mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი phone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16228

იყიდება კომერციული ფართი ამბროლაური რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთი

calendar27.10.2025 views7186
393,197₾
(1 მ² - 393.20₾) (1 მ² - 145.00$)
  • ფართობი ფართობი:1000 მ²
  • უძრავი ქონების დანიშნულება უძრავი ქონების დანიშნულება: შენობა - ნაგებობა
  • მდგომარეობა მდგომარეობა: სარემონტო
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: ძველი აშენებული
  • ეზოს ფართობი ეზოს ფართობი: 2800 მ²
  • სართული/სულ სართული/სულ: 1
  • სველი წერტილი სველი წერტილი: 2
  • სასაწყობე სივრცე სასაწყობე სივრცე: 800 მ²
მახასიათებლები
  • check დღგს / საშემოსავლო
  • check დამოუკიდებელი შესასვლელი
  • check ჭერის სიმაღლე - 9 მ
  • check წყალმომარაგება - 196
  • check ელ. ენერგია
  • check სამფაზიანი ძაბვა
  • check კანალიზაცია
  • check დაცვის ოთახი
  • check შემოღობილი ტერიტორია
  • check გამწვანებული სივრცე
  • check არასასოფლო - სამეურნეო
  • check კეთილმოწყობილი ეზო
  • check სატვირთოს მიმღები
დამატებითი ინფორმაცია

იყიდება სტრატეგიულად მომგებიანი უძრავი ქონება – ძველი ღვინის სახლი ამბროლაურის ცენტრში, რაჭის გულში! წარმოგიდგენთ უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობას – არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მყარ შენობა-ნაგებობას, ყოფილი ღვინის სახლის სტატუსით, რომელიც მდებარეობს ამბროლაურის ცენტრში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ცენტრალური გზიდან მხოლოდ 80 მეტრში და ამბროლაურის აეროპორტთან ახლოს. ქონება მოიცავს 950 მ² ფართობის მთავარ შენობას, რომლის ჭერის სიმაღლე 9 მეტრს აღწევს, და დამატებით 50 მ² დამხმარე ნაგებობას. ეზოს საერთო ფართობი შეადგენს 2800 მ²-ს და სრულად შემოღობილია. გამწვანებული სივრცეებით, მრავალწლოვანი ხეებითა და ბოტანიკური მრავალფეროვნებით, ტერიტორია ქმნის სასიამოვნო, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. შენობაში შეყვანილია ყველა კომუნიკაცია აბონირების სტატუსით – წყალი, ელ.ენერგია, რაც მყისიერად უზრუნველყოფს ფუნქციური საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას. ნაგებობა საჭიროებს რემონტს, თუმცა მისი სტრუქტურული სიმყარე და არქიტექტურული პოტენციალი ქმნის ფართო სივრცეს მრავალმხრივი დანიშნულებით გამოყენებისთვის. ქონება განსაკუთრებით საინტერესოა მეღვინეობის სფეროსთვის – როგორც ისტორიული ღვინის საწარმო, ადგილი იდეალურად ერგება როგორც ქვევრის, ასევე ინდუსტრიული ტიპის მარნის მოწყობას. სივრცის სიმაღლე და ფართობი უზრუნველყოფს სრული საწარმოო ხაზის ორგანიზებას, ხოლო მეზობელი აეროპორტი და ტურისტულად მიმზიდველი გარემო ქმნის ტურისტულ-მეწარმეობრივი კომპლექსის განვითარების პერსპექტივას. გარდა ამისა, ადგილი გამოდგება სასტუმროს, აგროტურისტული კომპლექსის ან თანამედროვე სასაწყობე სივრცის მოსაწყობად. ამ ტიპის ობიექტები რაჭაში დიდ იშვიათობას წარმოადგენს – განსაკუთრებით ასეთ ლოკაციაზე და მოცულობით. შესანიშნავი შანსია მათთვის, ვინც ეძებს მზარდი რეგიონის ცენტრში კომერციულად მომგებიან ინვესტიციას, რომელიც აერთიანებს როგორც ბიზნესის, ასევე მემკვიდრეობის გაგრძელების შესაძლებლობას. დეტალებზე დაგვიკავშირდით: 📞 +995 592 72 72 47 📞 +995 592 72 72 00

კომენტარი

TOP.GE