ექსკლუზიური უფლებით!!! გამოტანილია გასაყიდად!!! ცხვარიჭამიაში — სოფელი საქართველოში, მცხეთა_მთიანეთის მუნიციპალიტეტში, შესასვლელიდან მარცხნივ დასახლებულ ადგილას. სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი სასტუმროს სააგარაკე სახლის სამშენებლოდ. საერთო ფართობი: 550მ2. სამშენებლო ზონაში. ნაკვეთთან გადის ყველა კომუნიკაცია. საჭიროებს აბონირებას. ელ. ენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი. ირგვლივ მიმდინარეობს აქტური მშენებლობები. უკან ნაკვეთის მთელს პერიმეტრზე გასდევს ტყის მასივი, რომელიც შესაძლებელია დაიქვემდებაროდ ეზოდ და შექმნათ დასასვენებელი სივრჩე. სწორი რელიეფის, ნაკვეთის განი 17 მეტრი. ულამაზესი პანორამული ხედებით ბუნებაზე. მიდის ასფალტირებული გზა. ფასი: 55 000 აშშ. დოლარი (ეკვივ. ლ) ტელ: 592727247; 592 727200;
ID11799
იყიდება მიწის ნაკვეთი ცხვარიჭამია მცხეთა მცხეთა მთიანეთი
149,485₾
(1 მ² - 272₾)
(1 მ² - 100$)
-
უძრავი ქონების სტატუსი: სააგარაკე ნაკვეთები რეგიონებში
-
ფართობი:550 მ²
-
ელ. ენერგია
მახასიათებლები
-
ბუნებრივი აირი
-
ინტერნეტი
-
სასმელი წყალი
-
ასფალტის გზა
-
პანორამული ხედები
-
გამწვანებული სივრცე
-
ტყის მასივი
დამატებითი ინფორმაცია






































მცხეთა - მთიანეთის რაიონი, სოფელი ცხარიჭამია






































- ცხვარიჭამია — სოფელი საქართველოში, მცხეთა მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: თეზამი, კევლიანი, მშრალხევი, ლელუბანი, მამკოდა).[1] მდებარეობს საბადურის ქედზე, მდინარე თეზმის ხეობაში, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე. ცხვარიჭამია ითვლება რეკრეაციულ-კლიმატურ საკურორტო ზონად, სასუნთქი ორგანოების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. მდიდარია მცენარეული საფარით. ზაფხული თბილი და ხანგრძლივია.
- ცხვარიჭამიას დიდი საყდარი — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში. მდებარეობს ხელოვნურ ტერასაზე. სოფლის განაპირას, სამხრეთით, სასაფლაოსთან. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.
- ცხვარიჭამიას პატარა საყდარი — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე თეზამის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.
- ცხვარიჭამიას წმინდა მარიამის ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში. მდებარეობს სოფლის ძველ ცენტრში. აგებულია XIX საუკუნეში.
საბადურის ტყე
- საბადურის ტყე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და შედის თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი 1973 წელს შეიქმნა და კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1,700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. საბადურის ტყეში მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, საპიკნიკე, საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. ასევე, განთავსებულია საინფორმაციო დაფები.
- საბადურის ტყე წლის ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია, თუმცა ზამთარში და შემოდგომაზე განსაკუთრებით ჯადოსნურია. აალებული ტყე, ფერების კორიანტელი, ხმელი, მსუბუქად აშრიალებული ფოთლების სუნი და ხეტიალი ფოთოლცვენაში - რა შეიძლება იყოს უფრო აღმაფრთოვანებელი შემოდგომის მზით გაჯერებულ დღეს, როცა ქალაქის მტვერსა და აურზაურს გაურბიხარ. სწორედ ასეთია საბადურის ტყე შემოდგომაზე. აქაურობა ზამთარშიც საოცრებათა სამყაროს გავს. თოვლით დაბურული ტყე ზამთრის ყინულოვანი ბრწყინვალებით ზღაპრის გმირად გაგრძნობინებს თავს. სიჩუმე, თოვლის შრაშუნი ფეხქვეშ, ყინულის კრისტალებზე არეკლილი მზის სხივები და მომნუსხველი პეიზაჟები შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აგავსებთ. ზამთრის საბადურის ტყე, ეს არის ზღაპრული მოგზაურობა ბავშვობის ოცნებებსა და ფანტაზიებში.