ID14294

იყიდება მიწის ნაკვეთი, მუხრანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთა - მთიანეთი

27.10.2022 686
1,902,531₾
(1 მ² - 32₾) (1 მ² - 12$)
  • უძრავი ქონების სტატუსი: ვენახი - საშატოე მიწები
  • ფართობი:60000 მ²
  • მიკროზონა : მუხრანის
  • ვენახი : შერეული ფრანგულ_იტალიური
  • ხეხილის ბაღი : შერეული ყველა სახის
  • შენობა-ნაგებობა : 100 მ²
  • სასოფლო ტექნიკა : ტრაქტორი, გუთანი და სხვა.
ბიზნესი : შემოსავალი ვენახიდან
მახასიათებლები
  • სასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების
  • ბუნებრივი აირი
  • ინტერნეტი
  • სასმელი წყალი
  • სარწყავი სისტემა
  • სარწყავი არხი
  • გრუნტის გზა - 1 კმ.
  • ასფალტის გზა
  • პანორამული ხედები
  • შემოღობილი ტერიტორია
  • გამწვანებული სივრცე
  • დაცვის ოთახი
დამატებითი ინფორმაცია

ექსკლუზიური უფლებით!!! გამოტანილია გასაყიდად!!! სოფელ მუხრანში, მიკროზონაში, ბაგრატიონის ვენახების მიდებარედ 6 ჰა. (60 000 კვ.მ.) მიწის ნაკვეთი მასზე გაშენებული სხვადასხვა, უნიკალური ჯიშის ვენახის სახეობებით. ვაზის ნერგები ჩამოტანილია საფრანგეთიდან და იტალიიდან, 10 წლის ჩაყრილია, განაშენიანება გაკეთებულია 2012 წელს, სრული სტანდარტის დაცვით, სპეციალურად ჩამოყვანილი ფრანგი აგრონომის მიერ. გაყვანილია მეტალის ბოძებზე, 5 მავთულზე, ყველა საჭირო მასალა ჩამოტანილია იტალიიდან. სულ მოიცავს ორ ფრთას, 180 რიადს (პლანი), 120 _დან 150 _მდე სიგრძის. ერთი ფრთა მთლიანად გადაყვანილია ტალავერზე (შპალერი), რაც ზრდის მოსავლიანობას გაორმაგებულად და ყურძნის ხარისხს ვიზუალურად. ვაზი თითქმის შესულია სრულ მსხმოვიარობაში, არის ძალიან მოვლილი. უნიკალური ჯიშები მოიცავს მთლიანად ევროპული ფრანგულ_იტალიურს ვაზის ჯიშებს, სუფრის ოთხი უწიპწო_საქიშმიშე, თითას სტილია, 1 მტევანი 1,0 – 1,5 კილომდეა. ჯიშები: სიდლესი (SEEDLESS), კრიმსონი (Crimson), სულთანინა (Sultanine) სუპერიონი Superion საღვინე ჯიშები: ალფონსო ლავალიე (Alphonse Lavallee), ჰამბურგის მუსკატი შავი (Hamburg muscat black), პინო თეთრი (Pinot White), სუვენირი (Souvenir) თეთრი მუსკატი იტალია (White Muscat Italy), კარდინალი (Cardinal), რედ გლობი (Red Globe). მოსავალი წელს 70 ტონამდე. იქმნება არაერთი ღვინის სახეობა, ასევე შერეული საფერავთან, რაც ქმნის საფერავის მუსკატს, უგემრიელესი გემოებით. ყველა ყურძენს აქვს თავისი უნიკალური ღვინოები. ნაკვეთს მთელს პერიმეტრზე ესაზღვრება არაგვის სარყწავი არხი, საიდანაც 80_იანი მილებით მოყვანილია ნაკვეთამდე, გაკეთებულია სპეციალური სანიაღვრე კვლები და ხდება ტერიტორიის მთლიანი მორწყვა, არხებში გაჟონვითი მეთოდით. ელ. ენერგია მოყვანილია 800 მეტრის რადიუსზე, პროექტშია და მიმდინარეობს შემოყვანის სამუშაოები, ამჟამად განათება ხდება მზის ნათურებით. ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა: 100მ2. რაც მოიცავს საყარაულო სივრცეს თავისი სველი წერტილით, ინვენტარის შესანახ ტექიკურ ოთახს და ავტოფარეხს ტრაქტორისთვის (ტრაქტორი _ ფოტონის ფირმის, ჩინური_ 50 ცხენის ძალის). მოჰყვება ვაზის მეურნეობისთვის განკუთვნილი თითქმის ყველა ტექნიკა: გუთანი, 1 ტონიანი ტევადობის შესაწამლი, ფრეზი, ჰერბიციდის შესატანი აგრეგატი, სხვადასხვა აპარატი და ტექნიკა. მთლიანად შემოღობილია თუნუქის პანელური ღობვით და ღობის მთელს პერიმეტრზე გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ხეხილის ბაღი ოჯახისთვის: მსხალი, ვაშლი, ქლიავი, ატამი, ალუბალი და ვარდები. აქვს კარგი მისადგომი გზა. თბილისიდან დაშორება 35 კმ. ფასი: 700 000 აშშ. დოლარი. ტელ: 592727200; 592 727247;

კომენტარი

1,902,531₾
(1 მ² - 32₾) (1 მ² - 12$)
ემ.ბი.ჯი ჯგუფი (+995) 592 72 72 47
TOP.GE