გოდერძი

20451

გოდერძის უღელტეხილი  

  • უღელტეხილი საქართველოში. მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადის — ძინძისწყლის სათავეში. სიმაღლე 2025 მ. აგებულია ზედაოლიგიცენურ-ქვედამიოცენური ვულკანოგენური წყებით, რომელიც შეიცავს განამარხებულ ფლორას (ე. წ. გოდერძის წყება). გოდერძის უღელტეხილის კალთები ციცაბო და დანაწევრებულია. შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოებით.
  • გოდერძის უღელტეხილზე გადის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა.
  • 2012 წელს გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დასრულდა. კურორტზე სასტუმროს ტიპის 6 კოტეჯია განთავსებული. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი კი ზღვის დონიდან 2350 მეტრზეა. 
  • გოდერძის სამთო – სათხილამურო კურორტზე არის 3 სათხილამურო ტრასა, ლურჯი - INTERMEDIATE-დახრილობა 25%, წითელი- ADVACED-დახრილობა 40%. ფუნქციონირებს 2 საბაგირო, 1 გონდოლას ტიპის, 1 ბაბლი - 6 კაციანი. ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია და ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი - 2366 მეტრია.
  • კურორტზე 7 სასტუმრო კოტეჯი ფუნქციონირებს. ამასთან 2016 წელს საძირკველი ჩაეყარა და მიმდინარეობს დასასვენებელი კომპლექსის „ალიანს რეზორტის“ მშენებლობა. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.
  • სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი 2015 წელს გაიხსნა და მას წელიწადში 20 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.
  • გოდერძი საქართველოს სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებისგან უხვთოვლიანობით გამოირჩევა. პირველი თოვლი აქ ნოემბერში მოდის და სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.
  • გოდერძი იდეალური ადგილია ზამთრის ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის. ულამაზესი ხედები, სუფთა ჰაერი, საინტერესო სათხილამურო ტრასები ბევრ მოთხილამურეს იზიდავს. გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებში ნამდვილ აღტაცებას იწვევს კურორტის დათოვლილი ფერდობები.
  • კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. ტრასის საერთო სიგრძე 8 კმ-ია. მუშაობს ორი სახის საბაგირო გზა – რვა ადგილიანი გონდოლა და ექვს ადგილიანი ბაბლი. გოდერძიზე შესაძლებელია თხილამურის, ციგის, სნოუბორდის დაქირავება, ასევე – ინსტრუქტორის მომსახურებით სარგებლობა.
  • სულ მალე კურორტი ერთდროულად 7000 მოთხილამურის მიღებას შეძლებს. მათ განკარგულებაშია კომფორტული კოტეჯები და სასტუმროები, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, საბაგირო გზები.
  • კურორტზე სეზონი მაშინაც კი გრძელდება, როდესაც თოვლი დნება და მოთხილამურეები ტოვებენ მთის ფერდობებს. ზაფხულში აქ ჰაიკინგი, ცხენითა და ველოსიპედებით სეირნობა, წინასწარი დაკვეთის შემთხვევაში კი პარაპლანით ფრენაც შეიძლება. 

TOP.GE