1 ნოე 2023 13609

5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მიწის ნაკვეთის შეძენისას!

🔊🔊🔊 5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მიწის ნაკვეთის შეძენისას!

🏞 🏞🏞 მიიღე ყველა ინფორმაცია კომპანია ემბიჯი ჯგუფისგან და გაიგე სრული სიმართლე, ყოველი უძრავი ქონების შეძენის წინ. გვესაუბრება კომპანია ემბიჯის ხელმძღვანელი ია მახარაძე უძრავი ქონების ექსპერტი.
❗️❗️ ❗️ 🆘 🆘🆘 (ნუ იყიდით ბრმად! არავის მოატყუებინოთ თავი, რადგან თქვენ იქ თქვენ სახლის აშენების ნაცვლად, შეიძლება მხოლოდ შეზლონგი დაგადგმევინონ) მეტიც, გაჩვენონ სხვა მიწა და რეალურად მოგყიდინონ სხვა ნაკვეთი. როგორ? მაშინ მოგვყევით, ნუ იჩქარებთ. ჩვენ მოგაწვდით დეტალურად, რა პროცედურები უნდა გაიაროთ:
1. მიწის ნაკვეთის შეძენისას, პირველ რიგში, თქვენ უნდა მოსთხოვოთ მიწის მესაკუთრეს ნაკვეთის საკადასტრო კოდი და გადაამოწმოთ: მიწის მესაკუთრე, მისი მდგომარეობა და მიწის ადგილმდებარეობა.
2. შეამოწმოთ მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონა მერიის არქიტექტურის საიტზე: https://maps.tbilisi.gov.ge/#/C=44.7807474-41.7138468@Z=14
სადაც თქვენ შეძლებთ გაიგოთ, რა ზონაშია თქვენი შესაძენი უძრავი ქონება.
3. თუკი ის საცხოვრებელ ზონაშია, აუცილებლად მიწის მესაკუთრემ ან თქვენ უნდა მიმართოთ არქიტექტურის სამსახურს, ელექტრონული ფორმით და მოითხოვოთ ე.წ. გაპი (მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობა, რადგან ის საკმაოდ ხშირად იცვლება) და კოეფიციენტების განსაზღვა, სადაც დადგინდება რა მოცულობის და რა შეიძლება აშენდეს ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე.
4. მეოთხე და მნიშვნელოვანი ზუსტად აქ არ უნდა შეცდეთ, რაც მოიცავს:
მშენებლობის ნებართვის აღება, რა თქმა უნდა საკმაო თანხა ჯდება (არქიტექტორის მომსახურება, ტოპოს გაკეთება, დასურატება, ბანერი), თქვენ ამ თანხებს იხდით და როდესაც არქიტექტურიდან დადებით პასუხს იღებთ, მიწის მესაკუთრე, უკვე თქვენს ხარჯზე გიძვირებთ მიწის ნაკვეთს, რომელზეც გაპი აიღეთ.
5. არ შეცდეთ, არასოდეს მოიქცეთ ასე (სანამ ამ ყველაფერს გააკეთებთ, უნდა გააფორმოთ წინარე ნასყიდობის ან შეთანხმების ხელშეკრულება პირობით, თუკი იქ მშენებლობის ნებართვა არ გამოვა თქვენ ამ მიწის ნაკვეთს არ შეიძენთ და თუკი მშენებლობის პირობა დადებითია, მესაკუთრე ვერ გაგიძვირებთ მიწის ნაკვეთს.
📌📌 თუკი თქვენთვის ეს საინტერესოა, მაშინ გამოიწერეთ
📌📌 ჩვენი გვერდი: https://www.facebook.com/www.mbg.ge/ თვალი ადევნეთ ჩვენს რჩევებს, რადგან პირდაპირ ამას არავინ აგიხსნით.
📌📌 ია მახარაძე https://www.facebook.com/groupMBG/
რატომ ჩვენ? მოგვმართეთ და თავად მიხვდებით. ❤️
📞 592727247; 592727200;
#ემბიჯი
#უძრავი#land#realestatedeveloper#MBG#RealEstateGeorgia

მსგავსი პოსტები ყველას ნახვა
TOP.GE