mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფიphone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფიWhatsapp
ID16642

იყიდება სავენახე - საშატოე მიწის ნაკვეთი ყვარელში

calendar23.10.2026 views237
738,932₾
(1 მ² - 6.49₾) (1 მ² - 2.50$)
  • ფართობი ფართობი:113800 მ²
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: სავენახე - საშატოე
  • ✔ სასოფლო დანიშნულების
  • 💡 ელ. ენერგია 💡 ელ. ენერგია: 10 კვტ.
  • 🌐 ინტერნეტი 🌐 ინტერნეტი
  • 💧 სასმელი წყალი
  • 💫 არტენზიული ჭა 💫 არტენზიული ჭა: 101 მ
  • 💦 სარწყავი სისტემა
  • 🔵 ტბა 🔵 ტბა: აუზი
  • 🍇 ვენახი 🍇 ვენახი: 3 ჰა. რქაწითელი - 3 ჰა. საფერავი
  • მიკროზონა მიკროზონა: ქინძმარაულის ზონა
  • შენობა - ნაგებობა შენობა - ნაგებობა: მარნისთვის - 200 მ²
მახასიათებლები
  • check გრუნტის გზა - 400 მეტრი
  • check 🛣 ასფალტის გზა
  • check 🌆 პანორამული ხედები
  • check 🌲 გამწვანებული სივრცე
დამატებითი ინფორმაცია


🍇 იყიდება 11,38 ჰა. მიწის ნაკვეთი ვენახებით — ყვარელში, ქინძმარაულის მიკროზონაში.

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ღვინის ქარხანა „ყვარლის ქარხანა 2“-ის მოპირდაპირედ, 

ტერიტორია გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით, კავკასიონის მთების პანორამული ხედებით, მრავალწლოვანი ვერხვის ხეებითა და რამდენიმე მისასვლელი გზით.

🍷 იდეალური საინვესტიციო ადგილი მეღვინეობის, ღვინის მარნისა და შატოს განვითარებისთვის!

ნაკვეთის დაახლოებით ნახევარზე გაშენებულია ვენახები, ხოლო დარჩენილი ფართობი იძლევა ახალი ვენახების გაშენებისა და ღვინის ტურიზმთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობას.

🍇 ვენახები და მიწის ფართობები
- 📐 მიწის საერთო ფართობი: 113 800 მ² (11,38 ჰა)
- 🍷   საფერავი: 3 ჰა — 7 წლის ვენახი
- 🍇 რქაწითელი: 3 ჰა — 10 წლის ვენახი
- 🌿 თავისუფალი მიწა: დაახლოებით 5 ჰა. მეტი
- 🌱 საფერავის ვენახი საჭიროებს შევსებას
- ✅ ვენახები გაყვანილია ბეტონის საყრდენ ბოძებზე და მოვლილია.

არსებული ვენახები და თავისუფალი მიწის ფართობი შესაძლებლობას იძლევა როგორც მევენახეობის გაფართოებისთვის, ისე მეღვინეობის კომპლექსური პროექტის განხორციელებისთვის.

🏛️ კაპიტალური შენობა და ინფრასტრუქტურა

ტერიტორიაზე განთავსებულია დაახლოებით 200 მ² ფართობის მყარი, კაპიტალური აგურის შენობა, რომელიც წარმოადგენს ერთიან, დაუტიხრავ სივრცეს და შესაფერისია ღვინის მარნის მოსაწყობად.

შენობის მახასიათებლები:
- 🧱 კაპიტალური აგურის კონსტრუქცია
- 🏠 მყარი პეკაჟური გადახურვა
- 🍷  ერთიანი სივრცე შიდა ტიხრების გარეშე
- 💧 შენობის თავზე მოწყობილი 4 წყლის ავზი, რომლებიც განკუთვნილია ვენახის შესაწამლი ხსნარის მოსამზადებლად

ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ძველი წყლის რეზერვუარი — აუზი, რომლის გამოყენება ან აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი ტექნიკური შეფასების საფუძველზე.

⚡ კომუნიკაციები და წყალმომარაგება
ნაკვეთი უზრუნველყოფილია მნიშვნელოვანი საინჟინრო ინფრასტრუქტურით:

- ⚡ ელექტროენერგია: 10 კვტ. სიმძლავრე
- 🔌 მოწყობილია ახალი ელექტროგადამცემი ბოძები
- 💦 ჭაბურღილი: 101 მეტრი სიღრმის
- 💧 ჭა: 30 მეტრი სიღრმის
- 🌊 არსებული წყლის რეზერვუარი
- 🚜 ვენახის მოვლისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო მისასვლელი გზები

📍 მდებარეობა და მისასვლელი გზები
ნაკვეთი მდებარეობს ყვარლის მეღვინეობის - ქინძმარაულის ზონაში, ბუნებრივად მიმზიდველ და პერსპექტიულ გარემოში.

- 📌 ყვარელი — ღვინის ქარხანა „ყვარლის ქარხანა 2“-ის მოპირდაპირედ
- 🛣️ ყვარლის მხრიდან - მაგისტრალიდან:  დაახლოებით 700 მეტრში
- 🚗 სანავარდოს მხრიდან - ცენტრალური გზიდან: დაახლოებით 400 მეტრი
- ✅ მისასვლელად გამოიყენება არაერტ კარგი გრუნტის გზა
- ✅ ტერიტორიას აქვს რამდენიმე მისასვლელი მიმართულება.

მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულია ღვინის მარნები, ღვინის საწარმოები და მევენახეობასთან დაკავშირებული ობიექტები.

🌳 ბუნებრივი გარემო და პანორამული ხედები
ნაკვეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი ბუნებრივი გარემოა.
🌄 კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები
🍃 ყვარლის ბუნებისა და ალაზნის ველის დამახასიათებელი ლანდშაფტი
🌳 მრავალწლოვანი, ულამაზესი ვერხვები
🍇 მოვლილი ვენახები და ღია მწვანე სივრცეები

☀️ მშვიდი, გამწვანებული გარემო, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველია ღვინის ტურიზმისა და დასასვენებელი კომპლექსის განვითარებისთვის.

 🏡 საინვესტიციო შესაძლებლობები
ნაკვეთის ფართობი, არსებული ვენახები, კაპიტალური შენობა, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და მდებარეობა ქმნის სხვადასხვა დანიშნულებით განვითარების შესაძლებლობას:

- 🍷   ღვინის მარანი და საწარმო
- 🏰 შატო — Chateau & Winery
- 🍇 მევენახეობა-მეღვინეობის გაფართოება
- 🏡 ღვინის ტურიზმის კომპლექსი
- 🛏️ ბუტიკური სასტუმრო და ღვინის სადეგუსტაციო სივრცე
- 🍽️ რესტორანი ქართული ღვინისა და გასტრონომიული კონცეფციით
- 🌿 აგროტურისტული და დასასვენებელი კომპლექსი

ახალი მშენებლობისა და კონკრეტული პროექტების განხორციელების შესაძლებლობა დამოკიდებულია მიწის სამართლებრივ სტატუსზე, შესაბამის ნებართვებსა და მოქმედ რეგულაციებზე.

შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს საკუთარი მეღვინეობის, შატოს ან ღვინის ტურიზმის პროექტის განვითარება კახეთის ერთ-ერთ ცნობილ მევენახეობის რეგიონში. 

 💰 გასაყიდი ფასი
1 ჰა.  - 25 000 აშშ დოლარი
საერთო ფართობზე გათვლით — ფასი:  284 500 აშშ დოლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 
MBG GROUP | MEGA BUSINESS GROUP
📞  +995 592 72 72 47
🌐 www.mbg.ge


კომენტარი

TOP.GE