ექსკლუზიური უფლებით!!! გამოტანილია გასაყიდად!!! სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იმერეთში, ზესტფონი რ/ნში, სოფელი როდინაულში, ზედ ,,აჯამეთის,, ნაკლრძის პირას. საერთო ფართობით: 17,5 ჰა. (175 000 კვ.მ.) ტერიტორია მოიცავს ულამაზესი ტყის მასივს, უიშვიათესი ხე_მცენარეებით. უკან მთელს პერიმეტრზე გასდევს ულამაზესი აჯამეთის ნაკრძალის ტყე_პარკი. ახლოს არის დასახლებასთან. ტერიტორიაზე განთავსებულია კაპიტალური შენობა ფერმის 60მ2 (30 სულ საქონელზე), პატარა შენობა საცხოვრებელი ოთახით მომსახურე პერსონალისთვის. 3 ტბორი, ჯამში 3-4 ჰა. სათევზე მეურნეობისთვის. ნაკვეთის მიმდებარედ 400 _500 მეტრის რადიუსით არის ყველა კომუნიკაცია. 100 მეტრში გადის სარწავი არხი. იდელური ადგილია საკოტეჯე, ახალი სააგარაკე ზონის შესაქმნელად, სათევზე, სანადირო და ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე რაჩოს ტიპის მეურნეობის მოსაწყობად. ფასი: 400 000 აშშ. დოლარი ეკვივალენტი ლარში. ტელ: 592 727247; 592 727200;
იყიდება მიწის ნაკვეთი სოფელი როდინაული ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
- უძრავი ქონების სტატუსი: საფერმერო / სახნავ - სათესი მიწები
- ფართობი:175000 მ²
აჯამეთის აღკვეთილი - (ყოფ. აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი – აღკვეთილი იმერეთის მხარეში ქუთაისიდან 15 კმ-ზე. დაარსდა 1935 წელს, ფართობი 4848 ჰა. შექმნილია ორი მასივისაგან: აჯამეთის მუხნარისა (3742 ჰა, მდ. რიონის მარცხენა შენაკადებს — ყვირილასა და ხანისწყალს შორის) და ვარციხის მასივისაგან (1106 ჰა, ხანისწყლის მარცხენა მხარეს).
- აჯამეთის აღკვეთილში შემონახულია კოლხური ტიპის იმერული მუხის რელიქტური ტყეები (მუხნარების ხნოვანება 120-200 წლებს შორის მერყეობს), კავკასიური ძელქვის წმინდა კორომები (1,5 ჰა) და აგრეთვე ჰართვისის მუხა. აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალში წარმოდგენილია ტყის სხვა ჯიშებიც: იფანი, კავკასიური რცხილა, მინდვრის ნეკერჩხალი, პანტა, თამელი. ქვეტის ჯიშებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია იელი და კუნელი, რომლებიც ზოგან გაუვალ რაყას ქმნის. აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, მელა, თეთრყელა კვერნა, მაჩვი, კურდღელი, ციყვი. ფრინველებიდან საყურადღებოა ტყის ქათამი. აჯამეთის აღკვეთილის ძირითადი მიზანია კოლხეთის ტყის ნიმუშისა და მესამეული ეპოქის იმერული მუხის, ჰარტვისის მუხის, ძელქვისა და აგრეთვე ფაუნის დაცვა, მომრავლება და მეცნიერული შესწავლა. აჯამეთის აღკვეთილი საქართველოს ბუნების უნიკალური ძეგლია.
- აჯამეთის აღკვეთილი თბილისიდან 230 კმ-ის, ხოლო ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონში, რიონის ვაკეზე და აჯამეთის, ვარციხისა და სვირის უბნებისგან შედგება. 1928 წელს ქუთაისის სატყეო ნაწილის 20 ჰა ნაკრძალად გამოცხადდა, 1935 წელს კი აჯამეთის ტყის მასივის ბაზაზე აჯამეთის ბოტანიკური ნაკრძალი შეიქმნა. აჯამეთი სახელმწიფო ნაკრძალის სახით 1946 წელს ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების - იმერეთის მუხისა და ძელქვის შენარჩუნება იყო. აჯამეთის განთქმული მუხნარი ძალიან ძველია. ზოგიერთი ხის ასაკი 250 წელზე მეტს ითვლის.
- აჯამეთს და მის შემოგარენს საკმაოდ კარგი ეკოტურისტული პოტენციალი აქვს. კულტურული ტურების გარდა, აქ შესაძლებელია წარმატებით განხორციელდეს სამანქანო-სათავგადასავლო ტურები საირმისა და ზეკარის უღელტეხილების მიმართულებით, კერძოდ, აბასთუმნის უბნის ტერიტორიაზე.
აჯამეთის აღკვეთილის მიმდებარედ შესაძლებელია შემდეგი ისტორიულ კულტურული ძეგლების მინახულება:
- დაბა ვარციხე - რომელიც ანტიკური ქალაქის როდოპოლისის ნანგრევებზეა აშენებული. ვარციხის ღვინისა და კონიაკის ქარხანა – აგებული 1860წ. მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარციხეში. მანძილი ადმინისტრაციიდან 0.5 კმ.
- სოფ. ვარციხის "ონანოვების" სახელობის სამთავრობო რეზიდენცია – აგებული 1860წ. მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარციხეში. მანძილი ადმინისტრაციიდან 0,5 კმ.
- ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ. მუზეუმი – მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მანძილი აღკვეთილის ადმინისტრაციიდან 8 კმ.
- ბაღდათი–ვანის ეპარქიის უძველესი რეზიდენცია – მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მანძილი აღკვეთილის ადმინისტრაციიდან 8 კმ.
- სოფ. ვარციხის ციხე–სიმაგრის (ე.წ. თამარ მეფის მოსასვენებელი საზაფხულო რეზიდენციის ნანგრევები) – მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარციხეში. მანძილი ადმინისტრაციიდან 3 კმ.
- კეთილმოწყობილი კურორტი საირმე – მანძილი აღკვეთილის ადმინისტრაციიდან 30 კმ.
- სოფ. გეგუთის ციხე–სიმაგრის ნანგრევები (ე.წ. ქართველ მეფეთა ზამთრის სანადირო სასახლე) – აგებულია XI ს. მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ გეგუთში, მანძილი ქ. ქუთაისიდან 5 კმ, ხოლო აჯამეთის აღკვეთილიდან - 10 კმ.
იმერეთის მეღვინეობის რაიონები
აქ მიიღება აგრეთვე ციცქადან ნაზი, საკმაოდ ჰარმონიული, შინაარსიანი ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინო. ჩვენი დაკვირვებით მიკრორაიონი იძლევა ციცქადან, ალიგოტედან, პინოდან და შარდონედან მეტად მაღალი ღირსების ღვინომასალებს შამპანურისათვის.
სუფრის თეთრი ღვინოების წარმოებისათვის თეთრი ჯიშებიდან მნიშვნელოვანია: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა და კაპისტონი. წითელყურძნიან ვაზის ჯიშებიდან – ოცხანური საფერე და იშვიათად საფერავი.
როდინაული — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: აჯამეთი, სვეტმაღალი, ცხენთარო). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 120 მეტრი, ზესტაფონიდან 22 კილომეტრი.
- 1926 წლისთვის როდინაულის თემი შედგებოდა ოთხი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 2184 ადამიანს, ხოლო ფართობი 69,7 კმ²-ს.
- სოფელ როდინაულში მდებარეობს ისტორიული ძეგლი „ციხიათას გორა“. სოფელი შედის სვირის მეღვინეობის ზონაში.
ქალაქი - ზესტაფონი; დაბა - შორაპანი
სოფლები: ალავერდი · ამსაისი · არგვეთა · აჭარა · ახალი სვირი · აჯამეთი · ბეღლევი · ბეღლევი · გამოღმა ბოსლევი · გაღმა ბოსლევი · დიდი განთიადი · დიდწიფელა · დილიკაური · ვაშპარიანი · ზედა ილემი · ზედა კვალითი · ზედა კლდეეთი · ზედა საქარა · ზედა წევა · ზედა წიფლავაკე · ზოვრეთი · თვრინი · კინოთი · ლელაძისეული · მარტოთუბანი · მარცხენა რკვია · მარჯვენა რკვია · მეორე სვირი · მწყერისციხე · პატარა სამება · პირველი სვირი · როდინაული · სანახშირე · სასახლე · საღვინე · საწაბლე · სვეტმაღალი · ტაბაკინი · ტყლაპივაკე · ფუთი · ქვედა ილემი · ქვედა კვალითი · ქვედა კლდეეთი · ქვედა საზანო · ქვედა საქარა · ქვედა საწუმბო · ქვედა წევა · ქვედა წიფლავაკე · ქველეთუბანი · ღვერკი · შიმშილაქედი · შროშა · შუა კვალითი · ცხენთარო · ცხრაწყარო · ძირულა · ძლოურ-დანეთი · ჭალატყე