mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი phone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16129

იყიდება ხეხილის ბაღი მიწის ნაკვეთი სართიჭალაში, გარდაბნი

calendar15.05.2026 views14177
1,030,446₾
(1 მ² - 14.72₾) (1 მ² - 5.43$)
  • ფართობი ფართობი:70000 მ²
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: ხეხილის ბაღი
  • ✔ სასოფლო დანიშნულების
  • 💡 ელ. ენერგია 💡 ელ. ენერგია: 103
  • 🌐 ინტერნეტი 🌐 ინტერნეტი
  • 💧 სასმელი წყალი
  • 💦 სარწყავი სისტემა
  • ➰ სარწყავი არხი
  • მდინარე მდინარე: იორის შენაკადი
  • ხეხილის ბაღი ხეხილის ბაღი: ნუშის ბაღი 2 სახეობა
  • შენობა - ნაგებობა შენობა - ნაგებობა: 400 მ²
მახასიათებლები
  • check გრუნტის გზა - 1,5 კმ.
  • check 🛣 ასფალტის გზა
  • check 🧩 შემოღობილი ტერიტორია
  • check 🌲 გამწვანებული სივრცე
  • check დაცვის ოთახი
  • check სათვალთვალო კამერები
დამატებითი ინფორმაცია

🌳  იყიდება მსხმოიარე ნუშის ბაღი - სართიჭალაში

👉 საერთო ფართობი:  7 ჰა. სრულად მოვლილი და მოქმედი სამების ეკლესიასთან ახლოს.
ობიექტი მდებარეობს მშვიდ, პერსპექტიულ და აგრარულად განვითარებად ზონაში, ცენტრალური გზიდან მხოლოდ 1.5 კმ-ის დაშორებით.

🌱 ტერიტორია იდეალურია როგორც მოქმედი აგრობიზნესის გასაგრძელებლად, ასევე დამატებითი სასოფლო-სამეურნეო ან საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

🌰 ნუშის ბაღი
ბაღი გაშენებულია 2018 წელს და ამჟამად არის 8 წლის, იდეალურად მოვლილი და სრულად განვითარებული.

🌳 დაირგო 1-წლიანი ნერგები, რომლებიც ჩამოტანილია საბერძნეთიდან.  ჯიშები: ბელონა და გუარა.

✔ ბაღში დარგულია სულ 3 800 ძირი ნუში, სრული აგროტექნიკური სტანდარტების დაცვით.
ბაღი მუდმივად იმყოფება აგრონომის მეთვალყურეობის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს მის სწორ განვითარებას, მოვლას და სტაბილურ მოსავლიანობას.

📊 მოსავლიანობა
შარშან ბაღის მოსავალი დაახლოებით:
13–15 ტონა გაურჩეველი ნუში
ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბაღის ხარისხს, სწორ მოვლას და კომერციულ პოტენციალს.

💧 სარწყავი სისტემა და წყლის რესურსი
ტერიტორია სრულად უზრუნველყოფილია სარწყავი ინფრასტრუქტურით.

👉 ბაღი აღჭურვილია წვეთოვანი სარწყავი სისტემით, გერმანული კომპიუტერიზებული მართვით.
სისტემა რეგულარულად მოწმდება სპეციალისტების მიერ — დაახლოებით თვეში ერთხელ.

💦 ტერიტორიაზე მოწყობილია დიდი მოცულობის წყლის აუზი / რეზერვუარი:
მოცულობა: 2 700 ტონა
ზომა: 35 მ × 35 მ
სიღრმე: 2.5 მ
წყალი მოყვანილია მდინარე იორის შენაკადიდან და ჩაედინება რეზერვუარში, რაც ბაღს აძლევს მნიშვნელოვან დამოუკიდებლობას სარწყავი წყლის მხრივ.

🐟 რეზერვუარში გაშვებულია თევზიც — ბრტყელშუბლა.

🛡️ შემოღობვა და უსაფრთხოება
ნაკვეთი მთლიანად შემოღობილია.
შემოღობვა შესრულებულია რკინის ბოძებზე დამაგრებული ეკლიანი მავთულით, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიის დაცულობას და უსაფრთხოებას.

🏗️ შენობა-ნაგებობები ტერიტორიაზე
ტერიტორიაზე განთავსებულია 3 ახალაშენებული შენობა-ნაგებობა:

1. ტექნიკური შენობა
ფართობი: 40 მ²
გამოიყენება ტექნიკური საჭიროებებისთვის, ინვენტარისა და სამუშაო მასალების განსათავსებლად.

2. საცხოვრებელი სახლი
ფართობი: 140 მ²
სართულიანობა: 2 სართული
ოთახების რაოდენობა: 4 ოთახი
სახლი მოწყობილია საცხოვრებელი პირობებით და აქვს სველი წერტილი. შესაძლებელია გამოყენება როგორც მეპატრონისთვის, ასევე მუშა პერსონალის ან მმართველის საცხოვრებლად.

3. სასაწყობე / შესანახი / საშრობი შენობა - ფართობი: 200 მ²
შენობა განკუთვნილია მოსავლის შესანახად, დასახარისხებლად ან გასაშრობად. მოწყობილია სტელაჟებით, რაც მას პრაქტიკულ და ფუნქციურ სივრცედ აქცევს.

⚡ კომუნიკაციები
ტერიტორიაზე შეყვანილია ძირითადი კომუნიკაციები:
ელექტროენერგია
სასმელი წყალი
სარწყავი წყალი
წვეთოვანი სარწყავი სისტემა
წყლის დიდი რეზერვუარი

✅ მთავარი უპირატესობები
ექსკლუზიური შეთავაზება
მოქმედი და მოვლილი ნუშის ბაღი
7 ჰა მიწის ნაკვეთი
3 800 ძირი ნუში
ბელონა და გუარა — საბერძნეთიდან ჩამოტანილი ჯიშები
11–12 ტონა მიმდინარე წლის მოსავალი
წვეთოვანი სარწყავი სისტემა გერმანული კომპიუტერიზაციით
2 700 ტონიანი წყლის რეზერვუარი
სრულად შემოღობილი ტერიტორია
3 ახალაშენებული შენობა-ნაგებობა
საცხოვრებელი სახლი და სასაწყობე/საშრობი სივრცე
აგრონომის მუდმივი მეთვალყურეობა
ცენტრალური გზიდან მხოლოდ 1.5 კმ

💰 ფასი: 398 000 აშშ დოლარი

📞 საკონტაქტო ინფორმაცია
+995 592 72 72 47
+995 592 72 72 00

კომენტარი

TOP.GE