერთო ფართობი: 115მ2; ცენტრალური გზიდან დაშორება - 100 მეტრი. მიდის კარგი გზა. სრულად დასახლებული ტერიტორია. ნაკვეთი სწორი რელიეფის. ყველა კომუნიკაცია გადის ღობესთან: ელ. ენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი საჭიროებს აბონირებას. კანალიზაცია ინდივიდუალური მოწყობით. აქვს ულამაზესი 360° პანორამული ხედები მთებზე, დასახლებაზე, ბუნებაზე. ფასი: 59 800 აშშ დოლარი, ეკვივალენტი ლარი. ტელ: 592 727247; 592 727220;
იყიდება მიწის ნაკვეთი, ციხისჯვარი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სამცხე - ჯავახეთი
-
უძრავი ქონების სტატუსი: სააგარაკე ნაკვეთები რეგიონებში
-
ფართობი:2300 მ²
-
ელ. ენერგია
-
შენობა-ნაგებობა : ხის სახლი - 115 მ²
-
არასასოფლო დანიშნულების
-
ბუნებრივი აირი
-
ინტერნეტი
-
სასმელი წყალი
-
გრუნტის გზა - 100 მეტრი
-
ასფალტის გზა
-
პანორამული ხედები
-
შემოღობილი ტერიტორია
-
გამწვანებული სივრცე
-
ფუნქციური ზონა - საგარაკე-საცხოვრებელი














































ციხისჯვარი — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თორის ქვაბულში, მდინარე შავიწყლის (ბორჯომულას ერთ-ერთი მდგენელი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1640 მეტრი, ბორჯომიდან 41 კილომეტრი.
ციხიჯვრის ეკლესია
ციხისჯვარი არის ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი. სოფელში დგას შუა საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსი: ციხესიმაგრე ციხისჯვარი, ნადარბაზევი და ეკლესია.
ციხისჯვარი — ისტორიული ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, თორში, მდინარე შავიწყლის სათავეებთან, მის მარჯვენა ნაპირზე სოფელ ციხისჯვარში (ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორია).
- ციხე აგებული იყო მდინარისპირა ვაკეზე ამოზიდულ კლდოვან ბორცვზე. ამჟამად მისგან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი. ციხეში მდგარა ქართული ეკლესია, აქედან მოდის ციხისა და იქვე მდებარე სოფლის სახელი — ციხისჯვარი. 1861 წელს ძველი ქართული ეკლესიის საძირკველზე ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია ააგეს. ციხისჯვარი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო — სამცხის, ჯავახეთის, სადგერის ხეობისა და გუჯარეთის გზასაყარზე. ციხის ფლობამ ხელი შეუწყო თორელთა ფეოდალური სახლის გაძლიერებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ციხისჯვარი ავალიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა.