mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი phone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16446

იყიდება მიწის ნაკვეთი კუჭატანი ყვარელი კახეთი

calendar21.11.2025 views150
1,491,435₾
(1 მ² - 14.91₾) (1 მ² - 5.50$)
  • ფართობი ფართობი:100000 მ²
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: ვენახი - საშატოე მიწები
  • ელ. ენერგია ელ. ენერგია: შეუზღუდავად
  • არტენზიული ჭა არტენზიული ჭა: 120 მ
  • მიკროზონა მიკროზონა: ქინძმარაულის ზონა
  • ხეხილის ბაღი ხეხილის ბაღი: ვენახი და 15 ძირი კაკლის ხე
  • შენობა - ნაგებობა შენობა - ნაგებობა: 30 მ²
მახასიათებლები
  • check სასოფლო დანიშნულების
  • check ბუნებრივი აირი
  • check ინტერნეტი
  • check სარწყავი სისტემა
  • check სარწყავი არხი
  • check გრუნტის გზა - 800 მეტრი
  • check ასფალტის გზა
  • check პანორამული ხედები
  • check შემოღობილი ტერიტორია
  • check გამწვანებული სივრცე
  • check დაცვის ოთახი
დამატებითი ინფორმაცია

🍇 იყიდება 10 ჰა. პრემიუმ ვენახი – ყვარელში, ქინძმარაულის მიკროზონაში, სოფელ კუჭატანში.
ასკანელის ქარხანის გადმოღმა, იდეალურად მოვლილი, ახალი ვენახი - 5 სახეობა ვაზით.
ვენახი უკვე მსხმოიარეა, გაშენებულია თანამედროვე სტანდარტებით და აშკარად იგრძნობა მოვლის ხარისხი და პროფესიული მიდგომა. 🌱

📍 ლოკაცია:  ცენტრალური მაგისტრალიდან მხოლოდ დაახლოებით 900 მეტრში, მიდის კარგი გრუნტის გზა - ადვილად მისადგომი.
ტერიტორიიდან იშლება ულამაზესი ხედები ყვარლის მთებზე და კავკასიონზე – ადგილი, სადაც terroir და პეიზაჟი ერთ ენაზე ლაპარაკობს. 

🌿 ვენახის სტრუქტურა და ჯიშები
ვენახი არის ახალი ბაღი, გაშენებული 2018 წლის ბოლოს და უკვე შესულია სრულფასოვან მოსავლიანობაში.
დარგულია სხვადასხვა მაღალი პოტენციალის ვაზის ჯიში:
ხიხვი – 1.5 ჰა.
ქისი – 1.5 ჰა.
კახური მწვანე – 1.5 ჰა.
საფერავი – 1.8 ჰა.
რქაწითელი – 2.5 ჰა.
ყურძნის ჯიშების ასეთი ბალანსი აძლევს საშუალებას, როგორც მაღალი ხარისხის ყურძნის რეალიზაციას, ასევე საკუთარი ღვინის წარმოების განვითარებას – განსაკუთრებით ქინძმარაულის, ყვარელისა და სხვა კონტროლირებადი დასახელებების სტილში. 🍷

⚙ აგროტექნიკა და ინფრასტრუქტურა:
🍇 ვენახი გაშენებულია შემდეგი ტექნოლოგიური სტანდარტებით:
ვაზებს შორის დაშორება: 1.20 მ.
რიგებს შორის დაშორება: 2.5 მ.
რიგების სიგრძე: 100 მეტრი.

💧 სარწყავი სისტემა და ინფრასტრუქტურა
მთლიანი ვენახი ირწყება იტალიური კომპანიის – Irritec-ის წვეთოვანი სარწყავი სისტემებით.
ჭაბურღილი: 120 მეტრის სიღრმეზე.
შეყვანილია ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი გადის ნაკვეთთან – 
დამატებითი კომფორტი მომავალი პროექტების განვითარებისთვის.

🔹 ნაკვეთზე დგას 27 მ². ფართობის სასაწყობე/საყარაულო შენობა.
🔹 მთლიანი ტერიტორია აყვანილია სათვალთვალო კამერებზე – უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მაღალი სტანდარტით.
🔹  თვითმდგარი წყლის არხი – დამატებითი უსაფრთხოება გვალვიან პერიოდებზე.
🔹 ვენახი მთლიანად შემოღობილია ეკლიანი მავთულით, ხოლო 
🔹 სარწყავი არხი გასდევს მთელ ნაკვეთს – წყლის რესურსი ორმაგად არის უზრუნველყოფილი.

დამატებით, ტერიტორიაზე განთავსებულია დაახლოებით 15 ძირი დიდი ქართული კაკლის ხე – ესთეტიკურადაც და პრაქტიკულადაც დამატებითი პლუსი. 🌳

📈 მოსავლიანობა: 
ვენახი უკვე შედის ახალ, სტაბილურ მსხმოიარობაში.
მიმდინარე წელს მიღებული მოსავალი შეადგინა დაახლოებით 15 ტონა და პოტენციალი კიდევ უფრო მაღალია, სწორი მენეჯმენტის პირობებში სანამ შევა სრულ მსხმოიარობაში.

💰 ფასი:
ფასი: 550 000 (1 ჰა. – 55 000)  აშშ. დოლარი ეკვივალენტი ლარში. 

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 
ტელ: ‪+995 592 72 72 47‬‬
ტელ: ‪+995 592 72 72 00‬‬

კომენტარი

TOP.GE