📍 იყიდება საფერავის ვენახი — სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქვემო მაჩხაანის ტერიტორიაზე, ცენტრალურ გზის პირას. მიწის საერთო ფართობი შეადგენს 20 ჰა-ს, მათგან 18 ჰა-ზე გაშენებულია 11 წლის საფერავის ვენახი, რომელიც გამორჩეულია მოვლის ხარისხით და შთამბეჭდავი მოსავლიანობით. 1 ჰა-ზე საშუალო მოსავალი შეადგენს 9–10 ტონას. ვაზი გაშენებულია აკაციის სარებზე, სრულად დაცული აგროტექნიკური სტანდარტების შესაბამისად. მორწყვის სისტემა მოწყობილია ალაზნის სარწყავი არხიდან — დიზელზე მომუშავე საქაჩი აპარატით, რომელიც მიერთებულია SMP მილების სისტემაზე, მორწყვა მიმდინარეობს თვითდინებით. ვენახი იდეალურ მდგომარეობაშია. დამატებით, 2 ჰა მიწა რჩება ცარიელი და შესაფერისია დამატებითი გაშენებისთვის ან სხვა სასოფლო დანიშნულებისთვის. 📌 ელექტროენერგია ნაკვეთზე არ არის მიყვანილი. 💰 ფასი: 250,000 აშშ დოლარი 📞 ტელ: 592 72 72 47 | 592 72 72 00
იყიდება მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანი სიღნაღი კახეთი
-
უძრავი ქონების სტატუსი: ვენახი - საშატოე მიწები
-
ფართობი:200000 მ²
-
ვენახი : საფერავი 18 ჰა.
-
სასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების
-
სარწყავი სისტემა
-
სარწყავი არხი
-
ასფალტის გზა