mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი phone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16443

იყიდება კომერციული ფართი თბილისი

calendar20.11.2025 views169
168,125₾
(1 მ² - 2.71₾) (1 მ² - 1.00$)
  • ფართობი ფართობი:62000 მ²
  • უძრავი ქონების დანიშნულება უძრავი ქონების დანიშნულება: კვების ობიექტი
  • მდგომარეობა მდგომარეობა: ახალი გარემონტებული
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: ახალი აშენებული
  • სართული/სულ სართული/სულ: 1/12
  • სამზარეულოს სივრცე სამზარეულოს სივრცე: 40 მ²
  • მისაღები სივრცე მისაღები სივრცე: დარბაზი - 50 მ²
  • სველი წერტილი სველი წერტილი: 2
  • აივანი - ვერანდა აივანი - ვერანდა: ღია სივრცე - წინ პერიმეტრზე მ²
  • სასაწყობე სივრცე სასაწყობე სივრცე: 5 მ²
business ბიზნესი : მზა, მოქმედი პიცერია
მახასიათებლები
  • check ოფისის შენობა
  • check ვიტრაჟი - მთლიანი ფასადი
  • check დამოუკიდებელი შესასვლელი
  • check ჭერის სიმაღლე - 3,5 მ
  • check ავეჯი
  • check ტექნიკა
  • check დანადგარების აღჭურვილობა - პიცერიის სრული აღჭურვილობა
  • check სავენტილიაციო სისტემა
  • check გათბობა-კონდენცირება
  • check წყალმომარაგება - სახელმწიფო
  • check ელ. ენერგია
  • check სამფაზიანი ძაბვა
  • check ბუნებრივი აირი
  • check კანალიზაცია
  • check ინტერნეტი
  • check სათვალთვალო კამერები
  • check ოთახი პერსონალისთვის
დამატებითი ინფორმაცია

🥫 მოქმედი პიცერია თბილისში – მზა, გამართული ბიზნესი სრული აღჭურვილობით.

📢 იყიდება სრულად მოქმედი, გამართული ბრენდული - პიცერია საბურთალოზე – უკვე ჩამოყალიბებული Horeca ბიზნესი, კონცეფციით, ტექნიკითა და სრული სამზარეულო/დარბაზის ინვენტარით. ახალი მფლობელი საქმიანობას აგრძელებს დაუყოვნებლივ, დამატებითი ინვესტიციის და ძალისხმევის გარეშე. 

📍 ლოკაცია და იჯარა: 
პიცერია მდებარეობს საბურთალოზე, ერთ-ერთ საუკეთესო, მაღალი გამავლობის ლოკაციაზე.
➤ კომერციული ფართი აღებულია გრძელვადიანი იჯარით -____  კვ.მ.
➤ მოქმედებს 3-წლიანი იჯარის ხელშეკრულება.
➤ იჯარის თანხა: 1 300 აშშ დოლარი თვეში. 

🚚 ოპერირება და მიტანის სერვისი
პიცერია მუშაობს:
➤ ადგილზე მომსახურებით (დარბაზი + გარე ტერასა)
➤ მიტანის სერვისით
გაფორმებულია სპეციალური, არასტანდარტული კომერციული შეთანხმებები Glovo-სა და Wolt-თან –
➤ შედარებით დაბალი საკომისიო პირობებით
➤ უკვე ჩამოყალიბებულია დელივერის სტრუქტურა და სტრატეგია.
➤ სტაბილური თანამშრომლობა საკურიერო სერვისებთან.
➤ მოქმედებს სპეციალური, შეღავათიანი კომერციული პაკეტები.

📲 სოციალური მედია და გუნდი
➤ ბიზნესს აქვს ძლიერი სოციალური მედიის გვერდები და მაღალი ხილვადობა.
➤ სტაფი სრულად დაკომპლექტებულია.
➤ გუნდი არის ჩამოყალიბებული და მუშაობს სტაბილურად, ბიზნესის უწყვეტ რეჟიმში.

🏠 სივრცე და განლაგება:
ფართი მოწყობილია როგორც შიდა დარბაზისა და ასევე გარე კაფის ზონად:
➤ შიდა დარბაზი – 7 მაგიდა და დაახლოებით 20 სკამი
➤ ბარი – ბარის თაროებითა და დამატებითი თაროების სისტემით
➤ გარე სივრცე – ღია კაფის სრული კონსტრუქცია, ქოთნები, საყვავილეები, გარე რეკლამა/აბრები
ფართი მოწყობილია ჰასპის მოთხოვნებთან შესაბამისი სტანდარტებით.

🍽 სამზარეულო, ტექნიკა და ინვენტარი
ფასში შედის სრული ტექნიკა და ინვენტარი, რომლის ღირებულება დაახლოებით 50 000 ლარია.
სამზარეულო და დარბაზი აღჭურვილია:
➤ 4 ცალი უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა
➤ 2 ცალი მაგიდა-მაცივარი
➤ ორსექციანი ნიჟარა
➤ 2 ცალი სტანდარტული საყინულე
➤ 2.5 მეტრიანი გრძელი საყინულე
➤ შოკური საყინულე
➤ 4 ცალი პროდუქტის მაცივარი
ცხელი ხაზის ტექნიკა:
➤ სამსექციანი ღუმელი
➤ ინდუქციური ღუმელი
➤ ფრიტური
➤ სლაისერი
➤ ყველის სახეხი
➤ დამატებითი პროფესიონალური დანადგარები
დამატებით რჩება:
➤ დანაჩანგალი, თეფშები, ტაფები, ქვაბები
➤ ყველა ტიპის საჭირო სამზარეულო ინვენტარი, რომელიც საჭიროა ოპერირების დაუყოვნებლად გასაგრძელებლად.

⚙ ვენტილაცია და კომუნიკაციები
➤ ვენტილაცია შესრულებულია სტანდარტების სრული დაცვით – გამწოვი აყვანილია კორპუსის სახურავამდე კომპანიის მიერ. 
➤ ობიექტს მიეწოდება სამფაზიანი, 30 კილოვატიანი დენის სიმძლავრე – სრულად ჰყოფნის ყველა ტექნიკის დატვირთვას
➤ გარე ზონა დასრულებულია ქოთნებით, საყვავილეებითა და ღია კაფის სრულ კონსტრუქციით.

💰 ბრუნვა და ფინანსური მაჩვენებლები
პიცერია გამოირჩევა სტაბილური ბრუნვით:
➤ საშუალო თვიური შემოსავალი: 60 000 – 80 000 ლარი
ბიზნესი იყიდება ვალდებულებების გარეშე:
➤ ყველა არსებული ვალდებულება ნულდება
➤ მყიდველი იღებს მხოლოდ აქტივებსა და მოქმედ, გამართულ ოპერაციულ სისტემას.

💼 გაყიდვის ფასი და შეთავაზება მყიდველისთვის:
გაყიდვის ფასი: 165 000 ლარი შპს 100% წილით ან + დღგ. 

აღნიშნულ თანხაში შედის:
➤ ყველა ტიპის პროფესიონალური ტექნიკა
➤ სამზარეულო და დარბაზის სრული ინვენტარი
➤ ღია კაფის კონსტრუქცია და გარე სივრცის მოწყობა
ეს არის შეთავაზება იმ ადამიანისთვის, ვინც ეძებს უკვე დამკვიდრებულ, აპრობირებულ და სტაბილური ბრუნვის მქონე Horeca ბიზნესს – ნულიდან დაწყების, ტექნიკის ყიდვისა და სისტემის აწყობის გარეშე. 

ტელ:  📞 +995 592 72 72 47  📞 +995 592 72 72 00 

კომენტარი

TOP.GE