აჭარა

12300

Gastronomic Association of Georgia
111 подписчиков
ВЫ ПОДПИСАНЫ

🎬 👉 The USAID/Georgia Economic Security Program, in partnership with The Gastronomic Association of Georgia, started a new project “Discover Georgian Gastronomy”. Within the project mini-movie series will be produced on Georgian Regional Gastronomy & Destinations. The main idea of the project is to shine a spotlight on 6 different regions of Georgia with its unique gastronomic traditions - it’s all about exploration and discovery of the hidden gastronomy gems of the country. 📌 The video series is meant to become vehicles to paint the country of Georgia as a beautiful and accessible destination on the frontier of food and dining in the webspace and different online platforms and to promote its rich gastronomic heritage. A destination is highlighted through Georgian famous influencer Chefs discovering a region’s full culinary ecosystem from terroir, produce and cuisine to artisanal producers, bazaars, local experts, home cooks, and colorful Georgian feast traditions. Project authors/ Screenplay: Gastronomic Association of Georgia Creative/ Art directions/ Food styling: Gastronaut #georgiangastronomy #georgiancuisine #Georgia #imeretiangastronomy #megreliangastronomy #svanetiangastronomy #tushetiangastronomy #rachalechkhuniangastronomy #meskhetiangastronomy #kakhetiangastronomy #adjariangastronomy


აჭარა 

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა — ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც 1990 წელს წარმოიქმნა ყოფილი აჭარის ასსრ-ის ბაზაზე. მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცებს, აჭარასა და ნაწილობრივ ჭანეთის, გურიის, მაჭახელისა და სამცხის ტერიტორიებს. ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი კონსტიტუცია და მმართველობის ორგანოები, ასევე საკუთარი დროშა და გერბი. რეგიონის საერთაშორისო კოდია — GE-AJ. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის ექვსი მუნიციპალიტეტი. რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. ბათუმი.
  • აჭარა განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სამხრეთით ესაზღვრება თურქეთს. ფართობი შეადგენს 2919 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – 333 953 კაცს (2014), მოსახლეობის სიმჭიდროვე – 114,4 კაცს 1 კმ²-ზე. ავტონომიის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 340 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
  • ქალაქი — 2: ბათუმი, ქობულეთი;
  • დაბა — 5: ჩაქვი, ოჩხამური, ქედა, შუახევი, ხულო.
  • სოფელი — 333.


ღირსშესანიშნაობები

  • ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი:
  • ციხეები: პეტრას ციხე, თამარის ციხე, გონიოს ციხე, ხირხათის ციხე, ბეგოშვილების ციხე, ცივასულას ციხე, საღორეთის ციხე, გულების ციხე, ტაკიძეების ციხე, კავიანის ციხე, ჭვანის ციხე, ოქროპილაურის ყალაბოინი, მთისუბნის ციხე, ვარდიციხე, ჩხუტუნეთის ციხე, ყოროლისთავის ციხე, ალამბრის კოშკი, ნიგაზეულის ციხე-გალავანი.
  • ეკლესიები: სხალთის ეკლესია, ვანაძეების ნასაყდრალი, ვერნების ეკლესია, თხილვანის ეკლესია, ცხმორისის ეკლესია, ქვახიდის სერის ეკლესია, ცხრაფონის ამაღლების საყდარი, თეთროსანის ეკლესია, ქაქუთის მთავარანგელოზი, ხინოს კათედრალი.
  • მეჩეთები: აჰმედ ფაშას მეჩეთი, მუფტიეს მეჩეთი, ზიეს მეჩეთი, ორთა ჯამეს მეჩეთი.
  • ხიდები: მახოს ხიდი, მახუნცეთის ხიდი, დანდალოს ხიდი, ფურტიოს ხიდი, მიწის ხიდი, ცხემლარის ხიდი, ჩხერის ხიდი, ზვარიას ხიდი, ბასრიმელის ხიდი, ცხემვანის ხიდი, ჩამახისურის ხიდი, ჭვანის ხიდი.
  • ბათუმის ბოტანიკური ბაღი


საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აჭარა გამოირჩევა არა მხოლოდ არაჩვეულებრივი ბუნებით, შავი ზღვის ხიბლითა და მზიანი დღეებით, არამედ განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე ხალხით, მდიდარი ფოლკლორული ტრადიციებითა და კულტურული სიმდიდრეებით. აჭარის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, მასში მთისა და ზღვის წარმტაცი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებს.

  • აჭარაში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომელშიც თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები.
  • აჭარის ბუნების სიმდიდრეს ამ ტერიტორიაზე არსებული დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი ნაკრძალების სიმრავლეც ცხადყოფს. მტირალას ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის ნაკრძალი თუ მაჭახელას ეროვნული პარკი საუკეთესო ადგილებია ეკოტურიზმის მოყვარულთათვის.
  • აჭარაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უნიკალური ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინო, გაეცნოთ აჭარულ სამზარეულოს და ხალხურ შემოქმედებას, დაათვალიეროთ აქვე გაშენებული ვენახის - "ჩხავერის" ზვარი, შეიძინოთ ადგილობრივი ხალხური რეწვის ნივთები, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოთ რთველში.
  • აჭარაში შეგიძლიათ ინახულოთ პირველი საუკუნით დათარიღებული უნიკალური გონიოს ციხე, რომელიც საქართველოს ამ ერთ-ერთ უძველეს კუთხეს ანტიკურ და ბიზანტიურ ხანასთან აკავშირებს. სულ რამოდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით კი იხილოთ ისტორიული ციხე-სიმაგრე პეტრა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. აჭარაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ შავი ზღვის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი, რომელიც თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებითა და ზღვისპირა ბულვარით თანამედროვე საქართველოს საუკეთესოდ წარმოაჩენს.


საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აჭარა გამოირჩევა არა მხოლოდ არაჩვეულებრივი ბუნებით, შავი ზღვის ხიბლითა და მზიანი დღეებით, არამედ განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე ხალხით, მდიდარი ფოლკლორული ტრადიციებითა და კულტურული სიმდიდრეებით. აჭარის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, მასში მთისა და ზღვის წარმტაცი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებს.


აჭარაში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომელშიც თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები.


აჭარის ბუნების სიმდიდრეს ამ ტერიტორიაზე არსებული დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი ნაკრძალების სიმრავლეც ცხადყოფს. მტირალას ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის ნაკრძალი თუ მაჭახელას ეროვნული პარკი საუკეთესო ადგილებია ეკოტურიზმის მოყვარულთათვის.


მევენახეობა 


  • აჭარაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უნიკალური ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინო, გაეცნოთ აჭარულ სამზარეულოს და ხალხურ შემოქმედებას, დაათვალიეროთ აქვე გაშენებული ვენახის - "ჩხავერის" ზვარი, შეიძინოთ ადგილობრივი ხალხური რეწვის ნივთები, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოთ რთველში.
  • აჭარაში შეგიძლიათ ინახულოთ პირველი საუკუნით დათარიღებული უნიკალური გონიოს ციხე, რომელიც საქართველოს ამ ერთ-ერთ უძველეს კუთხეს ანტიკურ და ბიზანტიურ ხანასთან აკავშირებს. სულ რამოდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით კი იხილოთ ისტორიული ციხე-სიმაგრე პეტრა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. აჭარაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ შავი ზღვის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი, რომელიც თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებითა და ზღვისპირა ბულვარით თანამედროვე საქართველოს საუკეთესოდ წარმოაჩენს.
  • დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს აჭარა, სადაც მაღლარი ვენახის გავრცელების ზედა საზღვარი ზღვის დონიდან 1.200 მეტრს აღწევს.
  • მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საგანძურში, ვაზისადმი მზრუნველობის, ვენახის გაშენება-მოვლის უძველესი ტრადიციების ჩამოყალიბებაში აჭარას ღირსეული ადგილი უკავია. მნიშვნელოვანია ამ მხარის წვლილი ვაზის - უმდიდრესი გენოფონდის, ამ ეროვნული განძის შექმნის საქმეში. ამ პატარა ტერიტორიაზე (2,9 ათასი კვ. კმ) მრავალფეროვანობით გამორჩეულ ბუნებრივ-ლანდშაფტურ პირობებში, თავის წილად 40-ზე მეტი კულტურული ვაზის ჯიშია შექმნილი და აპრობირებული.
  • საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებს შორის აჭარა და კონკრეტულად კი მთიანი აჭარა საკმაოდ პერსპექტიული ადგილია. მართალია, მიზეზთა გამო ამ ადგილას ვაზისა და ღვინის კულტურა შეფერხებული იყო, მაგრამ ძველად აჭარაში ვაზსა და ღვინოს ფესვი ძლიერად ჰქონია გადგმული. მევენახეობა-მეღვინეობის ამჟამინდელი მდგომარეობა ზემო აჭარაში შეიძლება ითქვას, რომ სავალალოა, არადა საქართველოს ამ ულამაზეს მხარეში ჩვენს წინაპრებს ძველთაგანვე ათეულობით ვაზის ჯიში ჰქონდათ გამოყვანილი. „საქართველოს ამპელოგრაფიაზე“ დაყრდნობით, რომელიც 1960 წელსაა გამოცემული, აჭარაში შემდეგი ვაზის ჯიშები გვხვდება: ალმურა თეთრი (თეთრი), ალმურა შავი (წითელი), ახალაკი, ბათომურა, ბაღის ყურძენი, ბროლა, ბურძღალა, ბუტკო, გორგოული, ვაიოს საფერავი, თეთრა, თურვანდი, კაიკაციშვილისეული თეთრი, კვირისთავა, კიბურა (ვარდისფერი), კირწითელა, კორძალა, ლივანურა თეთრი, ლივანურა შავი, მაგარა,მათენაური, მეკრენჩხი, მორცხულა, მწვანურა, მწვანე აჭარული, ორჯოხული, პოვნილი, სალიკლევი, საფერავი აჭარული, საწურავი, სხალთური, ტყის ვაზი, ტყის ყურძენა, ქორქაულა, შავშურა, შიშველი, ჩიტისთვალა აჭარული, ცვითე, ცხენისძუძუ აჭარული, წვიტე, ჭეჭიბერა, ჭიპაკური, ხარისთვალა აჭარული, ჭოდი, ჯავახეთურა, ჯინეში.
  • ამ მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ აჭარაში ჩვენ ვხვდებით ადგილობრივი ვაზის ჯიშების დიდ მრავალფეროვნებას. კერძოდ 44 ჯიშს, რომელთაგანაც 27 ჯიში წითელყურძნიანია, 16 ჯიში - თეთრყურძნიანი, ხოლო 1 კი ვარდისფერყურძნიანი. ჩამოთვლილ ჯიშთაგან წითელყურძნიანი ჯიში "კორძალა" გურიისა და აჭარის რეგიონების საერთო ჯიშად ითვლება. ასევე საინტერესოა ისიც, რომ აჭარულ ვაზის ჯიშებში ჩვენ ვხვდებით 8 ჯიშს, რომელთა ყვავილები ფუნქციონალურად მდედრობითი სქესისაა, ესენია: ბათომურა - წითელყურძნიანი ვაზის ჯიში; ბროლა - თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში; ჩიტისთვალა აჭარული - წითელყურძნიანი ვაზის ჯიში; ლივანურა თეთრი - თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში; ქორქაულა - წითელყურძნიანი ვაზის ჯიში; ჭეჭიბერა - თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში და ჯინეში - წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. გარდა ამისა, აჭარული ვაზის ჯიშთა ჩამონათვალში გვხვდება, როგორც საღვინე, ისე სასუფრე ჯიშები, ამასთან არაერთიც. სასუფრე ვაზის ჯიშებია, მაგალითად: ხოფათური (სასუფრე და საღვინე). ეს ჯიში მ. რამიშვილის წიგნის - „გურიის სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშების“ მიხედვით, რომელიც 1943 წელშია გამოცემული, აჭარული ვაზის ჯიშთა ჩამონათვალშია შეტანილი, ხოლო „საქართველოს ამპელოგრაფიის“ მიხედვით, რომელიც 1960 წელში ნიკო კეცხოველის რედაქციით გამოიცა, იგი რაჭულ ჯიშად მოიხსენიება...
  • ასევე აჭარულ სასუფრე ჯიშებში შედის შემდეგი ვაზის ჯიშები: კაიკაციშვილისეული თეთრი, თეთრა (სასუფრე და საღვინე), ლივანურა თეთრი, შავშურა, ჯავახეთურა, ბათომურა, ცხენისძუძუ აჭარული, მტრედისფეხა (სასუფრე და საღვინე), მახათური (სასუფრე და საღვინე), მეკრენჩხი, ლივანურა შავი, მათენაური, ჯინეში, ჭოდი და სხვ.

TOP.GE