mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი phone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16452

იყიდება ბიზნესი კომერციული ფართი თელავი კახეთი

calendar24.11.2025 views53
1,599,903₾
(1 მ² - 2,285.58₾) (1 მ² - 842.86$)
  • ფართობი ფართობი:700 მ²
  • უძრავი ქონების დანიშნულება უძრავი ქონების დანიშნულება: დასასვენებელ - გასართობი კომპლექსი
  • მდგომარეობა მდგომარეობა: მიმდინარე რემონტი
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: ახალი აშენებული
  • ეზოს ფართობი ეზოს ფართობი: 10000 მ²
  • სართული/სულ სართული/სულ: 3
business ბიზნესი : ტურისტებიდან - კემპინგით
დამატებითი ინფორმაცია

🌿 — იშვიათი შესაძლებლობა ლოპოტას ხეობაში - ი ყ ი დ ე ბ ა მომავლის აქტივი - სუპერ მზარდი პოტენციალით! 

👇 ბაზარზე იშვიათად ჩნდება ისეთი ობიექტი, რომელიც ერთდროულად აერთიანებს:
მიწის მასშტაბურ ფართობს, ტყე-პარკის ბუნებრივ ეკოსისტემას, საცხოვრებელს, ხეხილის ბაღებს, მოქმედ კემპინგს, მდინარის არხს, მრავალწლოვან გამწვანებას და სტრატეგიულ ადგილმდებარეობას.
ეს არის ზუსტად ასეთი შემთხვევა — 10 000 მ² კარგად ნაფიქრი, სიცოცხლით სავსე, განვითარებისთვის იდეალური ტერიტორია, რომელიც რეალურად გიხსნის კარებს, როგორც პრემიუმ საცხოვრებლის, ასევე დიდი ტურისტული პროექტის შექმნის შესაძლებლობებზე, თანაც მინიმალური დანახარჯებით. 
ლოპოტას ხეობაში, სადაც ტურისტული ტრაფიკი უკვე წლებია რეკორდულ ნიშნულზეა, ასეთი მასშტაბის, ასეთი ბუნებრივი რესურსით გაჯერებული ტერიტორია ფაქტობრივად აღარ არსებობს.

⚜ ეს არის არა უბრალოდ ტერიტორია — ეს არის პატარა სამოთხე დედამიწაზე, რომელიც ჰარმონიულ სივრცედაა გადაქცეული და ქმინის იდეალურ სიმყუდროვესა და კომფორტს - შენი ბედნიერი დასვენებისა და საოცარი თავგადასავლებისთვის. 

⚜აქ ჩიტების ორკესტრირებული გალობა, დილის გაღვიძებას ისე დაჰყვება — თითქოს ბუნება ნაზ კონცერტს გიწყობს და გახსენებს რა მშვენიერია ცხოვრება დღეს აქ და ამ წამში.

წარმოგიდგენთ თელავის კიდევ ერთ სილამაზეს: 

📍 მდებარეობა: თელავის მუნიციპალიტეტი, ქალაქ თელავიდან - 25 კმ. დაშორებით, ლოპოტასა და სასტუმრო კომპლექსების გარემოცვაში, მდინარე ლოპოტას ნაპირებთან.  

🏡 მთავარი საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა — 2 დიდი სახლი + ავტოფარეხი - და სხვადასხვა დანიშნულების შენობები, ფანჩატურები და სივრცეები - ჯამში 700 მ2. მდე. 

🌲 I. ლოკაცია და მიწის მასშტაბი – 10 000 მ² სტრატეგიული ნაკვეთი  (გაყოფილი ორ გზისპირა ზონად)
📌 ფასადი გზის პირზე: თითოს 140 – 140 მეტრი.
• 5 000 მ² — ძირითადი საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსი
ტყე-პარკით, კემპინგით, კაპიტალური სახლებით, ფანჩატურებით, ღია სამზარეულოთი, ავტოფარეხით, დეკორატიული ზონებით.
• 5 000 მ² — გზისპირა ახალი განვითარების ზონა
იდელაური: კოტეჯების გასაშენებლად, Garden House დასახლებისთვის, მცირე სასტუმროსთვის, ბუტიკ-ვენახისთვის. ყველა კომუნიკაცია გადის ნაკვეთთან.

🌳 II. ბუნებრივი ტყე–პარკი — ეზო, რომელიც საქართველოში იშვიათია.
არქიტექტურული პროექტების უმეტესობა ტყის გვერდით მდებარეობს;
ამ შემთხვევაში კი — ტყე საკუთარ ეზოშია — მაღალი, ჩრდილიანი ხეებით, ხე_მცენარეების მრავალფეროვნებით და მიკროკლიმატით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს სიგრილესა და სიმწვანეს.
ეზოში ვიზუალურად და ბოტანიკურად წარმოდგენილია:
• მრავალწლოვანი წიწვოვან-ფოთლოვანი ხეები.
• დეკორატიული ხე_მცენარეები და ყვავილნარი.
• თითქმის ყველა ტიპის მსხმოიარე ხეხილი.
• 30 ძირი მსხმოიარე თხილის ბაღი. კაკლის ბაღი.
• ფისტისა და ზეთისხილის ახალი ნარგავები.
• დეკორატიული ზონები, ბილიკები, ჰამაკები.
• ფართო მწვანე ლონგ-ლეინი – იდეალური კემპინგისთვის.

ეს სივრცე ქმნის ისეთ ატმოსფეროს, რომელიც ერთდროულადაა მყუდრო, ბუნებრივი და არქიტექტურულად მომგებიანი ნებისმიერი განვითარებისთვის.

⛺ III. მოქმედი კემპინგი — მდგრადი შემოსავლის წყარო
ტერიტორიაზე მოქმედებს სრულფასოვანი კემპინგ ზონა, რომელიც:
• მუდმივად იღებს ტურისტებს.
• გარემო გამოირჩევა მშვიდი, ჩრდილიანი, ფართო სივრცით.
• მუშაობს ჯგუფებზე და ინდივიდებზე.
• საშუალო სტანდარტული ანაზღაურება – 1 ადამიანზე 30–50 ლარი

ლოპოტას ხეობაში კემპინგები ყოველთვის მოთხოვნადია — ნაკადი აქ თავისით მოდის. 

🏡 IV. საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა 
– ორი კაპიტალური სახლი - ჯამში 700 მ2_მდე
1) ახალი - 306 მ² სახლი — თეთრი კარკასი, მაღალი ხარისხის მშენებლობა
ეს შენობა აშენებულია თანამედროვე სტანდარტებით.
2) ძველი კაპიტალური სახლი — 356 მ² — 3 სართული + 20 მ² -ვერანდა 
პანორამული ხედებით 360° 
3) ეზოში ახალი სახლის წინ - 97 მ² კაპიტალური ავტოფარეხი + 27 მ² ღია გადახურვა.
4) ტერიტორიაზე არაერთი წვრილი და ფანჩატურის ტიპის შენობებია განთავსებული.  

🌊 V. ლოპოტას მდინარის არხი — პატარა რუ - წყალი, რომელიც ზრდის ობიექტის ფასს. 
ტერიტორიას გადის შემომდინარე–გამდინარე არხი, რომელიც ქმნის პატარა ტბორს — სრულყოფილი რესურსი:
• დასასვენებელი აუზის მოსაწყობად
• დეკორატიული წყლის ბაღისთვის
• მცირე სათევზაო მეურნეობისთვის

ნაკვეთზე წყლის არსებობა რეგიონში დიდი იშვიათობაა — თანაც მდინარე ეზოში - ეს ხომ საოცრებაა - მნიშვნელოვნად ზრდის საომავლოდ განვითარების პოტენციალს. 

🔌 VI. კომუნიკაციები და უსაფრთხოება
• ელ. ენერგია - 3აბონენტი • ბუნებრივი აირი
• მუდმივი, მაღალი დებეტით წყალი • 3 კანალიზაციის ჭა
• ინტერნეტი • ტელევიზია • კამერები მთელ პერიმეტრზე
• გალავანი – ფილა/დეკორატიული ღობეები/ბადე და პულტირებული ჭიშკარი.

🚀 VII. საინვესტიციო მომავალი — ტერიტორია, რომელიც მრავალ პროექტს იტევს:
ამ 10 000 მ²-ს აქვს პოტენციალი გახდეს:
• Boutique Eco-Resort
კოტეჯებით, გლემპინგით, ბუნებრივი ტყით, ფანჩატურებით, ღია სამზარეულოთი, პატარა ტბორით.
• Garden House Settlement
5–10 პრემიუმ სახლის დასახლება დიდი ეზოებით - გზისპირა 5000 მ2. ნაკვეთზე.
• Family Adventure Park
outdoor აქტივობებით, ველობილიკებით, ღია ლაუნჯებით.
• ბუტიკ მარანი + ვენახი
ლოპოტას ტურისტული ტრაფიკისა და რეგიონალური ღვინის ინტერესის გათვალისწინებით.
• Premium საოჯახო რეზიდენცია
ორ დიდ სახლთან, ტყე-პარკთან და კემპინგთან ერთად დამატებითი საცხოვრებელი სახლებისა და აპარტამენტების დამატება.
ადგილმდებარეობა — ლოპოტას ხეობა, სადაც სასტუმროები, კომპლექსები, კემპინგები და ტურისტული ცენტრები უკვე არსებობენ და მუდმივად მატულობენ — გარანტიას იძლევა, რომ ნებისმიერ განვითარებას ექნება მაღალი მოთხოვნა.

🎯 დასკვნა
ეს არის ობიექტი, რომელიც აერთიანებს:
• მიწის დიდ მასშტაბს
• ბუნებრივ ტყე-პარკს
• მოქმედ კემპინგს
• საცოვრებელ სახლებს
• წყლის და მდინარის რესურსს
• სტრატეგიულ მდებარეობას
• უკვე გამზადებულ კომუნიკაციებს
• და უზარმაზარ საინვესტიციო პოტენციალს

ლოპოტას ხეობაში, სადაც მიწა უკვე დეფიციტურია, ასეთი მასშტაბის, ფუნქციისა და განვითარების რესურსის მქონე კომპლექსი განსაკუთრებული იშვიათობაა.

📌 ფასი: 590 000 აშშ. დოლარი
📞 +995 592 72 72 47 / +995 592 72 72 00

კომენტარი

TOP.GE