✦ ექსკლუზიური უფლებით!!! გამოტანილია გასაყიდად!!! ✦ კახეთის გულში, სოფელ შილდასთან, გუნაშაურის ველზე, მკაცრად განსაზღვრულ ქინძმარაულის მიკროზონაში ციხე-სასახლე, გარშემორტყმული ულამაზესი ვენახებით __ შატო დავითიანი __ დროის მიღმა აღმართული ქართული არისტოკრატიის ზეიმი. თუკი მზის შუქს ვენახებიდან აედევნებით, მიგიყვანთ იმ ადგილას სადაც ისტორია, ბუნება, ჰარმონიულობა და ელეგანტურობა ერთ მთლიან სივრცედ იქცევა – ესაა შატო დავითიანი თავისი დიდებულებით. ✦ ეს არ არის უბრალოდ ქმნილება, ესაა სრულყოფილება, თავისი არქიტექტურით, ქართული ციხე-დარბაზის სტილში აგებული გრანდიოზული ნაგებობით, ორიგინალური კოშკები, ჩუქურთმიანი აივნები, ქვის მონუმენტური კედლები, ხეში და ქვაში გამოკვეთილი – შთამბეჭდავი ხედებით კავკასიონის ფერდობებში და უსაზღვროა მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივა. ✦ შატო გარშემორტყმულია 40 ჰექტარზე გადაჭიმული ელიტარული ვენახებით: საფერავის - 34 ჰა. რქაწითელის - 4 ჰა. და კახური მწვანე - 2 ჰა. ძირძველი ჯიშებით (10 წლის გაშენებული, შარშანდელი მოსავალი 450 ტონა). გასარწყავებული, იდეალირად მოვლილი, სწორედ აქ იბადება დავითიანის ღვინო – ქართული ქვევრის ტრადიციასა და თანამედროვეობაში. ✦ მეღვინეობა და მარანი _ შატო დავითიანის ქვედა განზომილებაში, მიწისქვეშა სივრცეა მოწყობილი - 6,5 მეტრის სიღრმეზე - 500 მ2. სადაც მომავალში მოეწყობა უნიკალური ღვინის საცავი. გათვლილია 1000 ტონა ღვინის შენახვის მოცულობაზე. _ მარანი - 90 მ2. - 23 ქვევრით - 27 ტონა ღვინოზე გათვლილი. ხელით მოპირკეთებული აგურით, რომელშიც თითოეული ქვევრი თითქოს დროის შეუვალი ჭურჭელია. აქ ყოველი წვეთი ღვინო ინახავს არა მხოლოდ გემოს, არამედ რწმენას — რომ ღვინო ხელოვნების ნაწილია. _ ღვინის ქარხნისთვის სამშენებლოდ, ასევე გამოყოფილია სპეციალური ადგილი შატოს გვერდით _ 1 ჰა. (10 000 კვ.მ). ✦ ტერიტორიაზე განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების შენობები: _ შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი: 1600 მ2. _ შატოს მიწის ნაკვეთის ტერიტორია - 1 ჰა. (10 000 კვ.მ.) _ შატოს გეგმარება ორ დონეზეა გაშლილი, გრანდიოზულ ტერასებთან ერთად, საიდანაც იშლება ალაზნის ველის პანორამა და კავკასიონის მწვერვალები. _ ნომრების ჯამური ფართი 1240 მ2. და განთავსებულია ორიგინალური კოშკებსა და სხვადასხვა სექციებში, რაც შერწყმულია ტრადიციულ ეთნოგრაფიულ ქვის-ხის სტილის დეკორებთან. _ სულ 12 ნომერი: 6 სამადგილიანი. (300 - 340ლ) 3 ორადგილიანი (250 ლ) 3 საოჯახო (370 - 390 ლ) _ ჯამში იტევს 40_მდე პერსონას + 4 ნომრისთვის გამზადებულია პროექტი. ყველა ნომრის აივნებიდან ჩანს პანორამული ხედები ვენახზე და კავკასიონის ქედზე. ✦ შატოს ტერიტორია შემოღობილი ციხის გალავნით, შეყვანილია ყველა კომუნიკაცია: საკუთარი 2 ჭაბურღილით - 65 ტონა საათში. 110 კილოვატიანი გენერატორი (დენის არ არსებობის შემთხვევაში ამარაგებს სასტუმროს და ღვინის ქარხანის სრულ დატვირთვისას) ბუნებრივი აირი, საკუთარი კანალიზაცია. ეზო განათებული, მოპირკეთებული, გამწვანებული. ✦ ფანჩატურის ტიპის რესტორანი და ბარი – 180 მ². - გათვლილია150 სტუმარზე. მოწყობილია ბუნებრივ გარემოში, განკუთვნილია ღია ცის ქვეშ ღონისძიებებისთვის. ✦ შიდა რესტორანი - 50 პერსონაზე. ✦ სადეგუსტაციო დარბაზი – 90 მ². ✦ გასართობი სივრცე - 150 მ2. მოიცავს ბილიარდის მაგიდას, სამაგიდე ტენისს და თავისუფალ დასასვენებელ სივრცეებს. ✦ აუზი – 150 მ². 10/15 მეტრზე, 155 სიღრმე. განლაგებულია ღია სივრცეში, შესაფერისია როგორც დღის, ისე საღამოს გასართობად. ✦ ეთნო-სივრცე და ბარბექიუს ზონა შესანიშნავია ახალგაზრდული შეკრებებისა და ღია ცის ქვეშ ღონისძიებების გასამართად. ✦ მუხნარის სარეკრეაციო მწვანე პარკი. ✦ შიდა ეზოში მოწყობილია უამრავი სივრცე დასვენებისა და აქტიური გასართობებისთვის, ბავშვებისთვის უსაფრთხო და კრეატიული გარემო. ✦ პროფესიული სამზარეულო სივრცე სრულად აღჭურვილი სამზარეულო, რომელიც განკუთვნილია მაღალი სტანდარტის მომსახურებისთვის. ✦ კულინარიული ხელოვნება შატო დავითიანის რესტორანი არ არის მხოლოდ სარესტორნო სივრცე — ეს არის კულტურის ცენტრი, სადაც ქართული სამზარეულო თანამედროვე შტრიხებს იღებს ევროპული გასტრონომიისგან, მაგრამ არ კარგავს გემოს იდენტობას. ✦ ღონისძიებები: შატო დავითიანი იდეალურია, როგორც დიდი მასშტაბის კორპორატიული საღამოებისთვის, ისე ოჯახური ტრადიციების აღსანიშნავად — ქორწილები, იუბილეები, ღვინის ფესტივალები. ღონისძიებებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც სასტუმროს პერიმეტრი, ისე მის უკან მდებარე ტერასები, ვენახებში გაყვანილი ბილიკები და აუზის მიმდებარე ღია ზონა. ✦ შატო დავითიანი — ადგილი, სადაც დრო აღარ ნიშნავს საზღვრებს. 📞 დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: +995 592 72 72 47
იყიდება კომერციული ფართი ქალაქი ყვარელი ყვარელი კახეთი
-
უძრავი ქონების დანიშნულება: შატო / ღვინის ქარხანა/ მარანი
-
მდგომარეობა: ახალი გარემონტებული
-
უძრავი ქონების სტატუსი: ახალი აშენებული
-
ფართობი:2000 მ²
-
ეზოს ფართობი : 400000 მ²
-
სართული/სულ : 2
-
სამზარეულოს სივრცე : 50 მ²
-
მისაღები სივრცე : 50 მ
-
კაბინეტი : 1
-
სველი წერტილი : 20
-
აივანი-ვერანდა : 200 მ²
-
აუზი - 10/15 - 150 მ²
-
მარანი
-
ლაუნჯი / გასართობი სივრცე
-
დამოუკიდებელი შესასვლელი
-
ჭერის სიმაღლე - 4 მ
-
ავეჯი
-
ტექნიკა
-
დანადგარების აღჭურვილობა - სასტუმროს სრული აღჭურვილობა.
-
სავენტილიაციო სისტემა
-
გათბობა-კონდენცირება
-
ხმაურის იზოლაცია
-
წყალმომარაგება
-
ელ. ენერგია
-
სამფაზიანი ძაბვა
-
ტრანსფორმატორი - 100 კვტ
-
მზის ელექტრო პანელები - 10 კვტ
-
ბუნებრივი აირი
-
კანალიზაცია
-
ინტერნეტი
-
სათვალთვალო კამერები
-
დაცვის ოთახი
-
ოთახი პერსონალისთვის
-
შემოღობილი ტერიტორია
-
ვენახი - საფერავი - რქაწითელი - კახური მწვანე
-
გამწვანებული სივრცე
-
არასასოფლო - სამეურნეო
-
კეთილმოწყობილი ეზო
-
ლიფტი