🏡 ექსკლუზიური უძრავი ქონება — რატომ არის სწორი წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი გაყიდვისას?უძრავი ქონების გაყიდვა, მხოლოდ განცხადების გამოქვეყნება არ არი...
ID13873
იყიდება შატო / ღვინის ქარხანა / მარანი კომერციული ფართი კახეთში
ფასი შეთანხმებით
-
ფართობი:1000 მ²
-
უძრავი ქონების დანიშნულება: შატო / ღვინის ქარხანა / მარანი
-
მდგომარეობა: ახალი გარემონტებული
-
უძრავი ქონების სტატუსი: ახალი აშენებული
-
ეზოს ფართობი: 6500 მ²
-
სართული/სულ: 2
-
სამზარეულოს სივრცე: 100 მ²
-
მისაღები სივრცე: 40 მ²
-
კაბინეტი: 20
-
სველი წერტილი: 15
- აუზი: 50 მ²
- საუნა
- მარანი: 351
-
აივანი - ვერანდა: 50 მ²
- ლაუნჯი / გასართობი სივრცე
-
სასაწყობე სივრცე: 30 მ²
-
პარკირება: ეზოს პერიმეტრზე
-
ნომრების რაოდენობა: 13
-
პერსონის რაოდენობა: 20
-
ადგილების რაოდენობა: 200 მდე პერსონა ეზოში
მახასიათებლები
-
დღგს / საშემოსავლო
-
დამოუკიდებელი შესასვლელი
-
ჭერის სიმაღლე
- 4 მ -
ავეჯი
-
ტექნიკა
-
დანადგარების აღჭურვილობა
- რესტორნის -
სავენტილიაციო სისტემა
-
გათბობა-კონდენცირება
-
ხმაურის იზოლაცია
-
წყალმომარაგება
- სახელმწიფო -
ელ. ენერგია
-
სამფაზიანი ძაბვა
-
ბუნებრივი აირი
-
კანალიზაცია
-
ინტერნეტი
-
სათვალთვალო კამერები
-
ოთახი პერსონალისთვის
-
შემოღობილი ტერიტორია
-
ვენახი
- საჩვენებელი 6 სახეობა -
გამწვანებული სივრცე
-
არასასოფლო - სამეურნეო
-
კეთილმოწყობილი ეზო
დამატებითი ინფორმაცია
🏰 შატო „თეთრი ბაირაღები“ – ექსკლუზიურად იყიდება!!!
ადგილმდებარეობა: თელავი, სოფელი კისისხევი
გამოტანილია გასაყიდად უნიკალური შატო-კომპლექსი „თეთრი ბაირაღები“ – 6 წლის განმავლობაში, სასოებით და სიყვარულით ნაშენები სივრცე, რომელიც ყოველ წელს ვითარდებოდა და სრულყოფილ სახეს იღებდა. დღეს ის უკვე დასრულებული, გამართული და ობიექტურად გამორჩეული ქონებაა კახეთში.
🧱 არქიტექტურა და სტილი
შენობები მთლიანად აგებულია რიყის ქვით,
50 სმ-იანი მასიური კედლებით,
ხის, ქვისა და ხელნაკეთი ლითონის ელემენტებით შესრულებული ინტერიერით.
◾ ყველა დეტალი ასეა მშვენიერად შორის:
◾ ინტერიერის დახვეწილი დიზაინი
◾ ციხესიმაგრის სტილის არქიტექტურა
◾ ორნამენტები, ბუხრები, თონე, ხის კვეთები.
– ზღაპრული, ციხესიმაგრის ატმოსფერო, რომელიც იდეალურად ერწყმის, როგორც ტურისტულ, ისე ღვინისა და სტუმარმასპინძლობის კონცეფციას.
📐 შენობებისა და ეზოს პარამეტრები
შენობების საერთო ფართობი: დაახლოებით 1,000 მ²
კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა დანიშნულების სრულად გამართულ შენობებს:
◾ ორი სასტუმრო კორპუსი
◾ რესტორანი (შიდა და გარე სივრცეებით)
◾ პროფესიული სამზარეულო სრულ აღჭურვილობით
◾ მარანი – 7 ქვევრით, ჯამში 2 ტონა ღვინის მოცულობით
◾ საუნა, აუზი, ფანჩატური და საქეიფო სივრცეები
◾ ნახევრად ღია ტიპის არყის გამოსახდელი სივრცე – ბუხრითა და თონით - ეთნო სივრცე.
📐 ეზოს ფართობი:
მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი: 4,000 მ²
(არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა).
◾ გამორჩეულად დაგეგმარებული ლანდშაფტი.
◾ დეკორატიული ხე-მცენარეები, ყვავილნარი, მოპირკეთებული ბილიკები და ზონები.
◾ პარკის სტილის, სრულად განათებული ეზო, რომელიც ღამით საოცარ ვიზუალს ქმნის.
🍇 ვენახი და ღვინო
კომპლექსის ტერიტორიაზე გაშენებულია საჩვენებელი ვენახი –
6 წლის ვაზი, რამდენიმე ჯიშით:
☘ ქისი, კახური მწვანე, რქაწითელი,
ვარდიფერი რქაწითელი, ხიხვი, საფერავი.
◾ ვენახი იძლევა 2 ტონამდე მოსავალს, რაც იძლევა როგორც საკუთარი ღვინის წარმოების, ისე სტუმრებისთვის დეგუსტაციური სივრცის სრულ შესაძლებლობას.
◾ მარანში განთავსებულია 7 ქვევრი, 2 ტონის ჯამური მოცულობით – სრულყოფილი გარემო ქვევრის ღვინის ტრადიციული წარმოებისთვის.
🏨 სასტუმრო და განთავსება
შატოში მოწყობილია:
◾ 14 განსხვავებული სასტუმროს ნომერი
◾ ყველა – საკუთარი სველი წერტილით
◾ ერთდროულად მზადაა მიიღოს 35 სტუმარი
◾ რესტორანი – შიდა და გარე სივრცეებით –
ერთდროულად მასპინძლობს დაახლოებით 100 მომხმარებელს.
🏰 კომპლექსს ასევე აქვს:
პერსონალის ოთახი
ტექნიკური და სამრეცხაო სივრცეები
სრულად აღჭურვილი სამზარეულო (საყოფაცხოვრებო და პროფესიული ტექნიკა).
🌄 ხედები და ატმოსფერო
შატო „თეთრი ბაირაღები“ გამოირჩევა:
◾ ფანტასტიკური პანორამული ხედებით კავკასიონზე
◾ გამორჩეულად მოვლილი ეზოთი
◾ განათებული გარემოთი, რომელიც ღამით ცალკე შოუს ჰგავს
◾ ეს არის სივრცე, სადაც არქიტექტურა, გარემო და დეტალები ერთ მთლიან, ძლიერი ხასიათის კონცეფციად ერთიანდება.
🛋 ავეჯი, ინვენტარი, კონცეფცია
ობიექტი იყიდება სრულად მოწყობილი და დაკომპლექტებული:
ანტიკვარული, ძვირადღირებული ავეჯით
საყოფაცხოვრებო ინვენტარით, ტექნიკით.
რეკრეაციული და ტურისტული ფუნქციებისთვის სრულად გამზადებული სივრცეებით.
🚩 თუ ეს შატო თქვენთვის არის:
საკუთარი Château-ს ოცნება, მოქმედი ტურისტული ობიექტი ან მაღალი კლასის ინვესტიცია კახეთში – ნუ მოგერიდებათ, დაგვიკავშირდით ამ ჯადოსნური ქონების სანახავად:
დამატებითი ინფორმაციისთვის ნომერზებზე:
📞 +995 592 72 72 47
📞 +995 592 72 72 00