ყაზბეგის რაიონი, სოფელი ფანშეტი

10936

ფანშეტი — სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სიონის თემში. მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1790 მეტრი, სტეფანწმინდიდან 4 კილომეტრი. XVIII საუკუნეში ფანშეტი იყო ხევის ოთხი სამოურავოდან ერთ-ერთის ცენტრი.

ისტორია

  • ფანშეტი, სოფელი, ისტორიული ძეგლი მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, დაბა სტეფანწმინდიდან 4 კილომეტრზე. იგი ხევის ერთ-ერთი ძველი დასახლებაა. თანამედროვე სოფლის ჩრდილოეთით შემორჩენილია ნასოფლარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ძველ ფანშეტს უწოდებს, წმინდა ადგილად თვლის და იქ დღეობებს მართავს.
  • თანამედროვე სოფლის შედარებით ძველი დასახლება ორი საგვარეულო კოშკის (ჩონიაშვილებისა და სამქანაშვილების) ირგვლივ იყო გაშენებული. სოფელში ცხოვრობენ საბაურებიც, მათაც ჰქონდათ საგვარეულო კოშკი. სოფლის ჩრდილოეთით, ყაზბეგის გზაზე, ადგილ ახადეში, შვეულ კლდეში გამოკვეთილია ეგრეთ წოდებული „ცოდვილთ ქოხები“, სადაც იზამთრებდნენ ბეთლემის სავანის ბერები. 
  • ყაზბეგის მუნიციპალიტეტი  მდიდარია მოსაპირკეთებელი სხვადასხვა სახის ძვირადღირებული გრანიტების (მწვანე, ყავისფერი   დიაბაზი), ქვის საბადოებით, ინერტული მასალებით (ქვიშა, ხრეში). 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს გრანიტის შემდეგი სახეობები:   

  • დიაბაზის – გველეთის,  ჭაუხების,  ვეშათ  წყაროსი (ჯუთის  ზემოთ), დარიალის ნაცრისფერი,დარიალის იასამნისფერი, სოფ.ართხმოს შავი გრანიტი.
  • ანდეზიტი: მნის საბადო  (შავი თეთრი  წინწკლებით), გაიბოტენი-თოთის საბადო  (ნაცრისფერი, ლურჯი, წითელი).
  • დონატას საბადო - (ნაცრისფერი) ქაბარჯინის მთის ძირში.
  • დაციტი  - ნოოყაუს საბადო  (წითელი ფერის)
  • ბაზალტი- გუდაურის (ნაცრისფერი)
  • ტუფი  -  ფანშეტის  (აგურისფერი), კობის   (შავი ფერის)

დიდი რაოდენობითაა ინერტული მასალები მდინარე თერგის ხეობაში. მათი მარაგები შეადგენს რამოდენიმე    ათ. კუბს.  ნედლეული აკმაყოფილებს სახელმწიფო სტანდარტების  შემდეგ მოთხოვნებს:

  • ბუნებრივი ქვების ბლოკები მოსაპირკეთებელი ფილების  წარმოებისათვის.
  • დახერხილი ფილები მოსაპირკეთებლად
  • საკედლე ქვები მთის  ქანებისაგან
  • საბორტე ქვები მთის  ქანებისაგან
  • ბალასტი  ხრეშისა და ქვიშისა
  • ღორღი  და ხრეში მასიური მთის ქანებისაგან სამშენებლო სამუშაოებისათვის.    

ხევში 48 მდინარე და უამრავი პატარა ღელეა. რაიონში ყველაზე დიდი და  წყალუხვი მდინარე თერგია, რომელიც გამოედინება მთავარი კავკასიონის ქედის ჩრდილო ფერდობის მთა მილგახოხის მყინვარებიდა, ხდისწყლის ხეობა ყუროსა და შავანას შორისაა, მისი სიგრძე 16-17 კმ-ს ხოლო სიგანე - 5,5 კმ-ს შეადგენს.

  • მდინარე ხდისწყლის ხეობა თავისი ბუნებრივი პირობებით ერთ-ერთი ულამაზესი ხეობაა, სადაც გავრცელებულია როგორც მცენარეული საფარის, ისე ცხოველთა სამყაროს საინტერესო  წარმომადგენლები. საყურადღებოა, რომ ხეობაში  ჩანჩქერების მთელი კასკადია.
  • ხევის მდინარეები ტიპიური მთის მდინარეებია. მათი კვება უმთავრესად მყინვარებიდან ხდება. ყაზბეგის რაიონში მრავლადაა ცირკული, დაკიდებული და  ხეიმის ტიპის მყინვარები. უახლესი გამოკვლევებით თერგის აუზში 99 მყინვარია, საერთო ფართობით 67,2 კვ.კმ. მდ.თერგის აუზზე მოდის საქართველოს მყინვარების 12,6%  და ფართობია -12,2 %.
  • ხევში მრავლად მოიპოვება ტბები, მაგრამ ისინი ძალზე მცირე სიდისანი არიან. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თრუსოს ხეობაში, სოფ.აბანოსთან არსებული კარბონატული ქანებიდან გამომდინარე ნახშირორჟანგიანი წყალი, რომელიც პატარა ტბას ქმნის, 10-15 სმ.სიმაღლის პატარა შადრევნებს წარმოქმნის და დუღილის’’ შთაბეჭდილებას ახდენს. თრუსოს ხეობაში ზღვის დონიდან 3832 მ. სიმაღლეზე 4 პატარა ტბაა, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 1 ჰა-ს  შეადგენს.
  • ხევი მდიდარია სხვადასხვა ტიპის და შემადგენლობის მინერალური წყლებით. ამ მხრივ პირველ რიგში აღსანიშნავია თრუსოს ხეობაში, ჯვრის უღელტეხილის ჩრდ. ფერდობზე , სოფ.ფანშეტთან და სხვაგან არსებული მინერალური წყლები.
  • თრუსოს ხეობაში არსებული მინერალური წყარო ,,კეტრისი’’ გამოცხადებულია როგორც ბუნების პადროლოგიური ძეგლი. ამ ნარზანის ტიპის  ჰიდროკარბონატული კალციუმიანი წყაროს დებეტი  კოლოსალურია.ასევე  მნიშვნელოვანი და ფართო მასშტაბით  გამოყენების თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა ჯვრის უღელტეხილის ფერდობზე ე.წ. ,,ბიდარასთან’’ ახლოს არსებული დიდი დებეტის მქონე  ნარზანის ტიპის  მინერალური წყარო. ყაზბეგის რაიონში არსებული მინერალური წყლების მთელი კომპლექსი, რომელიც მნიშვნელოვანი  ბუნებრივი  რესურსებია საფუძველს იძლევა ჩადგეს ხალხის ჯანმრთელობის დაცვა-გაჯანსაღების საქმეში.

TOP.GE