ყაზბეგის რაიონი, დაბა სტეფანწმინდა

13152

  • სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) — დაბა საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, სასტუმროები.
  • მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში, ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. თბილისიდან 157 კმ., ვლადიკავკაზიდან 46 კმ.
  • სტეფანწმინდაში ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის შედარებით მშრალი, ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,9 °C, იანვრის — 5,2 °C, ივლისის — 14,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი — -34 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი — 34 °C. ნალექების წლიური რაოდენობაა 790 მმ.
  • დაბიდან 2 კილომეტრში მოედინება სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი ყაზბეგი, რომელიც სასარგებლოა საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადების დროს.
  • სტეფანწმინდაში დაცულია ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი (ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) და კარის ეკლესია. სახლის წინ მწერლის საფლავია, დგას ბიუსტი. დაბის ცენტრში აღმართულია მისივე მონუმენტი (ბრინჯაო, 1959, მოქანდაკე ი. ოჩიაური, არქ. ი. ლეჟავა).
  • გერგეტის უბანში შემონახულია ფეოდალური ხანის ქვის დაბალი და მასიური სახლები. აქვეა XVII-XVIII საუკუნეების ორი კოშკი. გერგეტთან ახლოს დგას ოხარეშის წმინდა გიორგის ეკლესია, ნინოწმინდას ნიში და ყველაწმინდას (ქალების) ხატი. სტეფანწმინდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს, მაღალ მთაზე მდებარეობს ქობციხე.
  • სტეფანწმინდას თავს დაჰყურებს გერგეტის სამების ეკლესია.

TOP.GE