mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი phone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID15530

იყიდება მიწის ნაკვეთი მარნეული ქვემო ქართლი

calendar04.11.2025 views26366
ფასი შეთანხმებით
  • ფართობი ფართობი:30000 მ²
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: სასათბურე მეურნეობა
  • ელ. ენერგია ელ. ენერგია
  • ტრანსფორმატორი ტრანსფორმატორი: 50 კვტ
  • არტენზიული ჭა არტენზიული ჭა: 70 მ
  • შენობა - ნაგებობა შენობა - ნაგებობა: 6000 მ²
business ბიზნესი : შემოსავალი მიღებული გაყიდვებიდან.
მახასიათებლები
  • check სასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების
  • check ბუნებრივი აირი
  • check სამფაზიანი ძაბვა
  • check კანალიზაცია
  • check ინტერნეტი
  • check სასმელი წყალი
  • check სარწყავი სისტემა
  • check ასფალტის გზა
  • check პანორამული ხედები
  • check შემოღობილი ტერიტორია
  • check გამწვანებული სივრცე
  • check დაცვის ოთახი
  • check სათვალთვალო კამერები
  • check სატვირთოს მიმღები
დამატებითი ინფორმაცია

ექსკლუზიური უფლებით! გამოტანილია გასაყიდად ან განიხილება ნებისმიერი სახის ინვესტირება – მოქმედი, სრულად აღჭურვილი სათბურის მეურნეობა მარნეულის მუნიციპალიტეტში. მიწის საერთო ფართობი შეადგენს 3 ჰა-ს (30 000 მ²), საიდანაც 5 500 მ² ტერიტორიაზე განთავსებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ისრაელის წარმოების სათბური. კონსტრუქცია შედგება გალვანიზებული მრგვალი ლითონის კონსტრუქციებისგან და დაფარულია შვიდშრიანი ისრაელის სათბურის ფირით. აღჭურვილია გათბობისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემებით, ავტომატური მართვის აგრეგატებით, სავენტილაციო, გაგრილების, ტენიანობისა და ჰაერის ცირკულაციის სისტემებით. ფუნქციონირებს უკუ-ოსმოსის დანადგარიც, რომელიც ჭაბურღილის წყალს გარდაქმნის გამოხდილ, სუფთა წყლად. ადგილზე შეყვანილია ყველა კომუნიკაცია: სამფაზიანი ელექტროენერგია – 50 კვტ, სრულად დამონტაჟებული კანალიზაცია, ჭაბურღილი 70 მეტრის სიღრმით და 12–15 ტონა/საათი დებიტით. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია დამატებითი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობები, მათ შორის სამაცივრე მეურნეობა (25 მ³), საწყობი, საყარაულო პუნქტი, საოფისე და საცხოვრებელი შენობები. ობიექტი აღჭურვილია სათვალთვალო და დაცვის სისტემებით, ხოლო მთელ პერიმეტრზე დამონტაჟებულია ავტომატური გარე განათება. ამჟამად სათბური საჭიროებს მცენარეთა განახლებას, თუმცა სრულად ფუნქციური ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას დაუყოვნებლივ განახლდეს და განვითარდეს ნებისმიერი სასათბურე მიმართულებით – პომიდორი, კიტრი, სალათის ფოთლები, მარწყვი, მწვანილეული და სხვა. აქტივს მოჰყვება თავისი რეგისტრირებული ბრენდი, ორი სამაცივრე მაცივარ-მანქანა (Mercedes, 1-2 ტონიანი) და გადამზადებული პროფესიონალი კადრები. ტერიტორიის სიახლოვეს უკვე მიმდინარეობს მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ლოგისტიკას და მომავლის განვითარების პერსპექტივას. ნაკვეთი ასევე გამოდგება სხვა ნებისმიერი კომერციული დანიშნულებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 592 72 72 47 | +995 592 72 72 00

კომენტარი

TOP.GE