ბათუმი

30692

Robbie Clap Films
13,7 тыс. подписчиков
ПОДПИСАТЬСЯ

Cinematic short film shot on the Inspire 2 / WATCH FULL VLOG Below ⬇️ https://www.youtube.com/watch?v=3d20Q... _______________________ My Soc.Media FB:https://www.facebook.com/robbieclapfilms INSTAGRAM: https://www.instagram.com/robbie_smit... Special thanks for the Music : Artem Zinovyev Inspired by @Timelab Pro Drone : https://www.facebook.com/SKYNODO Motion design https://www.facebook.com/anzoriakhoba...


ბათუმი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი  საქართველოში


  • არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი. ბათუმი არის მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი საქართველოში, მსხვილი საერთაშორისო ნავსადგური შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მნიშვნელოვანი სამრეწველო, კულტურული და ტურისტული ცენტრი საქართველოში.
  • ბათუმი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას, ზღვის დონიდან 3 მეტრზე, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით). 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 152 839 ადამიანი.


  • ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კილომეტრზე. ქალაქის ფართობი შეადგენს 6494,31 ჰექტარს. ფართობის მიხედვით ბათუმი საქართველოში მესამე ქალაქია. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკეზე ის, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ მდებარეობს, ბათუმის ტერიტორია ასევე გრძელდება მდინარე ჭოროხის სამხრეთით.


  • ბათუმის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5°C, იანვარში — 7,1;°C, აგვისტოში — 23,2;°C. ნალექები — 2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე — 81%. ხშირია კოკისპირული წვიმა. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა.


  • ბათუმის ტერიტორიაზე არის ბუნებრივი ტბა (ფართობი 0,06 კმ²), რომელიც ამჟამად ბათუმპარკის ნაწილია. ქალაქსა და მის მიდამოებში გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები, ჩაის პლანტაციები და ციტრუსოვანთა ნარგავები. გორაკ-ბორცვებზე აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ბუნებრივი ტყე და ბუჩქნარი. მცენარეულობის სიმდიდრითა და სიმრავლით გამოირჩევა ბათუმის ბოტანიკური ბაღი.


  • ზღვის წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირთან 16,7°C-ია. სამკურნალო ფაქტორია კლიმატოთერაპია და ზღვაში ბანაობა. ზღვის წყალი გამოირჩევა მაღალი მინერალიზაციით. სამედიცინო ჩვენება: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი, ნერვული სისტემის ფუნქიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი, ჰიპერტონიული დაავადება, ლიმფადენიტი, სისხლნაკლებობა. სეზონი გრძელდება მთელ წელს, ბანაობის სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე. ქალაქის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი საკურორტო ადგილებია მახინჯაური, მწვანე კონცხი, გონიო, კვარიათი.


ეკონომიკა


  • ბათუმის ნავსადგური
  • ბათუმის ნავსადგური
  • ბათუმი თბილისის შემდეგ ყველაზე მდიდარი ქალაქია საქართველოში. მისი წილი საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს 6%-ს. ეკონომიკის წამყვანი დარგებია მშენებლობა და საშენი მსალების წარმოება, ვაჭრობა, მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ტრანსპორტი და კომუნიკაციები.[7]
  • ბათუმი არის ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი. აქ წარმოებს მსხვილი საზღვაო-სატრანსპორტო ოპერაციები. ბათუმი კავკასიის ნავთობის გაზიდვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია შავი ზღვის მთელ სანაპიროზე. იგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დიდ საოკეანო ტანკერებს ემსახურება. სატრანსპორტო კვანძის საერთო ტვირთბრუნვაში სატრანზიტო ტვირთებთან ერთად დიდი ადგილი უკავია თვით ქალაქის და მისი უახლოესი მიდამოების სამეურნეო ტვირთებს. მთლიანად მექანიზებულია მშრალი ტვირთბის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები. საავტომობილო გზებით ბათუმი დაკავშირებულია საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრებთან, აჭარის შიგა რაიონებთან და თურქეთთან.
  • ქალაქს, ისევე როგორ მთელ რეგიონს, ემსახურება საერთაშორისო აეროპორტი.


განათლება და კულტურა


  • ბათუმში მოქმედებს საზღვაო აკადემია და სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოქმედებს სახელმწიფო დრამატული თეატრი და მუსიკალური ცენტრი.
  • ბათუმში მოქმედებს რამდენიმე მუზეუმი, მათ შორის აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი და არქეოლოგიური მუზეუმი.


ღირსშესანიშნაობანი


  • ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და „ბათუმის რივიერა“ — დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე.

TOP.GE