საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, თუ თქვენ არ ხართ დაფუძნებული, ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობთ საქართველოში ან/და არ გაგაჩნიათ საქართველოში ფიქსირებული დაწესებულება და საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებთ ციფრული მომსახურების მიწოდებას, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება საქართველოს ბიუჯეტში, წარმოგეშვებათ 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ნაცვლად 2021 წლის 1 ივლისისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1652 მე-2 ნაწილის ე) ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 471 მუხლის მიხედვით თქვენს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არადასაბეგრ ფიზიკურ პირზე გაწეული ციფრული მომსახურებით მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დღგ-ის 18%-ით დაბეგვრას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე.
დღგ-ის ანგარიშგებისა და გადახდის მიზნით, უნდა დარეგისტრირდეთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ პორტალზე “VAT Portal on Digital Services”
საგადასახადო ვალდებულების შესრულების პროცედურასთან დაკავშირებით, გაითვალისწინეთ შემდეგი:
- დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოიშვება 2021 წლის 1 ოქტომბრიდან მიწოდებულ ციფრულ მომსახურებებზე და საანგარიშო პერიოდია კვარტალი;
- შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო დეკლარაცია უნდა წარედგინოს არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) მომდევნო თვის 20 რიცხვისა;
- გადასახადის გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) მომდევნო თვის ბოლო დღისა;
- ციფრული მომსახურების გაწევაში იგულისხმება, ტელესაკომუნიკაციო მომსახურება, ელექტრონულად გაწეული მომსახურება, რადიო ან ტელესამაუწყებლო მომსახურება
- გადასახადის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ეროვნულ ასევე უცხოურ ვალუტაში, კერძოდ, ლარში, დოლარში ან ევროში, რომლის არჩევაც ხდება დღგ-ის პორტალზე რეგისტრაციის დრო.
- დღგ-ის განაკვეთი 18%.