ემ.ბი.ჯი ჯგუფი (+995) 592 72 72 47
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID15967

იყიდება მიწის ნაკვეთი ნაფარეული თელავი კახეთი

25.12.2024 11227
ფასი შეთანხმებით
  • უძრავი ქონების სტატუსი: ვენახი - საშატოე მიწები
  • ფართობი:200000 მ²
  • ელ. ენერგია
  • არტენზიული ჭა : 11 მ
  • მდინარე : ალაზანი
  • მიკროზონა : ნაფარეული
  • შენობა-ნაგებობა : 700 მ²
  • სასოფლო ტექნიკა : ახალი ტრაქტორი მისაბმელებით
მახასიათებლები
  • არასასოფლო დანიშნულების
  • სასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების
  • ბუნებრივი აირი
  • სამფაზიანი ძაბვა
  • კანალიზაცია
  • ინტერნეტი
  • სასმელი წყალი
  • სარწყავი სისტემა
  • სარწყავი არხი
  • ასფალტის გზა
  • პანორამული ხედები
  • შემოღობილი ტერიტორია
  • გამწვანებული სივრცე
  • ტყის მასივი
  • შეთანხმებული პროექტი
  • მშენებლობის ნებართვა
  • დაცვის ოთახი
  • სათვალთვალო კამერები
დამატებითი ინფორმაცია

ექსკლუზიური უფლებით!!! გამოტანილია გასაყიდად!!! ღვინის ქარხნის ახალი კომპლექსი კახეთში, თელავის რნ/ნი, სოფ. ნაფარეულში, ნაფარეულის მიკროზონაში. ცენტრალურ გზის პირას, ლოპოტასკენ მიმავალ გზაზე. ალაზნის ველის ულამაზეს ხეობაში. ირგვლივ გამწვანებული სივრცეებით და საქარე ზოლებით დაცული. მიწის საერთო ფართობი მოიცავს: 19.5 ჰექტარს (195 000 კვ.მ.). მთლიანად შეღობილია უჟანგავი მათვულის ღობით, გზის მხარეს საფასადე ღობით. ნაკვეთზე გაშენებულია ევროპული სტადარტებით, სხვადასხვა ჯიშის 5 წლის ვენახი. ვაზის სახეობებია: საფერავი -10.5 ჰა; შავკაპიტო - 1.5 ჰა; ქისი - 2.5 ჰა; გორული მწვანე - 0.5 ჰა; ჩინური - 1.0 ჰა; მუხა მწვანე - 1.0 ჰა. ვენახი გაყვანილია ესპანური წარმოების უჟანგავი ლითონის სარებზე, დამჭიმი მავთულებითა და შესაბამისი აქსესუარებით. მიწის ნაკვეთი მთლიანად გასარწყავებულია, სრულად აღჭურვილია თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემით (ისრაელის წარმოების) და 200 ტონიანი უჟანგავი ფოლადის ავზით. საკუთარი ჭაბურღილი 140 მ. სიღრმის. ტრანსფორმატორით, რომელიც უზრუნველყოფს 70 კვტ. ელ. ენერგიის მიწოდებას. ტეროტორიის შუაგულში, გამოყოფილია 1ჰა. (10 000 მ2.) არასასოფლო მიწის ნაკვეთი ღვინის ქარხნისთვის. კომპანიას გააჩნია არქიტექტურული პროექტი და აღებული აქვს სამშენებლო ნებართვა. ქარხნის მშენებლობა დაგეგმილია ეტაპობრივად. ამჟამად აშენებულია: 700 მ2. შენობა სენდვიჩ _პანელებით (10 სმ. Kingspan -is ფირმის, უმაღლესი ხარისხის ორიგინალური წითელი შეფერილობის სენდვიჩ პანელით). სრულად მოწყობილია ელექტროობა, წყლის სისტმები, არხები, კანალიზაცია. შენობას აქვს ორი მოძრავი ელეტრო კარი. შეტანილია და დამონტაჟებული ევროპული წარმოების უჟანგავი ავზები :  ⁠5 ტონიანი ღვინის შესანახი-6 ცალი  წითელი ღვინის საფერმენტაციო 10 ტონიანი ცისტერნა თავის ავტომატური კონტროლ სამართავი გაგრილების პანელით და ცენტრიფუგა პომპით -4 ცალი  თეთრი ღვინის საფერმენტაციო 10 ტ ცისტერნა გაგრილების სისტემით და პომპით 2ცალი  ორტონიანი გადასაღები და შესანახი ცისტერნები, მოძრავი სახურავით, 5 ტონიანი გადასაღები ცისტერნები _2 ცალი. ტერიტორიაზე დგას დამხმარე ნაგებოები: მექანიზაციის შენობა, სამეურნეო საწყობი, დაცვის ჯიხურები. კომპანიას გააჩნია უახლესი Claas-ის ფირმის ტრაქტორი, რომელიც აღჭურვილია ვენახის მოსავლელად საჭირო მისაბმელებით. ამჟამად კომპანია აწარმოებს 12 ტიპის ღვინოს, მათ შორის აქტიურად მუშაობს განსხვავებულ გემოებსა და იშვიათ ბრენდებზე, რამაც ბაზარზე ადგილი დაუმკვიდრა 6 წლის განმავლობაში და თავისი ნიშა აპოვნინა. კომპანია ამ ეტაპზე საშუალოდ ყიდის 30 000 ბოთლს წლიურად, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე და ჰყავს სტაბილური პარტნიორები და აქვს გაყიდვის არხები. ამ დროისთვის მარაგებში ფლობს 35 000 ბოთლს და დაახ. 12 ტონა ღვინო მასალას. ფასი: 2 500 000 აშშ. დოლარი + დღგს გადასახადი ან გაიყიდება აქტივით. ტელ: +9955592727247; 592727200;

კომენტარი

TOP.GE