10 Feb 2021 1124

Что нужно знать при выборе дома

მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სახლის არჩევისას.

ფიქრობთ სახლის შეძენაზე? სახლის შეძენა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ფინანსური თვალსაზრისით. როდესაც გადაწყვეტთ სახლის შეძენას, უნდა გაითვალისწინოთ ის, რაც გავლენას მოახდენს თქვენს აჟამინდელ და მომვალ ფინანსურ მდგომარეობასა და ცხოვრების წესზე. და მაინც რა არის ის გარემოება რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ? აქ მოცემულია 6 ძირითადი ფაქოტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სახლის შეძენისას.


1. მდებარეობა

სახლის შეძენისას ყველაზე მთავარი ადგილმდებეობის განსაზღვრაა, კარგი ადგილმდებარეობა დარჩება შესანიშნავ აქტივად, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ შეიცვლება უძრავი ქონების ბაზარი მომავალში. თქვენ შეგიძლიათ მახინჯი სახლი მიმზიდველი გახადოთ, თუმცა ადგილმდებარეობას ვერ შეცვლით. როგორიც არ უნდა იყოს, კარგი ადგილმდებარეობა ყოველთვის კარგ ინვესტიციად დარჩება თქვენთვის. ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ტრანპსორტის მოძრაობის სიხშირე.


2. სამეზობლო 

როდესაც შეარჩევთ ადგილმდებარეობას, აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ სამეზობლო, არიან ისინი მეგობრეულები თუ არა. სანამ სახლის შეძენის პროცესში ძალიან ჩაერთვებით, გადახედეთ სამეზობლოს დღისა და ღამის სხვადასხვა დროს და თუ ეს შესაძლებელია, შეეცადეთ შეხვდეთ ზოგიერთ მეზობელს, რომ მეტი ინფორმაცია მოიძიოთ იმ ობიექტებისა და გარშემო მცხოვრებთა შესახებ. თუ თქვენ ხართ ოჯახზე ორიენტირებული ადამიანი, მაშინ არ გსურთ ცხოვრება იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ცუდად მოქმედებენ ან არალეგალურ საქმიანობაში არიან ჩართულნი. მნიშვნელოვანია მოძებნოთ სახლი მეგობრულ მეზობლებთან.


3. სკოლები და უნივერსიტეტები 

ყველა მშობელს სურს, რომ შვილებმა კარგ სკოლაში ან კოლეჯში იაროს, კარგი სკოლის ან კოლეჯის სიახლოვეს სახლის შეძენა არამარტო აადვილებს თქვენს ცხოვრებას, არამედ მის კაპიტალის ზრდის, მიუხედავად იმისა, რომ სახლი შეიძლება ბაზარზე არსებულზე ნაკლებად იყიდებოდეს,  დარწმუნებული იყავით, რომ გაყიდვის ღირებულება გაცილებით მეტი იქნება. გარდა ამისა, სკოლასთან ან კოლეჯთან ახლოს სახლი სწრაფად ქირავდება.


4. ინფრასტრუქტურა 

სახლის შეძენისას, გასათვალისწინებელი გადამწყვეტი ფაქტორია ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა. სახლის შეძენამდე გაარკვიეთ, არის თუ არა ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი. ადგილმდებარეობა კარგად არის დაკავშირებული ტრანსპორტთან ან მეტროსადგურთან იოლად გადაადგილების თვალსაზრისით? არის თუ არა განვითარებული კომუნიკაციები და საკმარისი წყალმომარაგება? არის ისეთი კომფორტული საშუალებები, როგორიცაა ქუჩის განათება, კომპორტული მოპირკეთებული ეზო,  ინტერნეტი და რეკრეაციული პარკები?


5. სახლის შემოწმება

სახლის შემოწმება სავალდებულოა. კარგი უძრავი ქონების აგენტები უნდა დარწმუნდნენ, რომ სახლი არის ნადმვილად კარგად აშენებული და მყარი. თქვენ უნდა შეამოწმოთ სახლის ვიზუალური მდგომარეობა, ნახოთ სად რა არის გამოსასწორებელი, დათვალოთ სარემონტო სამუშაოების მთლიანი ხარჯი, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ სახლის შეძენის გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ნასყიდობის ფასი


6. მწვანე ღია სივრცე

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი სახლის ყიდვისას. შესყიდვის დაწყებამდე მოიარეთ ადგილობრივი გარემო, რომ ნახოთ მისი შემოგარენი, ხეები, სხვა სახლები და ლანდშაფტი. სახლის ირგვლივ მდებარე მწვანე და ღია გარემომ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს მის სასურველობაზე, თქვენთვის და მომავალი მყიდველებისთვის. პრიორიტეტული უნდა იყოს ლოკაცია გამწვანებული და ლამაზი ხედებით, სადაც თქვენი შვილები გაიზრდებიან. იფიქრეთ ღრმად და ყურადღებით, მნიშვნელოვანია აირჩიოთ სწორი ქონება, თუ გსურთ თქვენი ინვესტიციით დადებითი შედეგი მიიღოთ.


გჭირდებათ დახმარება?  დაგვიკავშირდით  ტელ; 032 21 21 777;  ელ. ფოსტა:  [email protected] 


               

TOP.GE