ექსკლუზიური უფლებით!!! გამოტანილია გასაყიდად!!! ცხვარიჭამიაში, საგურამოს ცენტრიდან 10 წუთის სავალზე, მზიური ველის ტერიტორიაზე, სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების, სააგარაკე მიწის ნაკვეთი სამშენებლო ზონაში. საერთო ფართობი: 600მ2. არის სწორი რელიეფის, კუთხის ნაკვეთი, ზედ ცენტრალურ გზის პირას. ეზოს წინა პერიმეტრზე აქვს ფოთლოვანი ხეების ხეივანი. ნაკვეთი გასუფთავებულია, შეყვანილია და გაკეთებულია აბონირება ელ. ენერგია და ბუნებრივი აირი, წყალი გაჰყავთ, ახლა მთავრდება სამუშაოები. გაკეთებულია ტოპო, დაკვალვა. 80 სმ. გაკეთებულია საძირკველი რომელიც არის ძალიან მყარი. ირგვლივ მიმდინარეობს ახალი მშენებლობები. ნაკვეთის განი 20 მეტრი. ულამაზესი პანორამული ხედებით ბუნებაზე.ბოლომდე მიდის ასფალტირებული გზა. ფასი: 45 000 აშშ. დოლარი (ეკვივ. ლ) ტელ: 592727247; 592 727200;
ID11799
იყიდება მიწის ნაკვეთი ცხვარიჭამია მცხეთა მცხეთა მთიანეთი
24.04.2024
16276
122,306₾
(1 მ² - 204₾)
(1 მ² - 75$)
- უძრავი ქონების სტატუსი: სააგარაკე ნაკვეთები რეგიონებში
- ფართობი:600 მ²
- ელ. ენერგია
მახასიათებლები
- ბუნებრივი აირი
- ინტერნეტი
- სასმელი წყალი
- ასფალტის გზა
- პანორამული ხედები
- გამწვანებული სივრცე
- ტყის მასივი
დამატებითი ინფორმაცია
მცხეთა - მთიანეთის რაიონი, სოფელი ცხარიჭამია
- ცხვარიჭამია — სოფელი საქართველოში, მცხეთა მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: თეზამი, კევლიანი, მშრალხევი, ლელუბანი, მამკოდა).[1] მდებარეობს საბადურის ქედზე, მდინარე თეზმის ხეობაში, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე. ცხვარიჭამია ითვლება რეკრეაციულ-კლიმატურ საკურორტო ზონად, სასუნთქი ორგანოების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. მდიდარია მცენარეული საფარით. ზაფხული თბილი და ხანგრძლივია.
- ცხვარიჭამიას დიდი საყდარი — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში. მდებარეობს ხელოვნურ ტერასაზე. სოფლის განაპირას, სამხრეთით, სასაფლაოსთან. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.
- ცხვარიჭამიას პატარა საყდარი — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე თეზამის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.
- ცხვარიჭამიას წმინდა მარიამის ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში. მდებარეობს სოფლის ძველ ცენტრში. აგებულია XIX საუკუნეში.
საბადურის ტყე
- საბადურის ტყე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და შედის თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი 1973 წელს შეიქმნა და კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1,700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. საბადურის ტყეში მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, საპიკნიკე, საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. ასევე, განთავსებულია საინფორმაციო დაფები.
- საბადურის ტყე წლის ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია, თუმცა ზამთარში და შემოდგომაზე განსაკუთრებით ჯადოსნურია. აალებული ტყე, ფერების კორიანტელი, ხმელი, მსუბუქად აშრიალებული ფოთლების სუნი და ხეტიალი ფოთოლცვენაში - რა შეიძლება იყოს უფრო აღმაფრთოვანებელი შემოდგომის მზით გაჯერებულ დღეს, როცა ქალაქის მტვერსა და აურზაურს გაურბიხარ. სწორედ ასეთია საბადურის ტყე შემოდგომაზე. აქაურობა ზამთარშიც საოცრებათა სამყაროს გავს. თოვლით დაბურული ტყე ზამთრის ყინულოვანი ბრწყინვალებით ზღაპრის გმირად გაგრძნობინებს თავს. სიჩუმე, თოვლის შრაშუნი ფეხქვეშ, ყინულის კრისტალებზე არეკლილი მზის სხივები და მომნუსხველი პეიზაჟები შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აგავსებთ. ზამთრის საბადურის ტყე, ეს არის ზღაპრული მოგზაურობა ბავშვობის ოცნებებსა და ფანტაზიებში.