იყიდება 3800მ2. სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აბასთუმანში შესვლამდე, მელნისის ციხის გადმოსწვრივ. ძველ სანატორიუმთან მიმდებარედ. ცენტრალური გზიდან ჩასახვევში 300 მეტრში. დასახლებულ ადგილას, უკან ტყის გარემოცვით. ნაკვეთის განი 35 მეტრი. ოდნავი დახრილი რელიეფით, გამოდის ტერასული ეზო. ლამაზი ხედებით მთელი აბასთუმნის ბუნებაზე. ნაკვეთამდე მიდის მოხრეშილი, გრუნტის გზა. ტერიტორია გასუფთავებულია, დაკვალულია, მოსწორებულია სამშენებლოდ. ყველა კომუნიკაცია ნაკვეთთან. იდეალურია კერძო ტიპის სასტუმროს მოსაწყობად ან სააგარაკედ. ფასი: 500 000 აშშ. დოლარი, ეკვივალენტი ლარში; ტელ: 592 727200; 592 727247; 592 727220;
ID12169
იყიდება მიწის ნაკვეთი აბასთუმანი ადიგენი სამცხე ჯავახეთი
08.10.2024
5206
1,358,950₾
(1 მ² - 358₾)
(1 მ² - 132$)
- უძრავი ქონების სტატუსი: სამშენებლო - საინვესტიციო ნაკვეთები
- ფართობი:3800 მ²
- ელ. ენერგია
მახასიათებლები
- ბუნებრივი აირი
- კანალიზაცია
- ინტერნეტი
- სასმელი წყალი
- გრუნტის გზა - 300
- ასფალტის გზა
- პანორამული ხედები
- გამწვანებული სივრცე
დამატებითი ინფორმაცია
აბასთუმანი
- დაბა აბასთუმანი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში. ადიგენიდან დაშორებულია 25 კმ. ხოლო ახალციხიდან 28 კილომეტრით. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები.
- აბასთუმანი სამთო-კლიმატური კურორტია (ზღვის დონიდან 1340 მ). XIX ს-ის 70-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა კურორტის მშენებლობას. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს.
- მკურნალობის ჩვენებებია: ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანხლებით მიმდინარე დაავადებები, ტუბერკულოზური ლიმფატები და პლევრიტები, ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები.
- აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზიდული ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, სადაც დომინირებს ფიჭვი. ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მერყეობა აბასთუმანში სრულიად უმნიშვნელოა. დღისით არ ცხელა, საღამოს კი გრილა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37°C, მინიმალური კი -32 C
- აბასთუმანში არსებული თერმული წყლების გამო იგი კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევა.
- მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით- ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; აუმჯობესებს სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას); ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- ინფექციური პათოლოგიების მიმართ. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე; აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს; სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას, აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს; მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას. კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ. მთის კლიმატურ კურორტებს იყენებენ ფილტვის ტუბერკულოზის, ბრონქული ასთმის, ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.
- აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია — სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება საქართველოში, დაბა აბასთუმანში, მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1700 მ, თბილისიდან 200 კმ-ის დაშორებით.
- ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა.