mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი phone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16266

იყიდება სახლი აგარაკი სადგერი ბორჯომი სამცხე ჯავახეთი

calendar06.11.2025 views23766
808,087₾
(1 მ² - 4,753.45₾) (1 მ² - 1,752.94$)
  • ფართობი ფართობი:170 მ²
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: ახალი აშენებული
  • მდგომარეობა მდგომარეობა: ახალი გარემონტებული
  • ეზოს ფართობი ეზოს ფართობი: 740 მ²
  • სართული/სულ სართული/სულ: 2
  • ოთახების რაოდენობა ოთახების რაოდენობა: 6
  • სტუდიოს ტიპის სტუდიოს ტიპის
  • საძინებელი საძინებელი: 4
  • სველი წერტილი სველი წერტილი: 3
  • გასართობი სივრცე გასართობი სივრცე
მახასიათებლები
  • check აშენების წლები - 2019
  • check სათავსო ოთახი
  • check ბარბექიუ
  • check ფანჩატური
  • check ავტოფარეხი/პარკინგი
  • check ბუნებრივი აირი
  • check ელ. ენერგია
  • check სასმელი წყალი
  • check კანალიზაცია
  • check ასფალტის გზა
  • check შემოღობილი
  • check ლანდშაფტი
  • check კეთილმოწყობილი ეზო
  • check ფანჩატური / საქეიფო სივრცე
  • check აუზი - 20მ2.
  • check ლამაზი ხედები
  • check ავეჯი
  • check ტექნიკა
  • check საყოფაცხოვრებო ნივთები - დაკომპექტებული სახლი
  • check ბუხარი
  • check ცენტალური გათბობა
  • check კონდენცირება
  • check სათალთვალო კამერები
  • check დაცვის სისტემა
დამატებითი ინფორმაცია

იყიდება ექსკლუზიური უფლებით... უნიკალური, სრულად გარემონტებული და კეთილმოწყობილი სახლი/აგარაკი ბორჯომთან ახლოს, სოფელ სადგერში — კლდეზე აშენებული, ულამაზესი პანორამული ხედებითა და ღია აუზით. მდებარეობა გამორჩეულია სიმაღლის, ჰაერისა და ხედების თვალსაზრისით — სახლი დგას მთის პლატოზე, უკან ესაზღვრება ტყის ულამაზესი მასივი. ბორჯომიდან სულ რაღაც 5 წუთის სავალზე და საბაგიროდან მხოლოდ 2 კილომეტრში. ქონება მოიცავს ორ ცალკე მდგომ სახლს ერთ მიწის ნაკვეთზე: მთავარი სახლი 131 მ². ფართისაა, ხოლო დამატებითი დამხმარე შენობა 36 მ². ეზოს საერთო ფართი შეადგენს 740 მ²-ს. მთავარი სახლიდან კლდის პირას განთავსებულია 8x4 მეტრიანი ღია აუზი, რომელიც გადმოჰყურებს ბუნებრივ ხეობას და ქმნის დაუვიწყარ ვიზუალურ გამოცდილებას. საცხოვრებელი აშენებულია გერმანულ სტილში, ე.წ. ფახვერკში — ყველა სამშენებლო მასალა ბუნებრივია: პემზის 30-იანი თბოგამძლე ბლოკი, რუსული მოხარშული ხის მასიური იატაკი და კარებები. არ არის გამოყენებული არც ლამინატი და არც MDF. სახურავი შესრულებულია იტალიური "ტეგოლას" სისტემით. ჭერის სიმაღლეა 3 მეტრი, რაც სივრცეს მეტ მოცულობას და სინათლეს ანიჭებს. სახლი სრულად აღჭურვილია ავეჯითა და ტექნიკით — მისაღები ოთახი სტუდიო ტიპისაა და მოიცავს 50 მ². ღია სივრცეს, სადაც განთავსებულია დივნები, მაგიდები, სკამები, კომფორტული საწოლები და სრულად ფუნქციონალური სამზარეულო, რომელიც აღჭურვილია ღუმელით, ქურით, მაცივრით, სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანებით. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა და კონდიციონერი. 3 საძინებელი, 1 დამხმარე ოტახი, 3 სველი წერტილი. მყიდველს ქონება გადაეცემა ყველა იმ ავეჯით, ტექნიკითა და ნივთით, რაც მოცემულია ფოტოებზე — მათ შორის სასოფლო-სამეურნეო იარაღებითა და ბალახის საკრეჭი აპარატებით. ეზო სრულად შემოღობილია, მოწყობილია გარე განათება, ფუნქციონირებს შიდა პარკინგის ადგილი. არსებობს 18 მ². ვერანდა და 4 მ². გარე სათავსო. უსაფრთხოება უზრუნველყოფილია თანამედროვე სიგნალიზაციით, რომელიც მუშაობს დენისა და ინტერნეტის გარეშე, ასევე მოძრაობაზე რეაგირებადი ვიდეოკამერებით, რომლებიც ავტომატურად აგზავნის ფოტოს ტელეფონზე. კომუნიკაციები სრულად გამართულია — ბუნებრივი აირი, წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია, ინტერნეტი და ტელევიზია. ეს არის ქონება, სადაც ყველაფერია გათვალისწინებული იმ ადამიანისთვის, ვინც ეძებს სიმშვიდეს, ბუნებას, ხარისხს და სრულ კომფორტს. საკმარისია გასაღების გადაცემა და შეგიძლიათ ცხოვრობაც მაშინვე დაიწყოთ. ასევე იდეალურია ბიზნესის თვალსაზრისით გასაქირავებლად ტურისტებზე. ფასი: 298 000 აშშ. დოლარი. ტელ: +995 592 72 72 47

კომენტარი

TOP.GE