mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი phone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID15934

იყიდება მიწის ნაკვეთი ვანი იმერეთი

calendar01.12.2025 views22091
ფასი შეთანხმებით
  • ფართობი ფართობი:100000 მ²
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: სასათბურე მეურნეობა
  • 💡 ელ. ენერგია 💡 ელ. ენერგია: 103
  • 🌟 ტრანსფორმატორი 🌟 ტრანსფორმატორი: 35 კვტ
  • 💧 სასმელი წყალი
  • 💫 არტენზიული ჭა 💫 არტენზიული ჭა: 3 ჭა - 50 თითო მ
  • 🔵 ტბა 🔵 ტბა: 2500 კვ.მ ტბორი
  • შენობა - ნაგებობა შენობა - ნაგებობა: 8500 მ²
მახასიათებლები
  • check სასოფლო დანიშნულების
  • check ⚡ სამფაზიანი ძაბვა
  • check 🔁 კანალიზაცია - 104
  • check 🌐 ინტერნეტი
  • check 💦 სარწყავი სისტემა
  • check გრუნტის გზა - 50 მეტრი
  • check 🛣 ასფალტის გზა
  • check 🌆 პანორამული ხედები
  • check 🧩 შემოღობილი ტერიტორია
  • check 🌲 გამწვანებული სივრცე
  • check დაცვის ოთახი
  • check სათვალთვალო კამერები
  • check სათბური - 51100 კვ.მ. - 7/50_ზე
დამატებითი ინფორმაცია

⛺ იყიდება სასათბურე მეურნეობისა და სასაქონლე ფერმების უნიკალური აგრო-კომპლექსი...

☘ თუ სოფლის მეურნეობა თქვენი ინტერესის სფეროა, შთამბეჭდავი ინვესტიციის შესაძლებლობა გეძლევათ.

✅  ექსკლუზიურად თქვენთვის გამოტანილია გასაყიდად სასათბურე მეურნეობისა და სასაქონლე ფერმების ერთიანი, მრავალფუნქციური კომპლექსი.

📍 მდებარეობა
რეგიონი: იმერეთი
მუნიციპალიტეტი: ვანი
ლოკაცია: ვანი–ქუთაისის დამაკავშირებელი მაგისტრალი
ზონა: ტურისტულად აქტიური, დიხაშხოს გოგირდის გეიზერებისკენ მიმავალ გზაზე, დაახლოებით 300 მეტრში.

მეურნეობა მდებარეობს სტრატეგიულ ადგილას — როგორც აგრო-დანიშნულებით, ასევე ტურისტული და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით.

🌱 მიწის ნაკვეთი
მიწის საერთო ფართობი: 10 ჰა (100,000 მ²)
სტატუსი: სასოფლო-სამეურნეო, განვითარების მაღალპოტენციური ტერიტორია.

🌿 სათბურების კომპლექსი
ტერიტორიაზე აშენებულია გვირაბული ტიპის 146 სათბური.
თითო სათბური: 350 მ² (7 მ × 50 მ),
სიმაღლე: 3.5 მ
სათბურების საერთო ფართობი: 51,100 მ²

🛠 სათბურების მოწყობამდე:
მიწის ნაკვეთი მთლიანად ამაღლდა
მოიზიდა ტორფი 60 სმ. სიმაღლეზე
მიწა განაყოფირდა
თითო სათბურში შეტანილია 180 მ³ ტორფი.

🛤 კონსტრუქცია და აღჭურვილობა:
თანამედროვე რკინა-კონსტრუქციები
დახურულია ისრაელის ფირით (გარანტია 5–7 წლამდე)
2023 წლის ბოლოდან დღემდე ვითარდება პერიოდულობით
მოწყობილია სავენტილაციო და სარწყავი სისტემები
დამონტაჟებულია წვეთოვანი სარწყავი სისტემა
გაღება–დახურვის მექანიზმები
გაკეთებულია სადრენაჟე არხები
გაშენებულია აკაციის ქარსაცავი ზოლები

☘ სათბურები იდეალურია:
ნებისმიერი ბოსტნეულის და ბაღჩეულის მოსაყვანად
კენკროვნების წარმოებისთვის
ყვავილების წარმოებისთვის
სანერგე მეურნეობის განვითარების მიმართულებით

🐄 საქონლის ფერმების კომპლექსი
სათბურების ირგვლივ გაშენებულია საქონლის მეურნეობისთვის შენობები.
შენობების საერთო ფართობი: 8,500 მ²
ბაგური კვების სადგომი გათვლილია 1600 სულ საქონელზე
შენობის ჭერის სიმაღლე: 4 მ

შენობები გარშემო აკრავს სათბურებს და ქმნის დამატებით ქარსაცავ ზოლს. სათბურებისა და ფერმის სივრცეების სიმბიოზი ზრდის როგორც მიკროკლიმატის ხარისხს, ასევე კომპლექსის ფუნქციურობას.

ინფრასტრუქტურა შენობებში:
ბაგური კვებისთვის ნაყიდია ყველა მოწყობილობა კომპლექტში:
საკვებურები, სასაწყლურები, სადგომები, საძილე კონსტრუქციები
⚡ შეყვანილია წყალი და ელექტროენერგია
🧊 მოწყობილია სადრენაჟე გამავალი არხები

შენობის ბოლოში:
მოწყობილია აუზი 2,500 მ² ფართობით და 3 მ სიღრმით.
შესაძლებელია სათევზე მეურნეობის მოწყობა

♻ დარჩენილია თავისუფალი მიწაც, რომელიც საშუალებას იძლევა სამომავლო გაფართოებისა და განვითარების.

💧 წყალი და ენერგომომარაგება
ტერიტორიაზე შეყვანილია ელექტროენერგია,
ტრანსფორმატორი – 35 კვტ, სამფაზიანი
წარმოუდგენლად ძლიერი წყლის რესურსი:
გაკეთებულია 4 ჭაბურღილი, ულევი დებეტით
დამონტაჟებულია სენსორული მოტორები ქვიშის ფილტრებით

💡 სახელმწიფო და საგრანტო პოტენციალი
მეურნეობას შეუძლია ჩაერთოს ნებისმიერ სახელმწიფო თუ საგრანტო პროგრამაში და განვითარდეს სხვადასხვა მიმართულებით:
მზის პანელების მოწყობა
სასაკლაოს/ბოინის გამართვა
მეხორცუული საქონლის ფერმის შექმნა
მებაღეობისა და სხვა მაღალმოსავლიანი კულტურების პროექტები
აგროტურიზმის, სოფლის ტურიზმის და სასწავლო-საგანმანათლებლო ფერმის მიმართულება

🌳 კომპლექსი რეალურად წარმოადგენს მზა პლატფორმას, როგორც intensive სოფლის მეურნეობისთვის, ასევე მრავალფუნქციური აგრო-ინდუსტრიული ჰაბის შესაქმნელად.

🎯 ინვესტიციის უნიკალური შესაძლებლობა
არ გამოტოვოთ შანსი, გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში
ამ მრავალმხრივი, სტრატეგიულად განლაგებული და ფუნქციურად უკვე გამართული კომპლექსით.

📞 დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: +995 592 72 72 47

კომენტარი

TOP.GE