იყიდება ახალაშენებული სამსართულიანი, სრულად მოწყობილი და უცხოვრებელი სახლი-აგარაკი ბაზალეთზე (ჩანადირთკარში) თბილისიდან 30 წუთის სავალზე, გზასთან ახლოს, ულამაზესი ხედებით ბუნებაზე. ქონება წარმოადგენს 132 მ² ფართობის კაპიტალურად ნაშენებ სახლს, რომლის მშენებლობაში გამოყენებულია რკინა-ბეტონის არმირებული საძირკველი, ბლოკი და ხე. ერთ-ერთი კედელი ნაშენებია ბლოკით, რაც გამორიცხავს მის ხის კოტეჯად კლასიფიკაციას. სახლი უცხოვრებელია ახალგარემონტებული, შიდა განლაგება მოიცავს სამ კომფორტულ საძინებელს, ღია ტიპის მისაღებსა და სამზარეულოს სტუდიო სტილში, ასევე ვერანდას, რომელიც გადის გამწვანებულ ეზოში. ეზოს საერთო ფართობით 500 მ² სრულად შემოღობილია კაპიტალურად რკინა-ბეტონის ჩასხმითა და ხის ღობით. ტერიტორიაზე მოწყობილია აუზი შავი კარკასით, პარამეტრებით: 4 x 7 მეტრი. ეზო აღჭურვილია სარწყავი სისტემით, ხოლო სახურავზე დამონტაჟებულია წყლის გაგრილების სისტემა, რაც უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს ზაფხულის ცხელ დღეებში. სახლში შეყვანილია ყველა საჭირო კომუნიკაცია, იყიდება სრულად აღჭურვილი თანამედროვე ავეჯითა (ავეჯი: ჭაღი, ბარი და საწოლები დამზადებულია წიფლის მასალით) და საყოფაცხოვრებო ტექნიკით (გარანტიით ტექნიკაზე). სტრატეგიული მდებარეობის და თბილისთან სიახლოვის გამო, სახლი იდეალურია როგორც მუდმივი საცხოვრებლად, ასევე სეზონური დასვენებისთვის ან კომერციული დანიშნულებით — მაგალითად, გაქირავებისთვის, როგორც წვეულების სახლი. გაყიდვის ფასი შეადგენს 115 000 აშშ დოლარს. დამატებითი ინფორმაციისთვის ან ნახვის დასაგეგმად დარეკეთ: 571 162 126
იყიდება სახლი აგარაკი ბაზალეთი დუშეთი მცხეთა მთიანეთი
-
უძრავი ქონების სტატუსი: ახალი აშენებული
-
მდგომარეობა: ახალი გარემონტებული
-
ეზოს ფართობი: 500 მ²
-
ფართობი:132 მ²
-
სართული/სულ : 3
-
ოთახების რაოდენობა : 4
-
სტუდიოს ტიპის
-
საძინებელი : 3
-
გასართობი სივრცე
-
ბუნებრივი აირი
-
ელ. ენერგია
-
სასმელი წყალი
-
ასფალტის გზა
-
ლამაზი ხედები
-
ავეჯი
-
ტექნიკა