ემ.ბი.ჯი ჯგუფი (+995) 592 72 72 47
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID15745

იყიდება კომერციული ფართი შილდა ყვარელი კახეთი

19.12.2024 12642
ფასი შეთანხმებით
  • უძრავი ქონების დანიშნულება: შატო / ღვინის ქარხანა/ მარანი
  • მდგომარეობა: ახალი გარემონტებული
  • უძრავი ქონების სტატუსი: ახალი აშენებული
  • ფართობი:2500 მ²
  • ეზოს ფართობი : 100000 მ²
  • სართული/სულ : 1
  • სამზარეულოს სივრცე : 100 მ²
  • მისაღები სივრცე : 150 მ
  • საკონფერენციო : 100 მ²
  • სველი წერტილი : 5
  • აივანი-ვერანდა : 100 მ²
  • სასაწყობე სივრცე : 1500 მ²
  • პარკირება : ეზოს პარკინგი
  • ნომრების რაოდენობა : 2 ლუქს ნომერი
  • ადგილების რაოდენობა : 50 პერსონა
მახასიათებლები
  • მარანი
  • ლაუნჯი / გასართობი სივრცე
  • დღგს / საშემოსავლო
  • ვიტრაჟი - სრულიად ვიტრაჟული
  • ჭერის სიმაღლე - 4 მ
  • ავეჯი
  • ტექნიკა
  • დანადგარების აღჭურვილობა - ღვინის ქარხნის
  • სავენტილიაციო სისტემა
  • გათბობა-კონდენცირება
  • ხმაურის იზოლაცია
  • წყალმომარაგება
  • ელ. ენერგია
  • სამფაზიანი ძაბვა
  • ტრანსფორმატორი - 450 კვტ
  • ბუნებრივი აირი
  • კანალიზაცია
  • ინტერნეტი
  • სათვალთვალო კამერები
  • ოთახი პერსონალისთვის
  • დაცვის ოთახი
  • შემოღობილი ტერიტორია
  • ვენახი - საფერავი და საჩვენებელი შერეული
  • გამწვანებული სივრცე
  • კეთილმოწყობილი ეზო
  • სატვირთო ლიფტი
  • სატვირთოს მიმღები
  • სადისტრიბუციო ქსელი/მანქანები - სხვადასხვა მოძრავი ტექნიკა
  • არასასოფლო - სამეურნეო
დამატებითი ინფორმაცია

ღვინო არის არა მხოლოდ არომატი და გემო, არამედ ის ატმოსფერო და მდებარეობა, რომელიც მას ქმნის!!! ამ სიტყვებით წარმოგიდგენთ დღეს აქტივს, რომელიც ექსკლუზიური უფლებით გამოვიტანე გასაყიდად!!! ყვარლის შუაგულში, შილდაში, ქინძმარაულის განუყოფელ მიკროზონაში, ოდესღაც ცარიელ მინდორზე გაშენებული ეს საოცრება, დღეს მისი სახელით, ვიზუალით და მდიდრული მოღვაწეობით ამაყობს. 2019 წლიდან, პერიოდულობით ვითარდებოდა და შვილივით უვლიდნენ მას, სახელიც კი სასოებით შეურჩიეს და ყველამ მიიღო და შეიყვარა. რას მოიცავს? გეტყვით: მოქმედი ღვინის ქარხანაა, ქარხანა რომელიც აკმაყოფილებს ხარისხის ყველა მოთხოვნას მსოფლიოს ნებისმიერ ბაზარზე. თუკი შენი ინტერესის სფეროა მეღვინეობა, აწარმოო ქართული ტრადიციული, ასვევ ევროპული ღვინო საქართველოში, მაშინ ეს უნიკალური ექსკლუზიური შემოთავაზება შენთვისაა, რომელიც 30 _მდე სახეობის ქართულ_ტრადიციულ ქვევრის და ევროპულ ღვინოებს, კონიაკს და ჭაჭას აწარმოებს. ტერიტორია მოიცავს 8 ჰა. ვენახს და 10 ჰა. მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებულია 2500 მ2. სხვადასხვა დანიშნულების, ახალი თანამედროვე შენობა_ნაგებობები, რომელიც აღჭურვილია იტალიური დანადგარებით, ტექნიკითა და ინვენტარით, მოწყობილია და დაკომპლექტებული სრულად. სეზონზე იღებს 1400 ტონა ყურძენს. ქარხნის წარმადობა წელიწადში 6_7 მილიონამდე ბოთლი, შენახვის ჯამური მოცულობა: 1000 ტონა ღვინო, ჭურჭელი: 420 ტონა ემალის, ცისტენები სხვადასხვა სახეობისა და დანიშნულების: 7 ცალი _ 65 ტონიანი მულტიფუნქციური იტალიური მადუღარა, 4 ცალი_20 ტონიანი, 11 ცალი _ 5 ტონიანი იტალიური წარმოების გამაგრილებელი პერანგით, 3 მაცივარი, აქედან 1 შოკ მაცივარი აციებს მინუს 18 გრადუსზე, ფრანგული მუხის კასრი _ 53 ცალი თითო 225 ლიტრიანი, 46 ქვევრი _თითო _1.5 ტონა, 2 მიმღები და იტალიური პრესი. 80 ტონიანი სასწორი, თავისი ავტომატიზირებული მიმღებით, ლაბორატორია, ავტონომიური წყალი. ეთნო სივრცე, საზაფხულო საქეიფო _ 50 პერსონაზე. სამზარეულო, საცხობი, თონე, ბარბექიუს სივრცე, 2 ლუქსი სასტუმროს ნომერი. საყოფაცხოვრებო და სასოფლო ტექნიკა, ტრაქტორი , გუთანი, შესაწამლი, მერსედესის სპრინტერი და ავტომანქანა. ეზოს დანარჩენ ტერიტორიაზე გაშენებულია საფერავის ვენახი და საჩვენებელი შერეული ჯიშები. შილდას ქინძმარულის მიკროზონაში, საფერავის ყურძენი საუკეთესო ხარისხს იძენს და იძლევა ნატურალურად ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოების დავარგების საშუალებას. ქარხანა აღჭურვილია უახლესი ღვინის გადამამუშავებელი და შესანახი ტექნოლოგიური ინვენტარებით, რაც იძლევა მაღალი ხარისხის ღვინის დამზადების შესაძლებლობას. აქვს მარანი სადაც ქართული ტრადიციული მეთოდით ვარგდება ქვევრის ღვინოები. აქვს თავისუფალი მიწა სამომავლო განვითარებისთვის. აღჭურვილია მაღალი გამავლობის ყველა კომუნიკაციით, კამერებით. შემოღობილი, გამწვანებული დეკორატიული ხე_მცენარეებით. ულამაზესი პანორამული ხედებით კავკასიონზე, გრემზე და ნეკრესზე. მოჰყვება ღვინო და საკონიაკე მასალა. დაინტერესდი? გეტყვით რომ საოცრებაა, ულამაზესია და უკიდეგანო მისი განვითარება მომავლის დროში. დამიკავშირდით: +995592727247; +995592727200;

კომენტარი

TOP.GE