შესანიშნავი საინვესტიციო შესაძლებლობა! იყიდება 6000 მ² მიწის ნაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტურისტულად მიმზიდველ ზონაში – ბაკურიანთან ძალიან ახლოს, სოფელ ანდეზიტში. მიწის ნაკვეთი მდებარეობს სტრატეგიულ ლოკაციაზე, ასფალტირებულ გზასთან და ტურისტულად აქტიურ ზონაში. ტერიტორია გარშემორტყმულია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით და ორი მდინარით, მდინარეების სიახლოვე ქმნის უნიკალურ ეკოლოგიურ გარემოს და უზრუნველყოფს ბუნებრივ წყლის რესურსს. ნაკვეთის კიდევ ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მისი მრავალმხრივი პოტენციალი — შესაძლებელია როგორც საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება (კოტეჯები, სასტუმროები, დასასვენებელი სივრცეები), ასევე სათევზე მეურნეობის მოწყობა. ნაკვეთზე არსებობდა ტბა და უკვე გაყვანილია შემავალი და გამავალი წყლის მილები რომლითაც ტბა მარაგდებოდა. ანდეზიტში უკვე აქტიურად შენდება ტურისტული ინფრასტრუქტურა –კოტეჯები, სასტუმროები, საოჯახო ტიპის „გესთ ჰაუსები“. მიწის ნაკვეთზე შეყვანილია ელექტროენერგია და წყალი. ხედები მთებსა და ტყის პეიზაჟებზე ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს, რაც ადგილს ზამთარ-ზაფხულის ტურისტულ მიმართულებად აქცევს. მთავარი უპირატესობები: • მაღალი ტურისტული და კომერციული პოტენციალი • ულამაზესი ხედები ტყესა და მთებზე • ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემო • ბუნებრივი წყლის რესურსი ტბის მოსაწყობად • მზა ინფრასტრუქტურა: გზა, ელ.ენერგია, წყალი ფართობი: 6000 მ² სტატუსი: სასოფლო-სამეურნეო ფასი: 240 000 აშშ დოლარი ლოკაცია: სოფელი ანდეზიტი, ბაკურიანთან ახლოს კონტაქტი : (+995) 568 04 06 71
Продается Земля Андезит Боржоми Самцхе Джавахети
-
Статус недвижимости: Дачные участки в регионах
-
Площадь:6000 М2
-
Электричество
-
Несельскохозяйственные
-
Канализация
-
Вода
-
Асфальтовая дорога
-
Панорамные виды
-
Зеленое пространство
-
Лесной массив