mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი phone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16453

იყიდება მიწის ნაკვეთი სოფელი შაუმიანი მარნეული ქვემო ქართლი

calendar25.11.2025 views74
1,030,446₾
(1 მ² - 5.42₾) (1 მ² - 2.00$)
  • ფართობი ფართობი:190000 მ²
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: ხეხილის ბაღები
  • ⚡ ელ. ენერგია ⚡ ელ. ენერგია: 30 კვტ + მზის პანელები
  • ☀ მზის პანელები
  • 💧 სასმელი წყალი
  • ტბა ტბა: აუზი 2 ცალი - 250 ტონა
  • ვენახი ვენახი: შავკაპიტო - გორული მწვანე
  • ხეხილის ბაღი ხეხილის ბაღი: ნუშის, კაკლის, ბროწეულის ბაღები
მახასიათებლები
  • check სასოფლო დანიშნულების
  • check ინტერნეტი
  • check სარწყავი სისტემა
  • check სარწყავი არხი
  • check გრუნტის გზა - 1 კმ. მოხრეშილი გზა
  • check ასფალტის გზა
  • check პანორამული ხედები
  • check შემოღობილი ტერიტორია
  • check გამწვანებული სივრცე
დამატებითი ინფორმაცია

🌳 შერეული სახეხილე მეურნეობა / Mixed Orchard Farm for Sale
👇 იყიდება შერეული, პროფესიულად გაშენებული სახეხილე მეურნეობა - მსხმოიარე - ნუშის, კაკლის, ბროწეულის ბაღები და ვაზი. 
📍 მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაუმიანში. 
თუ შენთვის სოფლის მეურნეობა და ხეხილის ბაღები მხოლოდ ციფრები არ არის და გინდა ამავე დროს მძლავრი, მრავალფეროვანი, უკვე მოქმედი ბაღების ეკონომიკა, ეს სამეურნეო კომპლექსი ზუსტად იმ კატეგორიაშია – „შესვლა და მართვა“, არა ნულიდან დაწყება. 

📢 სტრუქტურირებული, მრავალფეროვანი ბაღები: 
მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი: 18,2 ჰა. + შესაძლებელია 6,1 ჰა. მიმატება.

🌳 Super-intensive almond orchards (Avijor, Spain) –  სუპერინტენსიური ნუშის ბაღი - ავიხორი  
≈  აქედან 2023 წელს ნაწილზე გაშენდა:  9,2 ჰა. / 15 400   ძირი ნუში
• თანამედროვე ევროპული ჯიშები – Avijor 
• გაშენებულია 2023 წლის მაისში – საბაზრო კაპიტალის ზრდის საუკეთესო სტადია
• სრულად გასარწყავებული - იტალიური წვეთოვანი სარწყავი სისტემა
• სუპერინტენსიური  - ლაბორატორიული მეთოდით გამოყვანილი 
• მაღალი თავსებადობა ნუშის ტრადიციულ ჯიშებთან.
• დარგვის მახასიათებლები (3–3.5 x 1–1.2 მ). 
• 2,000-ზე მეტი ნერგი 1 ჰექტარზე.  დარგვის მიმართულება 
• ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ.
• მოსავლის აღება კომბაინით. სრულად მექანიზებული სხვლა. 

🌳 Walnut orchards Chandler – ჩანდლერის კაკლის ბაღები 
≈ ნაწილზე 2020 წლიდან 2023 წ. ჩათვლით - გაშენდა  - 5  ჰა / 1 100  ძირი კაკალი
• 5 წლიდან მსხმოიარე ჯიშები – Chandler (ნერგები თურქეთიდან) 
• სრულად გასარწყავებული - იტალიური წვეთოვანი სარწყავი სისტემა

🍇 Vineyard – ვენახი (Goruli Mtsvane & Shavkapito)
≈ ნაწილზე 1.8 ჰა / 3,000 ძირი ვაზი - 5 წლის.
• 1,500 ძირი - გორული მწვანე  • 1,500 ძირი - შავკაპიტო 
• აქვე ვენახებთან გაშენებულია - 650 ძირი ბროწეულით (Azerbaijani variety) – დამატებითი ნიშური პროდუქტის პოტენციალით (ბროწეულის წვენი, ღვინო, ბროწეულის სოუსი და ა.შ.)

💹 ორივე ბაღი იდეალურად მოვლილი, აგრონომის ზედამხედველობით. 

🚩 2,2 ჰა. ცარიელი მიწა სამომავლო განვითარებისთვის. 

💧 სარწყავი სისტემა და წყლის რესურსი
მთელი მეურნეობა გასარწყავებულია წვეთოვანი იტალიურ/თურქული სისტემით...
თითოეული კულტურის საჭიროებებზე მორგებული.

◾ სარწყავი არხი 2 ცალი – ნაკვეთის თავსა და ბოლოში.
◾ მოწყობილია 2 წყლის აუზი ~ 250 ტონამდე ტევადობით – საიმედო რეზერვი გვალვის პერიოდზეც.
◾ სარწყავი წყლის მოსაკრებელი:
მხოლოდ 90 ლარი / 1 ჰა / სეზონი – ძალიან დაბალი საოპერაციო ხარჯი.

⚡ ენერგია, ინფრასტრუქტურა და ტექნიკა
ელ. ენერგია შეყვანილია ტერიტორიაზე.
💥 ასევე დამონტაჟებულია - მზის პანელები – 30 კვტ
•  ფარავს ელექტრო მოხმარების – პრაქტიკულად მთლიან მეურნეობას.

🦽 ტექნიკა: 
• ტრაქტორი Foton 450 (45 HP) – 2021 წლის მოდელი
• მისაბმელი • შესაწამლი აგრეგატი • მულჩერი / სათიბი • გუთანი
ეს არ არის „მიწა მხოლოდ“ – ეს არის მზადყოფნაში მყოფი სისტემა.

🏠  ორსართულიანი შენობა საცხოვრებელი სახლი: 80 მ2. 
• პირველი სართული – ავტოფარეხი, სასაწყობე სივრცე, სარწყავი ტექნიკისთვის განკუთვნილი ზონა, სველი წერტილი. 
• მეორე სართული – საცხოვრებელი, კაპიტალური სახლი, სველი წერტილით.
იდეალურია როგორც მეურნეობის მენეჯერის/ოჯახისთვის, ასევე აგრო-ტურიზმის მომავლისთვის.

🚄 სათბური — Chinese low greenhouse (~300 მ²)
• მიწის ზედაპირზე დაბალი სათბურის ტიპი
• ფირების შეცვლა მოსალოდნელია, კონსტრუქცია ადგილზეა – იდეალური სივრცე ადრეული ბოსტნეულისთვის ან ნერგების გამრავლებისთვის.

💰 ფინანსური მხარე და იაფი აგრო-სესხი
მოქმედებს იაფი აგრო-კრედიტი — 600 000 ლარი
• სესხი აღებულია საქართველოს ბანკში, თანადაფინანსებული საპროცენტო განაკვეთით
• არსებობს შესაძლებლობა სესხის გადატანის ახალ მყიდველზე
• გადახდები მორგებული - მოსავლის აღების პერიოდზე – იდეალური cash-flow მოდელი.

🧱 მიწა, ნიადაგი და ლოკაცია
შავმიწა, იდეალური ხეხილის ნიადაგი –
არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად დადასტურებული, უკვე მოქმედი ბაღებით.

🚩 ასფალტირებული მისასვლელი გზა:
• როგორც ბოლნისის, ასევე მარნეულის მხრიდან – კომფორტული ლოჯისტიკა, ექსპორტზე/ბაზარზე სწრაფი გასასვლელი.

🚧 ტერიტორიის ნაწილი – ნუშის და კაკლის ბაღები, ვვენახი - შემოღობილია, სათვალთვალო კამერებით დაცული. 

✅ თუ შენი ინტერესის სფეროა ხეხილის ბაღები, ნუში–კაკლის კომბინაცია, ვენახი და ენერგოდამოუკიდებელი, წყლით უზრუნველყოფილი აგრო-ობიექტი, ეს მეურნეობა რეალურად არის მზა ბიზნესი – არა მხოლოდ მიწა, არამედ მთელი ეკოსისტემა: ნიადაგი, ნარგავები, წყალი, ენერგია, ტექნიკა, ინფრასტრუქტურა და ფინანსური მოდელი. 

🔁 მოქნილობა – ნაწილ-ნაწილ გაყიდვის შესაძლებლობა
• მეურნეობა იმდენად სტრუქტურირებულია, რომ შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ გაყიდვაც:
• ცალკე ნუშის ბლოკი, ცალკე Chandler კაკალი, ცალკე ვენახი + ბროწეული
• ასევე შესაძლებელია გვერდით მიწის ნაკვეთის მომატება 6,1 ჰა. სურვილის შემთხვევაში. 

ეს პირდაპირ ერგება როგორც ინვესტორს, ვინც დიდ მასშტაბს ეძებს, ასევე ფერმერს, ვინც კონკრეტულ კულტურაში სურს შესვლა.

💸 გასაყიდი ფასი: 380 000 აშშ. დოლარი
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 
+995 592 72 72 47

კომენტარი

TOP.GE