ციხისჯვარი — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თორის ქვაბულში, მდინარე შავიწყლის (ბორჯომულას ერთ-ერთი მდგენელი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1640 მეტრი, ბორჯომიდან 41 კილომეტრი.
ციხიჯვრის ეკლესია
ციხისჯვარი არის ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი. სოფელში დგას შუა საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსი: ციხესიმაგრე ციხისჯვარი, ნადარბაზევი და ეკლესია.
ციხისჯვარი — ისტორიული ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, თორში, მდინარე შავიწყლის სათავეებთან, მის მარჯვენა ნაპირზე სოფელ ციხისჯვარში (ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორია).
- ციხე აგებული იყო მდინარისპირა ვაკეზე ამოზიდულ კლდოვან ბორცვზე. ამჟამად მისგან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი. ციხეში მდგარა ქართული ეკლესია, აქედან მოდის ციხისა და იქვე მდებარე სოფლის სახელი — ციხისჯვარი. 1861 წელს ძველი ქართული ეკლესიის საძირკველზე ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია ააგეს. ციხისჯვარი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო — სამცხის, ჯავახეთის, სადგერის ხეობისა და გუჯარეთის გზასაყარზე. ციხის ფლობამ ხელი შეუწყო თორელთა ფეოდალური სახლის გაძლიერებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ციხისჯვარი ავალიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა.