ემ.ბი.ჯი ჯგუფი (+995) 592 72 72 47
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16050

იყიდება მიწის ნაკვეთი ქვედა ბახვი ოზურგეთი გურია

03.10.2024 870
271,790₾
(1 მ² - 14₾) (1 მ² - 5$)
  • უძრავი ქონების სტატუსი: სააგარაკე ნაკვეთები რეგიონებში
  • ფართობი:20000 მ²
  • მდინარე : ბახვის წყლის შენაკადი.
  • მიკროზონა : ჩხავერი, მტევანდიდი და ჯანი
  • ხეხილის ბაღი : შერეული ხეხილი
  • შენობა-ნაგებობა : 100 მ²
მახასიათებლები
  • სასმელი წყალი
  • გრუნტის გზა - 150 მეტრი
  • ასფალტის გზა
  • პანორამული ხედები
  • შემოღობილი ტერიტორია
  • გამწვანებული სივრცე
  • ტყის მასივი
დამატებითი ინფორმაცია

თუკი ოდესმე გიოცნებია, გქონდეს პატარა სახლი, სახლთან მდინარე მოედინებოდეს და საოცარ ბუნებაში იყო ჩაფლული, აწარმოო საკუთარი სათევზე, სახეხილე, საბოსტნე მეურნეობა, მაშინ ეს აქტივი ზუსტად თქვენთვისაა... გურიაში, ოზურგეთის რ/ში, სოფელ ბახვში, ამ საკმაოდ ცნობილ და ლამაზ სოფელში იყიდება 2 ჰა. (20 000 კვ.მ.) სამოსახლო/სააგარაკე მიწის ნაკვეთი, სასოფლო დანიშნულების. ჩოხატაური_ოზურგეთის ცენტრალური მაგისტრალიდან 300 მეტრში. ნაკვეთი არის კაპიტალურად შემოღობილი. იდეალურად სწორი რელიეფის, გამწვანებული ტერიტორია, მთელს პერიმეტრზე ნაკვეთთან ჩამოედინება მდინარე, სადაც მოწყობილია სატბორე მეურნეობა, ტერიტორიაზე გაშენებულია თხილის, წაბლის, კაკლის ბაღი, სხვადასხვა შერეული ხეხილი. უკან აკაციის ტყე. გაკეთებულია ნიადაგის ანალიზი, იდეალურია კენკროვანი ჯიშების გასაშენებლად. შედგენილია პროექტი კენკროვანებზე: მაყვალი, ჟოლო, ლურჯი მოცვი. შეყვანილია გაზი, შუქი, წყალი. ნაკვეთზე დგას ბელეტაჟი სახლი, სარემონტო მდგომარეობაში. თითქმის ბოლომდე მიდის ასფალტირებული გზა. ბახვი არის ერთ_ერთი გამორჩეული სოფელი. ბახვის სახელწოდების წარმოშობა უკავშირდება ბერძნულ ღვთაება ბახუსს. ბახვი მეღვინეობით იყო განთქმული, აქ მოდიოდა ვაზის ადგილობრივი ენდემური ჯიშები, ჩხავერი, მტევანდიდი და ჯანი. შესაძლებელია ნაკვეთის ორად გაყოფა თავად მყიდველის მიერ. ბახვში არის საჯარო სკოლა, ადმინისტრაციული შენობა, ბავშვთა ბაღი, ამბულატორია, სოფლის კლუბი. სოფელში ფუნქციონირებს საფეხბურთო კლუბი, შექმნილია სახოვრებლად იდეალური პირობები. ფასი: 100 000 აშშ. დოლარი. ტელ: +995 592 72 72 47

კომენტარი

TOP.GE