ემ.ბი.ჯი ჯგუფი (+995) 592 72 72 47
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID15990

იყიდება კომერციული ფართი გორი შიდა ქართლი

06.09.2024 7902
9,512,650₾
(1 მ² - 5946₾) (1 მ² - 2188$)
  • უძრავი ქონების დანიშნულება: შატო / ღვინის ქარხანა/ მარანი
  • მდგომარეობა: ახალი გარემონტებული
  • უძრავი ქონების სტატუსი: ახალი აშენებული
  • ფართობი:1600 მ²
  • ეზოს ფართობი : 4000 მ²
  • სართული/სულ : 1
  • სამზარეულოს სივრცე : 10 მ²
  • მისაღები სივრცე : 100 მ
  • კაბინეტი : 2
  • საკონფერენციო : 40 მ²
  • სველი წერტილი : 2
  • აივანი-ვერანდა : 20 მ²
  • სასაწყობე სივრცე : 100 მ²
  • პარკირება : ეზოს პარკინგი
  • პერსონის რაოდენობა : 70
მახასიათებლები
  • მარანი
  • ლაუნჯი / გასართობი სივრცე
  • ოფისის შენობა
  • დამოუკიდებელი შესასვლელი
  • ჭერის სიმაღლე - 6 მ
  • ავეჯი
  • ტექნიკა
  • დანადგარების აღჭურვილობა - ღვინის ქარხნის მოწყობილობა
  • სავენტილიაციო სისტემა
  • გათბობა-კონდენცირება
  • ხმაურის იზოლაცია
  • წყალმომარაგება
  • ელ. ენერგია
  • სამფაზიანი ძაბვა
  • ტრანსფორმატორი - 400 კვტ
  • ბუნებრივი აირი
  • კანალიზაცია
  • ინტერნეტი
  • სათვალთვალო კამერები
  • ოთახი პერსონალისთვის
  • დაცვის ოთახი
  • შემოღობილი ტერიტორია
  • გამწვანებული სივრცე
  • კეთილმოწყობილი ეზო
  • სატვირთოს მიმღები
  • არასასოფლო - სამეურნეო
დამატებითი ინფორმაცია

თუ ხართ მეღვინე და გაინტერესებთ მომავლის განვითარება, მაშინ ეს მეღვინეობა თქვენთვისაა. იმოგზაურეთ მეღვინეობა გორელლის მომხიბვლელ სამეფოში, რომელიც გთავაზობთ სამომავლოდ განითარების მაღალ საფეხურს . ექსკლუზიური უფლებით, გამოტანილია გასაყიდად, მოქმედი ღვინის ქარხანა მარნით, გორში, სავაჭრო სახელწოდებით გორელლი _ Gorelli. ქარხანა ფუნქციონირებს 1997 წლიდან. გაშენებულია 4000მ2. არასასოფლო მიწის ფართობზე, მასზე განთავსებულია 1600 სახვადასხვა დანიშნულების შენობა_ნაგებობები, სამომავლოდ ახალი სამშენებლო განვითარების გეგმებითა და პერსპექტივებით. მოქმედი ბიზნესი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე 30 _მდე სახეობის რეგისტრირებული ღვინით, ბრენდითა და დოქის ღვინოებითაა წარდგენილი. ახალი თანამედროვე სტანდარტებით დღესდღეობით აწარმოებს ალკოჰოლურ სასმელებს: ევროპული და კახური ტექნოლოგიით, სადაც ძველი დროინდელი ტრადიციები, ერწყმის უახლეს ინოვაციებს და ეს ღვთიური სითხე ქმნის შედევრებს, რომლებიც იპყრობს შორეულ ქვეყნებს. კომპანია გთავაზობთ მოქმედ კონტრაქტებს ევროპის, ჩინეთის, აშშ-ს, რუსეთის ქვეყანებში. ფლობს არაერთ დიპლომს, ხარისხის სერთიფიკატსა და ჯილდოს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებიდან. აღჭურვილია ღვინის მრეწველობისთვის უახლესი ყველა საჭირო დანადგარით, დაკომპლექტებული თანამედროვე ტექნიკით (აღჭურვილობა ტექნოლოგიური ციკლის შესაბამისად, იცვლებოდა ახლით), რომელიც დამზადებულია იტალიაში, ბულგარეთსა და გერმანიაში. კომპანია ფლობს 6 სხვადასხვა ზომის სამაცივრო ავზებს, სხვადასხვა სახეობის და ტევადობის სამარაგო ცისტენებს _ ჯამში: 65-70 ტონაზე. მარანი, სადაც ჩაყრილია 15 ქვევრი, ჯამში 15 ტონა ტევადობით. აქვს ჩამოსასხმელი ხაზი, დღიური წარმადობა: 800_დან 1000 ბოთლი. ემსახურება მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია, გამოცდილი სპეციალისტებით. კომპანია ფლობს რამდენიმე ბრენდირებულ სავაჭრო ნიშანს. მინიჭებული აქვს 14 ძირითადი SGR რუსული ბაზრისთვის და 3 დამატებითი SGR ქვევრის ღვინისთვის. მიმწოდებელი ქვეყნები: რუსეთი, აშშ, ჩინეთი და ევროკავშირი. აქტივის შეძენის შემთხვევაში, მყიდველი უპირატესი მხარდაჭერით ისარგებლებს ღვინის ქვეყნიდან გატანის გრძელვადიანი კონტრაქტების შესაძლებლობებით. ისარგებლეთ მრავალი ბრენდირებული სასაქონლო ნიშნით და გამოიყენეთ ღვინის ექსპორტის გრძელვადიანი ურთიერთობების წარმატების შესაძლებლობა ამ პრესტიჟულ ღვინის ქარხანასთან ერთად. საინტერესოა? დიახ ის მართლაც შესანიშნავია თავისი განსაკუთრებული გემოებით და სტრატეგიული ადგილმდებარეობით. დაგვიკავშირდით ჩვენ ბევრ საინტერესოს გიამბობთ: +995592727247

კომენტარი

TOP.GE