სახეხილე მეურნეობა, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, მდებარეოს კახეთში, ქალაქ ლაგოდეხის ცენტრიდან 1.5 კილომეტრში. ექსკლუზიური უფლებით თქვენთვის გამოვიტანე გასაყიდად, რომ მეჩვენებინა, როგორი შეიძლება იყოს იდეალურად და უნაკლოდ მოვლილი მიწა. მარკ ტვენმა თქვა: ,,იყიდე მიწა, ახალ მიწებს აღარ აწარმოებენო’’ ამ გამონათქვამს სრულიად ვეთანხმებით ყველა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანის დალოცვილმა ხელმა, ერთ დროს ტიალი მინდვრიდან, ეს უნიკალური ტერიტორია შექმნა და აწარმოა უმშვენიერესი და ნაყოფიერი ხეხილის ბაღი. შენ, თუკი ფლობ მიწის აქტივს, ის კი არ უნდა დააკონსერვო და მოსპო მისი ღირებულება, არამედ უნდა დაამუშაო და მიიღო ზუსტად ასეთი ბაღნარი. ეს არის მაგალითი, როგორი შრომა შეუძლია ადამიანს, რა დიდია მისი შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, ეძებთ თუ არა აქტიურ სასოფლო-სამეურნეო აქტივს, საწარმოს თუ მშვიდ, შემოსავლიან თავშესაფარს, ეს ქონება არის უპრეცედენტო შეთავაზება, რომელიც ელოდება თქვენს ხედვას, გამოცდილებასა და განვითარებას, მისი სრული პოტენციალის გასახსნელად, რათა გამოიყენოთ ეს შანსი, რომ გქონდეთ მიწის ნაკვეთი, სადაც შრომისმოყვარეობა, შესაძლებლობები და მიწის მადლი უზომოდ დიდია. დამიკავშირდით: +995592727247; +995592727200; მეურნეობის მახასიათებლები: • ჯამში ტერიტორია 60ჰა. (600 000 კვ.მ.) მიწის ნაკვეთს წარმოადგენს, სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისაა, სახნავ_სათესი სტატუსით. • 24 ჰექტარზე გაშენებულია სამნაირი ჯიშის თხილის ბაღი, 9 წლის პერიოდულობით გაშენებული, მსხმოვიარე _ 11000 ძირი. ჯიშები: ანაკლიური, გავაზურა გიფონი. • 10 ჰა. იაპონური ჯიშის ხურმა, ჯიში ჰაჩია _4000 ძირი. • 1.5 ჰა. სამი ჯიშის ტყემალი _ 600 ძირი. (წითელი, მწვანე და ყვითელი) • 0.5 ჰა. შინდი _220 ძირი. • 240 ძირი ალუჩა. • 24 ჰა. არის თავისუფალი, დამუშავებული, გამზადებული მიწა (შესაძლებელია მომატება). • მლიანად გასარწყავებულის და ირწყვება წვეთოვნანი სისტემის საშუალებით, რომელიც დამონტაჟებულია საკუთარ ჭაბურღილზე და წყლის რეზერვუარზე დაინსტალირებული, ხოლო სახნავ_სათესი კი არხით. • ტერიტორიაზე განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების შენობა_ნაგებობები, საეღტო ფართობი: 1 500მ2. ძველი კაპიტალური შენობები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც სასაწყობედ, ასევე საწარმოდ. დაცვის ოთახით. • ამჟამად აქვს პატარა ცხვრის ფერმაც, 40 სული იმერული ცხვარით, რომლის სათითაო ღირებულება არის დაახლოებით 400-500 ლარს შეადგენს. • მეურნეობას მოჰყვება 3 ტრაქტორი, აქედან ერთი ამწეთი, მოტობლოკი, ავტომანქანა, ყველა საჭირო აგრეგატი, საწამლი აგრეგატი სატრაქტორე _ 3 ტონა რეზერვუარი, სხვადასხვა დანადგარები, აღჭურვილობა და სასოფლო ტექნიკა. • ამჟამად მეურნეობაში მიმდინარეობს გასხვლითი სამუშაოები. • ყველა კომიუნიკაცია შეყვანილი. მიდის კარგი გრუნტის გზა ნაკვეთამდე. დასახლებასთან ახლოს, მუშახელის ხელმისაწვდომობა. • ულამაზესი პანორამული ხედებით კავკასიონზე.
ID15747
იყიდება მიწის ნაკვეთი ლაგოდეხი კახეთი
11.10.2024
9438
4,756,325₾
(1 მ² - 8₾)
(1 მ² - 3$)
- უძრავი ქონების სტატუსი: ხეხილის ბაღები - სახეხილე მიწები
- ფართობი:600000 მ²
- ელ. ენერგია
- არტენზიული ჭა : 50 მ
- მდინარე : შრომისხევი
- ხეხილის ბაღი : შერეული ხეხილი
- შენობა-ნაგებობა : 500 მ²
- სასოფლო ტექნიკა : ყველანაირი მეურნეობის ტექნიკა
ბიზნესი : სოლიდური შემოსავალი ხეხილის ბაღებიდან
მახასიათებლები
- სასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების
- ბუნებრივი აირი
- ინტერნეტი
- სასმელი წყალი
- სარწყავი სისტემა
- სარწყავი არხი
- გრუნტის გზა - 2 კმ.
- ასფალტის გზა
- პანორამული ხედები
- შემოღობილი ტერიტორია
- გამწვანებული სივრცე
- ტყის მასივი
- დაცვის ოთახი
დამატებითი ინფორმაცია