ექსკლუზიური უფლებით! გამოტანილია გასაყიდად ან განიხილება ნებისმიერი სახის ინვესტირება – მოქმედი, სრულად აღჭურვილი სათბურის მეურნეობა მარნეულის მუნიციპალიტეტში. მიწის საერთო ფართობი შეადგენს 3 ჰა-ს (30 000 მ²), საიდანაც 5 500 მ² ტერიტორიაზე განთავსებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ისრაელის წარმოების სათბური. კონსტრუქცია შედგება გალვანიზებული მრგვალი ლითონის კონსტრუქციებისგან და დაფარულია შვიდშრიანი ისრაელის სათბურის ფირით. აღჭურვილია გათბობისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემებით, ავტომატური მართვის აგრეგატებით, სავენტილაციო, გაგრილების, ტენიანობისა და ჰაერის ცირკულაციის სისტემებით. ფუნქციონირებს უკუ-ოსმოსის დანადგარიც, რომელიც ჭაბურღილის წყალს გარდაქმნის გამოხდილ, სუფთა წყლად. ადგილზე შეყვანილია ყველა კომუნიკაცია: სამფაზიანი ელექტროენერგია – 50 კვტ, სრულად დამონტაჟებული კანალიზაცია, ჭაბურღილი 70 მეტრის სიღრმით და 12–15 ტონა/საათი დებიტით. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია დამატებითი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობები, მათ შორის სამაცივრე მეურნეობა (25 მ³), საწყობი, საყარაულო პუნქტი, საოფისე და საცხოვრებელი შენობები. ობიექტი აღჭურვილია სათვალთვალო და დაცვის სისტემებით, ხოლო მთელ პერიმეტრზე დამონტაჟებულია ავტომატური გარე განათება. ამჟამად სათბური საჭიროებს მცენარეთა განახლებას, თუმცა სრულად ფუნქციური ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას დაუყოვნებლივ განახლდეს და განვითარდეს ნებისმიერი სასათბურე მიმართულებით – პომიდორი, კიტრი, სალათის ფოთლები, მარწყვი, მწვანილეული და სხვა. აქტივს მოჰყვება თავისი რეგისტრირებული ბრენდი, ორი სამაცივრე მაცივარ-მანქანა (Mercedes, 1-2 ტონიანი) და გადამზადებული პროფესიონალი კადრები. ტერიტორიის სიახლოვეს უკვე მიმდინარეობს მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ლოგისტიკას და მომავლის განვითარების პერსპექტივას. ნაკვეთი ასევე გამოდგება სხვა ნებისმიერი კომერციული დანიშნულებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 592 72 72 47 | +995 592 72 72 00
იყიდება მიწის ნაკვეთი მარნეული ქვემო ქართლი
-
უძრავი ქონების სტატუსი: სასათბურე მეურნეობა
-
ფართობი:30000 მ²
-
ელ. ენერგია
-
ტრანსფორმატორი : 50 კვტ
-
არტენზიული ჭა : 70 მ
-
შენობა-ნაგებობა : 6000 მ²
-
სასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების
-
ბუნებრივი აირი
-
სამფაზიანი ძაბვა
-
კანალიზაცია
-
ინტერნეტი
-
სასმელი წყალი
-
სარწყავი სისტემა
-
ასფალტის გზა
-
პანორამული ხედები
-
შემოღობილი ტერიტორია
-
გამწვანებული სივრცე
-
დაცვის ოთახი
-
სათვალთვალო კამერები
-
სატვირთოს მიმღები