გორის რაიონი, ნადარბაზევის ტბა.

6835

  • ნადარბაზევის ტბა, ნადარბაზევის წყალსაცავი — წყალსაცავი კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, გორის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 856 მ. ზედაპირის ფართობი 1,18 კმ², უდიდესი სიღრმე 1,8 მ, მოცულობა 3 მლნ. მ³. წყალსაცავი შეიქმნა ყოფილი ნადარბაზევის ტბის ადგილას.[1] წყალს ტუმბავენ ტირიფონის არხიდან[2] (გარკვეული პერიოდი მტკვრიდან იტუმბებოდა). რწყავს 3 ათას ჰა ფართობს. თევზის რეწვა.[1]
  • ნადარბაზევი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (შავშვების თემი). მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე, გორი-თბილისის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 570 მეტრი, გორიდან 15 კილომეტრი.

TOP.GE