იყიდება 3-სართულიანი სახლი ვერანდით უნიკალური მდებარეობით და პანორამული ხედებით თბილისზე, ფუნიკულიორსა და ლისის ტბაზე. _ ლისი. აგარაკებში, დასაწყისში, ცენტრალური გზის პირას. გერმანული სოფლიდან 1 კმ. რაგბის სტადიონთან ახლოს. • იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საოფისე დანიშნულებით. სახლის საერთო ფართობი შეადგენს: 440 მ²-ს (თითო სართული 140 მ²), დამატებით მეოთხე სართულზე მოწყობილია 120 მ² ვერანდა ბონუსად. _ პირველ სართულზე დაგეგმილი იყო: გასართობი სივრცე ბუხარი, მარანი ან ბილიარდის ოთახი. _ მეორე სართულზე: დიდი მისაღები ოთახი, სამზარეულო - სასადილო სივრცე, 1 კაბინეტი ან საძინებელი, 1 საერთო სველი წერტილი და აივანი. _ მესამეზე — 4 საძინებელი, მათ შორის 1 მასტერბედრუმი და საერთო სველი წერტილი. _ სახლი აშენებულია მასიურ მონოლითურ კონსტრუქციაზე, ბეტონის ჭერით. ფასადი დათბუნებულია XPS პანელებით და შესრულებულია მიუნხენური ლესვით. ვიტრაჟული ფანჯრები დამზადებულია ალუმინის სლაიდ სისტემებით (Alutech). შიდა ტიხრები მოსაწყობია და დაგეგმარდება სურვილისამებრ — გაკეთებულია მხოლოდ საყრდენი ბოძები და კიბის უჯრედი. _ კომუნიკაციებიდან შეყვანილია ელექტროენერგია აბონირებით. წყალი და ბუნებრივი აირი მიყვანილია ღობემდე. კანალიზაცია მოსაწყობია ინდივიდუალური სეპტიკით. მიწის რელიეფი მომაღლო და ოდნავ დახრილია, რაც უზრუნველყოფს მუდმივ ხედებს მთელ თბილისზე, მათ შორის ლისის ტბასა და მთაწმინდაზე, ამას ემატება სახლი დგას გზის პირას. _ ეზოს საერთო ფართობი შეადგენს: 500 მ²-ს. გამოტანილია მიწა და გაკეთებულია ბეტონის ჩასხმები ავტოფარეხისთვის. _ ეზო ტერასულად არის გადანაწილებული ორ დონეზე — შესაძლებელია აუზისა და ბაღის მოწყობა. ასევე, რელიეფიდან გამომდინარე, შესაძლებელია ორივე მხრიდან ავტოფარეხის მოწყობა 4 ავტომანქანაზე. ჭიშკრის და ღობის რკინის ელემენტების მონტაჟი წინასწარ დაპროექტებულია. უძრავი ქონება ჩაბარდება ფასადის და ღობის დასრულების შემდეგ ან ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში არქიტექტორთან სამომავლოდ გადაბარებით. 💰 ფასი: 352,000 აშშ დოლარი (1მ2. - 800 აშშ. დოლარი მხოლოდ სახლის ფართობიდან) ტელ: 592 72 72 47 / 592 72 72 00
იყიდება სახლი აგარაკი სოფელი აგარაკი ვაკის რაიონი თბილისი
-
უძრავი ქონების სტატუსი: ახალი აშენებული
-
მდგომარეობა: შავი კარკასი
-
ეზოს ფართობი: 500 მ²
-
ფართობი:440 მ²
-
სართული/სულ : 3
-
ოთახების რაოდენობა : 6
-
ცალკე მისაღები : 50
-
ცალკე სამზარეული : 25 მ²
-
საძინებელი : 4
-
გარდერობი : 1
-
სველი წერტილი : 3
-
კაბინეტი : 1 კაბინეტი ან საძინებელი
-
აივანი : 3
-
ვერანდა : სახლის სახურავზე - 120 მ²
-
სარდაფი : 80მ2. მ²
-
აშენების წლები - 2025
-
მასტერბედრუმი - 1 - 25 მ²
-
ავტოფარეხი/პარკინგი
-
ბუნებრივი აირი
-
ელ. ენერგია
-
სასმელი წყალი
-
კანალიზაცია
-
ასფალტის გზა
-
შემოღობილი
-
ლამაზი ხედები