შეკვეთილი მდებარეობს შავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან, ზღვის დონიდან 2 მ.-ზე. ოზურგეთიდან 21 კმ. ქვემო ნატანებიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ., შეკვეთილს აღმოსავლეთიდან საზღვრავს საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2, სამხრეთიდან — მდინარე ჩოლოქი, ხოლო ჩრდილოეთით ურეკიდან გამოჰყოფს მდინარე სეფა. ზამთარი რბილია და უთოვლო, ზაფხული თბილი და ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22,6 °C, ნალექების წლიური რაოდენობა 2096 მმ., ჰაერის საშუალო ტენიანობა 78 %, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 20 000 საათი.
შეკვეთილი ერთ-ერთია გურიის საზღვაო კურორტებიდან. 1949 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქობულეთიდან ფოთამდე გურიის საზღვაო ზოლში საკურორტო ზოლის მოწყობის შესახებ, 50 კმ სიგრძის მანძილზე გაშენდა ბიჭვინთის ფიჭვის კორომი. მოქმედებს რამდენიმე სასტუმრო, გასართობი პარკი „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი "Black Sea Arena", „მუსიკოსთა პარკი“ და „მინიატურების პარკი“.
- ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი, მაგნიტური ქვიშა. მკურნალობის სახეობებია ჰაერის, მზისა და ქვიშის აბაზანები. სამკურნალო თვისებები: გულსისხლძარღვთა, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები, მეორადი ანემია, რაქიტი, პერიფერიული ნერვული სისტემისა და სახსრების დაავადებები.
- სპეციალისტების მტკიცებით, ურეკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, მზე და მაგნიტური ქვიშა, შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ, როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა კონტინგენტისათვის:
- გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (ჰიპერტონული დაავადება I – II სტადია, გულის ქრონიკული იშემიური დაავადებები, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია, ქვემო კიდურთა მაობლიტირებელი დაავადებები).
- საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რევმატიული და ინფექციური პოლიარტრიტი ქრონიკულ სტადიაში, მალეფორმირებული ოსტრეოართროზი, ოსტრეოქონდროპათიები და სხვა).
- ნერვული სისტემის დაავადებები (დეპრესია, ჰიპერტონული ფორმის ნევროზი, კლიმაქტერიული ნევროზი, ნევრალგია, ცერებრალური ინსულტის ნარჩენი მოვლებები).
- ბავშვთა კონტინგენტის დაავადებები (სპინალური რბილი დამბლები, სამეაონი დამბლები, პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენები, პერთესის დაავადება, რაქიტი).
- ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი ქრონიკული უროგენიტალური დაავადებები.
სამკურნალო ფაქტორების გამოყენებას განსაკუთრებით დადებითი შედეგები აქვს ბავშვთა დაავადებების მკურნალობის დროს. შავიზღვისპირა მაგნიტური ქვიშები ცნობილია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან.
მაგნეტიტური ქვიშა წარმოიქმნა მდინარეების სუფსისა და ნატანების მიერ ზღვაში აჭარა-თრიალეთის ფენათა სისტემის ეფუზური ეოცინური წარმონაქმნების რეცხვის მასალის ჩატანის ხარჯზე.
კურორტის ბუნებრივი სიმდიდრეებია: თბილი ზღვა, სასწაულებრივი მაგნეტიტის ქვიშის პლაჟები, მზე, რბილი სუბტროპიკული ჰავა, მდიდარი სუბტროპიკული ბუნება ქმნის უაღრესად ხელსაყრელ პირობებს დასვენებისა და მკურნალობისათვის.
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებისას (მაგრამ აქტივობის პროცესის არარსებობისას), კიდურების პერიფერიული ნერვების და არტერიული სისხლძარღვების დაზიანებისას და სხვა პათოლოგიური მდგომარეობისას რეკომენდირებულია ქვიშის აბაზანები - გახურებული ქვიშის გამოყენება მკურნალობის მიზნით. არსებობენ ბუნებრივი და ხელოვნური გათბობის ქვიშის აბაზანები. ბუნებრივი გათბობის ქვიშის აბაზანები გამოიყენება ძირითადად ევპატორიაში. კურორტები სამკურნალო ქვიშებით ფუნქციონირებენ გერმანიაში, ჩინეთში, საფრანგეთში, იტალიაში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში.
- ქვიშის აბაზანებსთვის ქვიშა უნდა იყოს სუფთა, გაცრილი. ქვიშის ცალკეული მარცვლის ოპტიმალური ზომაა - 0,25-2 მმ ფარგლებში (ურეკის ქვიშას აქვს ზომა ქვიშის ცალკეული მარცვლისათვის 0.17 0, 5 მმ). ქვიშის მარცვლის დიდი ზომა დააზიანებს კანის საფარს, ხოლო ყველაზე პატარები - ხელს შეუწყობენ მტვერის ფორმირებას. ქვიშის მცირე თერმული გამტარიანობა საშუალებას აძლევს ავადმყოფებს, მიუხედავად ქვიშის მაღალი ტემპერატურისა, შედარებით ადვილად გადაიტანოს ქვიშის აბაზანები. ქვიშის ჰიდროსკოპულობა და სიმშრალე ხელს უწყობს ოფლის შეწოვას, გამოყოფილი ავადმყოფის მიერ პროცედურის დროს.
- ბუნებრივი გათბობის საერთო ქვიშის აბაზანების მეთოდიკა მდგომარეობს შემდეგში: პლაჟის ერთერთ უბანს შემოღობავენ ქარისგან დასაცავად და ქვიშის უკეთ გასათბობად. ქვიშას ცრიან. დილის 6-7 საათზე ამ მოედანს ყოფენ მედალიონების ფორმის სამ უბნად. ყოველი უბნის ირგვლივ კეთდება დაახლოებით 30 სმ სიმაღლის ამაღლება. 11-12 საათისთვის, როდესაც ქვიშა გათბება 500-მდე, გაშიშვლებული ავადმყოფი წვება უბანზე-მედალიონზე. ამაღლებებიდან ცხელ ქვიშას აყრიან ავადმყოფს, თავისუფალი რჩება თავი და გულმკერდი გულის მხრიდან. თავი აუცილებლად უნდა დადოს უფრო მაღლა, აღმართავენ საჩრდილობელ ფარს მზისგან დასაცავად. შეიძლება თავის დასველება ცივი წყლით. საერთო ქვიშის აბაზანების ხანგრძლივობა უფროსებისათვის 10 დან 30-40 წუთი, ბავშვებისათვის 5 დან 15 წუთი. პროცედურის დამთავრების შემდეგ, პაციენტი განთავისუფლდება ქვიშისაგან, დააფარებენ ზეწარს, დაასვენებენ 15-20 წუთით დამჯდარ მდგომარეობაში, რომლის შემდეგაც დაასხამენ მზით გამთბარ წყალს და გაამშრალებენ. ამის შემდეგ რეკომენდირებულია დასვენება 1.5-2 საათის განმავლობაში შენობაში. მკურნალობის კურსი 10-15 აბაზანა.