ექსკლუზიურად MBG Group-ის მეშვეობით გთავაზობთ უნიკალურ მიწის ნაკვეთს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში – ინვესტიციისთვის სრულად მზა გარემოთი! გაყიდვაშია 6 ჰექტარი (60,000 მ²) მიწის ნაკვეთი შატო ვარციხეს მეზობლად – ლოკაცია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ტურისტული და აგრარული პოტენციალით. ტერიტორია მდებარეობს დასახლებულ ზონაში, ირგვლივ განლაგებულია არაერთი ცნობილი შატო და ღვინის მარანი. მიმდინარეობს აქტიური განაშენიანება, რაც კიდევ უფრო ზრდის ნაკვეთის ღირებულებას მომავალში. ტერიტორია სრულად შემოღობილია და გამართულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის. 📌 ინფრასტრუქტურა და უპირატესობები: მისასვლელი გზა მოწესრიგებული, მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა მთელს ტერიტორიაზე, ასევე სათბურებში, გაკეთებულია ხელოვნური აუზი - ტბა (10x5 მ / 50 მ²), განთავსებულია 3 სათბური – აქედან 2 სათბური, თითო - 400 მ² (ჯამში 800 მ²), დიდი სათბური – 1,200 მ² (10x12 ზე), ასევე საცხოვრებელი სახლი ყველა საჭირო პირობით. დამატებითი ნაგებობები: საყარაულო და ტექნიკის/აგრეგატების შესანახი შენობა. მიწის ანალიზები ჩატარებულია, რაც შესაძლებელს ხდის მოცვის ან ნებისმიერი სხვა კულტურის წარმატებით გაშენებას. კომუნიკაცია (წყალი, ელექტროენერგია და სხვა) უკვე შეყვანილია. აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს იშვიათ შესაძლებლობას მათთვის, ვინც ეძებს მზა სივრცეს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, აგროტურისტული პროექტის წამოწყებისთვის ან სასათბურე ვაზის გასაშენებლად, შატოს ან რანჩოს განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვარციხე ოფიციალურად არ არის განსაზღვრული როგორც კონკრეტული მიკროზონა, იგი მდებარეობს იმერეთის მევენახეობის ზონაში, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური კლიმატური პირობებითა და ნიადაგის შემადგენლობით. ეს პირობები ხელსაყრელია ჩამოთვლილი ყურძნის ჯიშების წარმატებული მოყვანისთვის. 🍇 ვარციხეში გავრცელებული ყურძნის ჯიშები: ცოლიკოური – თეთრი მშრალი ღვინო, ხასიათდება მსუბუქი არომატითა და ხანგრძლივი გემოთი. კრახუნა – თეთრი მშრალი ღვინო, გამოირჩევა მუქი ჩალისფერი ფერითა და შემოდგომის ხილის ტონებით. ციცქა – თეთრი მშრალი ღვინო, მსუბუქი და არომატული. ალადასტური – წითელი მშრალი ღვინო, ღია წითელი ფერითა და ყვავილების ტონებით. ოცხანური საფერე – წითელი მშრალი ღვინო, ბროწეულისფერი ფერითა და სხვადასხვა ხილის ტონებით. ძელშავი – წითელი მშრალი ღვინო, უნიკალური არომატითა და გემოთი. 💰 ფასი: 240,000 აშშ. დოლარი. 📞 +995 592 72 72 47 📞 +995 592 72 72 00
იყიდება მიწის ნაკვეთი ვარციხე ბაღდათი იმერეთი
-
უძრავი ქონების სტატუსი: ხეხილის ბაღები - სახეხილე მიწები
-
ფართობი:60000 მ²
-
ელ. ენერგია
-
ტბა : 50 კვტ - აუზი
-
ხეხილის ბაღი : ჟოლოს ბაღი - ამირა
-
შენობა-ნაგებობა : 30 კვ.მ. მ²
-
სასოფლო ტექნიკა : ტრაქტორი აგრეგატებით
-
სასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების
-
ბუნებრივი აირი
-
ინტერნეტი
-
სასმელი წყალი
-
სარწყავი სისტემა
-
გრუნტის გზა - 500 მეტრი.
-
პანორამული ხედები
-
შემოღობილი ტერიტორია
-
გამწვანებული სივრცე
-
ტყის მასივი
-
სათბური - 2000 კვ.მ.