ექსკლუზიური უფლებით!!! გამოტანილია გასაყიდად!!! აღწერილობა: 4000მ2. (2000 მ2. და 1900 მ2.) სააგარაკე-სასტუმროს ტიპის კომპლექსის მოსაწყობად, სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ხულოს რ/ნ-ში, გოდერძის უღელტეხილთან, ტყესთან ახლოს, ლამაზი ხედებით. ცენტრალურ გზასთან ახლოს 100 მეტრში. მართკუთხედი ფორმის, მიმდებარედ არაერთი სასტუმრო-კომპლესია. ყველა კომუნიკაცია არის ნაკვეთთან. ზის სახელმწიფო გრგ_ს ფარგლებში. ფასი: 1მ2 – 90 აშშ. დოლარი (ეკვივ. ლ). ტელ: 592 727247; 592 727200;
იყიდება მიწის ნაკვეთი გოდერძი ხულო აჭარა
- უძრავი ქონების სტატუსი: სამშენებლო - საინვესტიციო ნაკვეთები
- ფართობი:4000 მ²
- ელ. ენერგია
- სასმელი წყალი
- ასფალტის გზა
- პანორამული ხედები
- გამწვანებული სივრცე
- ტყის მასივი
- გრგ
გოდერძის უღელტეხილი
- უღელტეხილი საქართველოში. მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადის — ძინძისწყლის სათავეში. სიმაღლე 2025 მ. აგებულია ზედაოლიგიცენურ-ქვედამიოცენური ვულკანოგენური წყებით, რომელიც შეიცავს განამარხებულ ფლორას (ე. წ. გოდერძის წყება). გოდერძის უღელტეხილის კალთები ციცაბო და დანაწევრებულია. შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოებით.
- გოდერძის უღელტეხილზე გადის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა.
- 2012 წელს გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დასრულდა. კურორტზე სასტუმროს ტიპის 6 კოტეჯია განთავსებული. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი კი ზღვის დონიდან 2350 მეტრზეა.
- გოდერძის სამთო – სათხილამურო კურორტზე არის 3 სათხილამურო ტრასა, ლურჯი - INTERMEDIATE-დახრილობა 25%, წითელი- ADVACED-დახრილობა 40%. ფუნქციონირებს 2 საბაგირო, 1 გონდოლას ტიპის, 1 ბაბლი - 6 კაციანი. ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია და ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი - 2366 მეტრია.
- კურორტზე 7 სასტუმრო კოტეჯი ფუნქციონირებს. ამასთან 2016 წელს საძირკველი ჩაეყარა და მიმდინარეობს დასასვენებელი კომპლექსის „ალიანს რეზორტის“ მშენებლობა. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.
- სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი 2015 წელს გაიხსნა და მას წელიწადში 20 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.
- გოდერძი საქართველოს სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებისგან უხვთოვლიანობით გამოირჩევა. პირველი თოვლი აქ ნოემბერში მოდის და სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.
- გოდერძი იდეალური ადგილია ზამთრის ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის. ულამაზესი ხედები, სუფთა ჰაერი, საინტერესო სათხილამურო ტრასები ბევრ მოთხილამურეს იზიდავს. გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებში ნამდვილ აღტაცებას იწვევს კურორტის დათოვლილი ფერდობები.
- კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. ტრასის საერთო სიგრძე 8 კმ-ია. მუშაობს ორი სახის საბაგირო გზა – რვა ადგილიანი გონდოლა და ექვს ადგილიანი ბაბლი. გოდერძიზე შესაძლებელია თხილამურის, ციგის, სნოუბორდის დაქირავება, ასევე – ინსტრუქტორის მომსახურებით სარგებლობა.
- სულ მალე კურორტი ერთდროულად 7000 მოთხილამურის მიღებას შეძლებს. მათ განკარგულებაშია კომფორტული კოტეჯები და სასტუმროები, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, საბაგირო გზები.
- კურორტზე სეზონი მაშინაც კი გრძელდება, როდესაც თოვლი დნება და მოთხილამურეები ტოვებენ მთის ფერდობებს. ზაფხულში აქ ჰაიკინგი, ცხენითა და ველოსიპედებით სეირნობა, წინასწარი დაკვეთის შემთხვევაში კი პარაპლანით ფრენაც შეიძლება.