ემ.ბი.ჯი ჯგუფი (+995) 592 72 72 47
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16237

იყიდება კომერციული ფართი ხაშმი საგარეჯო კახეთი

16.04.2025 346
3,261,481₾
(1 მ² - 97₾) (1 მ² - 36$)
  • უძრავი ქონების დანიშნულება: შატო / ღვინის ქარხანა/ მარანი
  • მდგომარეობა: ახალი გარემონტებული
  • უძრავი ქონების სტატუსი: ახალი აშენებული
  • ფართობი:33700 მ²
  • ეზოს ფართობი : 33000 მ²
  • სართული/სულ : 2
  • სამზარეულოს სივრცე : 30 მ²
  • მისაღები სივრცე : 50 მ
  • სველი წერტილი : 4
  • აივანი-ვერანდა : 220 მ²
  • სასაწყობე სივრცე : 60 მ²
  • პარკირება : 50
  • ნომრების რაოდენობა : 3
  • პერსონის რაოდენობა : 25
  • ადგილების რაოდენობა : 140 სტუმარი ჯამში
ბიზნესი : შემოსავალი ტურისტების ნაკადი.
მახასიათებლები
  • მარანი
  • ლაუნჯი / გასართობი სივრცე
  • დამოუკიდებელი შესასვლელი
  • ავეჯი
  • ტექნიკა
  • დანადგარების აღჭურვილობა - მარანიდაკომპლექტებული
  • სავენტილიაციო სისტემა
  • გათბობა-კონდენცირება
  • წყალმომარაგება
  • ელ. ენერგია
  • სამფაზიანი ძაბვა
  • ბუნებრივი აირი
  • კანალიზაცია
  • ინტერნეტი
  • სათვალთვალო კამერები
  • ოთახი პერსონალისთვის
  • შემოღობილი ტერიტორია
  • ვენახი - 2,2 ჰა. საფერავი
  • გამწვანებული სივრცე
  • კეთილმოწყობილი ეზო
  • არასასოფლო - სამეურნეო
დამატებითი ინფორმაცია

ექსკლუზიური შეთავაზება! გამოტანილია გასაყიდად!!! მოქმედი პრემიუმ კლასის მეღვინეობა – მარანი „ზენიში“, მდებარეობს კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში – აეროპორტიდან 20 კმ. რადიუსით, 15 წუთის სავალზე გამორჩეულად ლამაზ და ისტორიულ ადგილას. მეღვინეობა ოპერირებს ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის წარმოების სფეროში, უმაღლესი ხარისხის მშრალი ღვინისა და ჭაჭის დამზადებით. აქ შერწყმულია საუკუნოვან ტრადიციებზე დაფუძნებული მეღვინეობის ხელოვნება და თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომები. მარანი აღჭურვილია 48 ქვევრით, რომელთა მოცულობა მერყეობს 150-დან 1300 ლიტრამდე, ჯამური მოცულობა 32 ტონა. დამატებით, განთავსებულია მიწისქვეშა საცავი, სადაც მუდმივად კონტროლირებად ტემპერატურაზე ინახება 3 500 ბოთლი პრემიუმ კლასის ღვინო: საფერავი, რქაწითელი და მწვანე (ვინტაჟი: 2018–2019 წწ.). ეს უნიკალური კოლექცია შედის მარნის გაყიდვის პაკეტში. მიწისქვეშა საცავში ინახება 11 000 ბოთლი, ხოლო ზედა საცავში 10 000 ბოთლი ჯამურად. სრული ტერიტორია მოიცავს 3.3 ჰა ფართობს (ნაწილი არასასოფლო), საიდანაც 2.2 ჰა-ზე გაშენებულია საფერავის ჯიშის ვენახები წვეთოვანი სარწყავი სისტემით. ნაკვეთს გასდევს სარწყავი არხი, უზრუნველყოფილია სასმელი წყლის სისტემა, ბუნებრივი გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი. მარნის ტექნიკური ინფრასტრუქტურა სრულად მოიცავს ღვინის დამუშავებისა და ჩამოსხმისთვის საჭირო თანამედროვე ინვენტარს: უჟანგავი ფოლადის ავზები, ტუმბოები, პრესები, საწური, ფილტრები, და სხვა. მარნის სივრცე ასევე მორგებულია ტურისტული სერვისებისთვის. ტერიტორიაზე მოწყობილია ეთნოგრაფიული სივრცეები სტუმრების მისაღებად: ფანჩატური გათვლილი 20–25 სტუმარზე, გარე ბუხრით, თონითა და ბარბექიუს ზონით. შენობის მიწისქვეშა სართულზე განთავსებულია ღვინის საცავი – 60 მ², ხოლო პირველ სართულზე მოწყობილია 330 მ² ფართობის საწარმოო ზონა სველი წერტილებით. მეორე სართულზე კი – 105 მ² საცხოვრებელი ბლოკი სტუმრებისთვის, სრულად მოწყობილი ავეჯითა და ტექნიკით (3 საძინებელი, მისაღები ოთახი, სამზარეულო, სველი წერტილი), რომელსაც ემატება 225 მ² ფართობის ვერანდა მოსასვენებელი სივრცეებითა და გარე ავეჯით. ტერიტორია უზრუნველყოფილია 50-მდე ავტომანქანისთვის განკუთვნილი პარკინგით. გარდა ამისა, კომპლექსს მოჰყვება დამტკიცებული, სრულყოფილად მომზადებული 4 -ვარსკვლავიანი სასტუმროს სამშენებლო პროექტი – გათვლილი 25 ნომერზე. პროექტი მოიცავს დახურული და ღია აუზების, საუნის, მასაჟის ოთახის, კონფერენც დარბაზის, რესტორნისა და ბარის სივრცეების დეტალურ საპროექტო გადაწყვეტას. დამუშავებულია არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო და სახანძრო დოკუმენტაცია საქართველოს 41-ე დადგენილების სრული შესაბამისობით. სამშენებლო ნებართვა უკვე აღებულია. ✅ თუ გსურთ შთამბეჭდავი აქტივი, რომელიც აერთიანებს მეღვინეობის კულტურას, ტურიზმის პოტენციალსა და საინვესტიციო შესაძლებლობას – ეს შეთავაზება გამორჩეულია ქართულ ბაზარზე. 📞 +995 592 72 72 47 | 592 72 72 00

კომენტარი

TOP.GE