🏡 ექსკლუზიური უძრავი ქონება — რატომ არის სწორი წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი გაყიდვისას?უძრავი ქონების გაყიდვა, მხოლოდ განცხადების გამოქვეყნება არ არი...
ID16643
იყიდება ბიზნესი რკინა - კონსტრუქციების საწარმო კომერციული ფართი ფონიჭალაში, კრწანისის რაიონი
142,347₾
(1 მ² - 258.81₾)
(1 მ² - 99.82$)
-
ფართობი:550 მ²
-
უძრავი ქონების დანიშნულება: რკინა - კონსტრუქციების საწარმო
-
მდგომარეობა: გარემონტებული
-
უძრავი ქონების სტატუსი: ძველი აშენებული
-
ეზოს ფართობი: 1000 მ²
-
სართული/სულ: 1
-
კაბინეტი: 2
-
სველი წერტილი: 2
-
სასაწყობე სივრცე: 100 მ²
-
პარკირება: ეზოს პარკინგი
- დამოუკიდებელი შენობა
მახასიათებლები
-
დამოუკიდებელი შესასვლელი
-
ჭერის სიმაღლე
- 10 მ -
დანადგარების აღჭურვილობა
- სრულად დაკომპლექტებული -
ხმაურის იზოლაცია
-
ელ. ენერგია
-
სამფაზიანი ძაბვა
-
ბუნებრივი აირი
-
კანალიზაცია
-
ინტერნეტი
-
სათვალთვალო კამერები
-
კეთილმოწყობილი ეზო
დამატებითი ინფორმაცია
📢 იყიდება ალუმინის კარ-ფანჯრებისა და კონსტრუქციების საწარმოო ბიზნესი თბილისში
✔ თბილისი, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე, საწარმოო საქმიანობისთვის მოწყობილ ფართში.
🏭 სრულად აღჭურვილი — პროფესიული დანადგარებით, ნედლეულის მნიშვნელოვანი მარაგებითა და მოწყობილი საწარმოო ინფრასტრუქტურით.
შეთავაზება ითვალისწინებს 100%-იანი წილის გასხვისებას ან + დღგს. გადასახადი.
კომპანიის საკუთრებაში არსებულ საწარმოო დანადგარებთან, ტექნიკურ აღჭურვილობასთან, ნედლეულთან, ფურნიტურასთან, ინვენტარსა და ციფრულ აქტივებთან ერთად.
საწარმო სპეციალიზებულია ალუმინის კარ-ფანჯრების, ტიხრების, ფასადის სისტემებისა და სხვადასხვა დანიშნულების ალუმინის კონსტრუქციების წარმოებაში.
საწარმო აღჭურვილია პროფილების ჭრის, ფრეზირების, კუთხეების ჰიდრავლიკური შეკვრისა და კონსტრუქციების აწყობისთვის საჭირო ძირითადი დანადგარებით.
საწარმოო დანადგარები სრულად გამართულია და ექსპლუატაციაში მინიმალურად იყო გამოყენებული.
🏢 საწარმოო ფართი და ინფრასტრუქტურა:
ძირითადი მახასიათებლები:
_ საწარმოო და საოფისე ფართი — 500–550 მ² (იჯარით თვეში 1900 ლარი)
_ საწარმოო სივრცე ძირითადი დანადგარებისთვის
_ საოფისე სივრცე
_ ნედლეულისა და მზა კონსტრუქციების განთავსების ინფრასტრუქტურა
_ სამუშაო და ასაწყობი მაგიდები
_ მასალებისა და კონსტრუქციების შესანახი სტელაჟები
საწარმოო ფართი იჯარითაა აღებული. ფართის გამქირავებელი თანახმაა ახალ მფლობელთან საიჯარო ურთიერთობის გაგრძელებაზე.
🔰 კომუნიკაციები:
_ სამფაზიანი ელექტროენერგია
_ ბუნებრივი აირი
_ წყალმომარაგება
⚙️ ძირითადი საწარმოო დანადგარები:
საწარმო აღჭურვილია პროფესიული დანიშნულების დანადგარებით, რომლებიც განკუთვნილია ალუმინის პროფილების დამუშავებისა და სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციების დასამზადებლად.
1. OZ Machine METEOR-I 600 — 2022 წელი
ალუმინის პროფილების ავტომატური საჭრელი დანადგარი, 600 მმ დიამეტრის საჭრელი დისკით.
2. OZ Machine APEX-IA — 2021 წელი
ალუმინის კონსტრუქციების კუთხეების ჰიდრავლიკური შეკვრის დანადგარი.
3. OZ Machine POLAR-IV — 2021 წელი
ალუმინის პროფილების ბოლოების ფრეზირების დანადგარი.
4. OZ Machine GALAXY-IV — 2022 წელი
სამძრავიანი ფრეზირების დანადგარი (Copy Router), პროფილების ტექნოლოგიური დამუშავებისთვის.
5. Zelik ALFA — 2019 წელი
პორტატული საჭრელი ხერხი.
6. Remeza СБ4/Ф-270.LB75 — 2021 წელი
საწარმოო დანიშნულების ჰაერის კომპრესორი.
ყველა ძირითადი დანადგარი წარმოდგენილია თითო ერთეულით.
🏭 ძირითადი საწარმოო აღჭურვილობის შეძენაში თავდაპირველად ინვესტირებული იყო დაახლოებით 70 000 აშშ დოლარი.
🛠️ დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობა და ინვენტარი:
ძირითად დანადგარებთან ერთად საწარმოში წარმოდგენილია დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობა:
_ Scheppach BG 150 — სალესი დანადგარი
_ ხელის საბურღი და დამხმარე ინსტრუმენტები
_ პნევმატური ხელსაწყოები
_ პროფილების დამუშავებისა და აწყობის მაგიდები
_ სარემონტო და სამუშაო მაგიდები
_ ალუმინის პროფილების შესანახი სტელაჟები
_ მზა კონსტრუქციების სტელაჟები
_ ელექტროგამანაწილებელი კარადა
_ საოფისე ტექნიკა
_ სხვადასხვა საწარმოო და დამხმარე ინვენტარი
აღჭურვილობის სრული ჩამონათვალი წარმოდგენილია საინვენტარიზაციო რეესტრში.
📦 ალუმინის პროფილებისა და ნედლეულის მარაგები:
გასაყიდი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია არსებული ნედლეულის, ალუმინის პროფილების, თერმოდგარებისა და ფურნიტურის მარაგი, რომელიც სრულად შედის შეთავაზებაში.
არსებული მარაგები:
_ 4 085,5 გრძივი მეტრი — ალუმინის პროფილები და გრძივი შემკვრელები
_ 100 ერთეული — ცალკეული კომპონენტები
_ 4 110 მეტრი — თერმოდგარები და სხვა გრძივი მასალები
_ 7 281 ერთეული — ფურნიტურა და დამხმარე კომპონენტები
ალუმინის პროფილების ასორტიმენტში წარმოდგენილია TATPROF-ის პროდუქცია, მათ შორის:
_ 58 სისტემის პროფილები
_ 65 სისტემის პროფილები
_ ალდოქსის პროფილები
_ ფასადის სისტემების პროფილები
✔ არსებული ნედლეული და მასალები ახალია.
მარაგების სრული რაოდენობრივი ჩამონათვალი აღრიცხულია ცალკე რეესტრში.
🏗️ საწარმოო მიმართულებები და შესაძლებლობები:
საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობა განკუთვნილია ალუმინის კონსტრუქციების წარმოების სხვადასხვა მიმართულებისთვის, მათ შორის:
✔ ალუმინის კარ-ფანჯრების წარმოება
✔ ალუმინის ტიხრების დამზადება
✔ ფასადის სისტემებისა და კონსტრუქციების დამუშავება
✔ ალუმინის პროფილების ავტომატური ჭრა
✔ პროფილების ფრეზირება და ტექნოლოგიური დამუშავება
✔ კონსტრუქციების კუთხეების ჰიდრავლიკური შეკვრა
✔ ალუმინის კონსტრუქციების აწყობა
საწარმოს ფაქტობრივი საწარმოო წარმადობა დამატებით შესაფასებელია.
📊 ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა
საწარმოო საქმიანობის განახლებისთვის საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების გუნდის დაკომპლექტება და დანადგარების სამუშაო რეჟიმში გაშვება. ამჟამად გაჩერებულია.
შეთავაზების ძირითადი ღირებულება ეფუძნება არსებულ საწარმოო დანადგარებს, ტექნიკურ აღჭურვილობას, ნედლეულის მარაგებს, მოწყობილ ინფრასტრუქტურასა და კომპანიის ციფრულ აქტივებს.
🌐 ბიზნესის ციფრული აქტივები
მყიდველს გადაეცემა ოფიციალური ვებგვერდი და შესაბამისი ციფრული უფლებები
Facebook-ის ბიზნესგვერდი
არსებული ონლაინწარმომადგენლობა.
🔰 ბიზნესის ძირითადი უპირატესობები:
✔ საწარმოო საქმიანობისთვის უკვე მოწყობილი სივრცე თბილისში
✔ 2021–2022 წლებში გამოშვებული ძირითადი პროფესიული დანადგარები
✔ ალუმინის პროფილებისა და ფურნიტურის მნიშვნელოვანი მარაგი
✔ საწარმოო და ტექნიკური ინვენტარის კომპლექტი
✔ კარ-ფანჯრების, ტიხრებისა და ფასადის სისტემების წარმოების შესაძლებლობა.
💰 გაყიდვის ფასი და პირობები:
გასაყიდი ფასი — 54 900 აშშ. დოლარი
ფასი მოიცავს კომპანიის 100%-იან წილს ან + დღგს გადასახადი, ძირითად საწარმოო დანადგარებს, დამატებით აღჭურვილობას, არსებულ ნედლეულს, ფურნიტურას, ინვენტარსა და ციფრულ აქტივებს.
საბოლოო გარიგების პირობები შეთანხმდება აქტივების, მარაგებისა და შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციის გადამოწმების საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
MBG Group — Mega Business Group
📞 +995 592 72 72 47