🏡 ექსკლუზიური უძრავი ქონება — რატომ არის სწორი წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი გაყიდვისას?უძრავი ქონების გაყიდვა, მხოლოდ განცხადების გამოქვეყნება არ არი...
ID16129
იყიდება ხეხილის ბაღი მიწის ნაკვეთი სართიჭალაში, გარდაბნი
1,036,671₾
(1 მ² - 14.81₾)
(1 მ² - 5.69$)
-
ფართობი:70000 მ²
-
უძრავი ქონების სტატუსი: ხეხილის ბაღი
- ✔ სასოფლო დანიშნულების
-
💡 ელ. ენერგია: 103
-
🌐 ინტერნეტი
- 💧 სასმელი წყალი
- 💦 სარწყავი სისტემა
- ➰ სარწყავი არხი
-
მდინარე: იორის შენაკადი
-
ხეხილის ბაღი: ნუშის ბაღი 2 სახეობა
-
შენობა - ნაგებობა: 400 მ²
მახასიათებლები
-
გრუნტის გზა
- 1,5 კმ. -
🛣 ასფალტის გზა
-
🧩 შემოღობილი ტერიტორია
-
🌲 გამწვანებული სივრცე
-
დაცვის ოთახი
-
სათვალთვალო კამერები
დამატებითი ინფორმაცია
🌳 იყიდება მსხმოიარე ნუშის ბაღი - სართიჭალაში
👉 საერთო ფართობი: 7 ჰა. სრულად მოვლილი და მოქმედი სამების ეკლესიასთან ახლოს.
ობიექტი მდებარეობს მშვიდ, პერსპექტიულ და აგრარულად განვითარებად ზონაში, ცენტრალური გზიდან მხოლოდ 1.5 კმ-ის დაშორებით.
🌱 ტერიტორია იდეალურია როგორც მოქმედი აგრობიზნესის გასაგრძელებლად, ასევე დამატებითი სასოფლო-სამეურნეო ან საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
🌰 ნუშის ბაღი
ბაღი გაშენებულია 2018 წელს და ამჟამად არის 8 წლის, იდეალურად მოვლილი და სრულად განვითარებული.
🌳 დაირგო 1-წლიანი ნერგები, რომლებიც ჩამოტანილია საბერძნეთიდან. ჯიშები: ბელონა და გუარა.
✔ ბაღში დარგულია სულ 3 800 ძირი ნუში, სრული აგროტექნიკური სტანდარტების დაცვით.
ბაღი მუდმივად იმყოფება აგრონომის მეთვალყურეობის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს მის სწორ განვითარებას, მოვლას და სტაბილურ მოსავლიანობას.
📊 მოსავლიანობა
შარშან ბაღის მოსავალი დაახლოებით:
13–15 ტონა გაურჩეველი ნუში
ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბაღის ხარისხს, სწორ მოვლას და კომერციულ პოტენციალს.
💧 სარწყავი სისტემა და წყლის რესურსი
ტერიტორია სრულად უზრუნველყოფილია სარწყავი ინფრასტრუქტურით.
👉 ბაღი აღჭურვილია წვეთოვანი სარწყავი სისტემით, გერმანული კომპიუტერიზებული მართვით.
სისტემა რეგულარულად მოწმდება სპეციალისტების მიერ — დაახლოებით თვეში ერთხელ.
💦 ტერიტორიაზე მოწყობილია დიდი მოცულობის წყლის აუზი / რეზერვუარი:
მოცულობა: 2 700 ტონა
ზომა: 35 მ × 35 მ
სიღრმე: 2.5 მ
წყალი მოყვანილია მდინარე იორის შენაკადიდან და ჩაედინება რეზერვუარში, რაც ბაღს აძლევს მნიშვნელოვან დამოუკიდებლობას სარწყავი წყლის მხრივ.
🐟 რეზერვუარში გაშვებულია თევზიც — ბრტყელშუბლა.
🛡️ შემოღობვა და უსაფრთხოება
ნაკვეთი მთლიანად შემოღობილია.
შემოღობვა შესრულებულია რკინის ბოძებზე დამაგრებული ეკლიანი მავთულით, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიის დაცულობას და უსაფრთხოებას.
🏗️ შენობა-ნაგებობები ტერიტორიაზე
ტერიტორიაზე განთავსებულია 3 ახალაშენებული შენობა-ნაგებობა:
1. ტექნიკური შენობა
ფართობი: 40 მ²
გამოიყენება ტექნიკური საჭიროებებისთვის, ინვენტარისა და სამუშაო მასალების განსათავსებლად.
2. საცხოვრებელი სახლი
ფართობი: 140 მ²
სართულიანობა: 2 სართული
ოთახების რაოდენობა: 4 ოთახი
სახლი მოწყობილია საცხოვრებელი პირობებით და აქვს სველი წერტილი. შესაძლებელია გამოყენება როგორც მეპატრონისთვის, ასევე მუშა პერსონალის ან მმართველის საცხოვრებლად.
3. სასაწყობე / შესანახი / საშრობი შენობა - ფართობი: 200 მ²
შენობა განკუთვნილია მოსავლის შესანახად, დასახარისხებლად ან გასაშრობად. მოწყობილია სტელაჟებით, რაც მას პრაქტიკულ და ფუნქციურ სივრცედ აქცევს.
⚡ კომუნიკაციები
ტერიტორიაზე შეყვანილია ძირითადი კომუნიკაციები:
ელექტროენერგია
სასმელი წყალი
სარწყავი წყალი
წვეთოვანი სარწყავი სისტემა
წყლის დიდი რეზერვუარი
✅ მთავარი უპირატესობები
ექსკლუზიური შეთავაზება
მოქმედი და მოვლილი ნუშის ბაღი
7 ჰა მიწის ნაკვეთი
3 800 ძირი ნუში
ბელონა და გუარა — საბერძნეთიდან ჩამოტანილი ჯიშები
11–12 ტონა მიმდინარე წლის მოსავალი
წვეთოვანი სარწყავი სისტემა გერმანული კომპიუტერიზაციით
2 700 ტონიანი წყლის რეზერვუარი
სრულად შემოღობილი ტერიტორია
3 ახალაშენებული შენობა-ნაგებობა
საცხოვრებელი სახლი და სასაწყობე/საშრობი სივრცე
აგრონომის მუდმივი მეთვალყურეობა
ცენტრალური გზიდან მხოლოდ 1.5 კმ
💰 ფასი: 398 000 აშშ დოლარი
📞 საკონტაქტო ინფორმაცია
+995 592 72 72 47
+995 592 72 72 00