ქვემო ქართლი

12736


📺 5 მეტად დასაფასებელი ადგილი საქართველოში ტოიოტასთან ერთად 👉 ჩვენი გვერდი ფეისბუქზე: www.facebook.com/Automediaproduction 📌 გენერალური პარტნიორი: ტოიოტა კავკასია Toyota Georgia 📌 პროექტის მხარდამჭერი: Wissol - ვისოლი 🎵 მუსიკა: მუსიკა: GeoTRAIN / Zurab J. Gagnidze - Riche ბენდის გვერდი ფეისბუქზე: https://www.facebook.com/GeoTRAIN/ ბენდის ვებგვერდი: www.GeoTrain.eu კომპოზიციის ლინკი Youtube-ზე: https://youtu.be/MenDioCatvY



ქვემო ქართლის მხარე


შიდა დაყოფა რუსთავი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტი და წალკის მუნიციპალიტეტი


  • ეროვნული შემადგენლობა ქართველები 51,3 %
  • აზერბაიჯანელები 41,8 %
  • სომხები 5,1 %
  • რუსები 0,6 %
  • ბერძნები 0,5 %
  • ოსები 0,2 %

სარწმუნოებრივი შემადგენლობა ქრისტიანები, მუსლიმები


მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს. ქვემო ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:


ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარე კახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსარის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.

ქვემო ქართლი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მხარეა. მას თბილისის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ.


მხარის ფართობი შეადგენს 6528 კვ.კმ-ს, რაც საქართველოს საერთო ფართობის 10 %-ია. საქართველოს მხარეებს შორის ქვემო ქართლს ფართობით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მოსახლეობით მე-3. მოსახლეობა — 424 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე — 65 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რუსთავი. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:


  • ქალაქი — 7: რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა;
  • დაბა — 6: კაზრეთი, მანგლისი, თამარისი, შაუმიანი, ბედიანი, თრიალეთი;
  • სოფელი — 338.


 სოფლის მეურნეობა 


  • ქართლს, ისევე როგორც სხვა რეგიონებს, აბორიგენული ჯიშები განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. ქართლში გავრცელებული ჯიშებიდან აღსანიშნავია ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი, თავკვერი, შავკაპიტო და საფერავი. ასევე გვხვდება იშვიათი ჯიშები: ჭყლაპა, ანდრეული, არაგვისპირული, გრძელმტევანა, მელიკუდა, ჭროღა, ხარისთვალა, ძელშავი. გარდა ადგილობრივი ჯიშებისა, ქართლში გავრცელებულია უცხოური ჯიშებიც: ალიგოტე, პინო შავი და თეთრი, შარდონე და სხვა. ქართლში, ისევე როგორც კახეთში, გავრცელებულია ტრადიციული და ევროპული მეღვინეობა. ადგილწარმოშობის ღვინის ჯიშებიდან ერთ-ერთი _ „ატენური“, სწორედ ქართლში იწარმოება.  ასურეთული შალა - ფერი: ლალისფერი/იისფერი, ალკოჰოლი: 13%

TOP.GE