იყიდება 2 ოთახიანი ბინა მთაწმინდაზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, ისტორიულ სახლში, გამორჩეული არქიტექტურილი ძეგლი, არქიტექტორ მიხეილ ნეპრინცევის მიერ, აშენებული და ეკუთვნოდა როგოვსკების ოჯახს. ნაგებობის ფასადი და შიდა დახურული ეზო არტ-ნუვოს სტილშია გადაწყვეტილი, რომელიც ხის უნიკალური მოჩუქურთმებული, ნაქარგი აივნებით არის შემკული და გამორჩეულ სტილს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ამ სახლში ცხოვრობდა 1918-1962 წლებში ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე — ლეო ქიაჩელი (ეზოში არსებული დაფნის ხე სწორედ მისი დარგულია), 1918-1977 წლებში კი სოციალისტური შრომის გმირი, ექიმი სიმონ ლეონიდეს ძე ქიქოძე. 1926-1944 წლებში სახლი ნიკო ლორთქიფანიძის საცხოვრებელს წარმოადგენდა. მოგვიანებით, ამ ბინის კიბეებზე მხატვარი ელენე ახვლედიანი ხშირად ხატავდა. 2016 წელს სახელმწიფო დაფინანსებით შენობა კაპიტალურად გამაგრდა, რა დროსაც სახლის საძირკველი, საყრდენი კედლები და თაღი განახლდა. გარდა ამისა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ფასადს რესტავრაცია ჩაუტარა საკუთარი ხარჯებით. ბინის საერთო ფართობი: 80 კვ.მ. მაღალი პირველი სართული თავისი ეზოთი, 1 საძინებელი, 1 სველი წერტილით, აივნით. იზოლირებული სამზარეულო თავის სასადილოთი, აქვს ორი შესასვლელი. არის თითქმის უცხოვრებელი, ახალი გარემონტებული ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ულამაზესი ინტერიერი. მოწყობილია ახალი ავეჯით და ტექნიკით (მაცივარი, ღუმელი, გაზი, გამწოვი, ჭურელის სარეცხი მანქანა, სარეცხი მანქანა, მიკროტალღური, ჩაიდანი, ყველაფერი ახალი). ბინა იყიდება სრულად მოწყობილი, რაც ფოტომასალაზეა წარმოდგენილი. გასაყიდი ფასი: 330 000 აშშ. დოლარი. ტელ: +995 592 72 72 47
იყიდება ბინა ა. ჭავჭავაძის ქუჩა მთაწმინდა მთაწმინდის რაიონი თბილისი
- უძრავი ქონების სტატუსი: ძველი აშენებული
- პროექტი: თბილისური ეზო
- მდგომარეობა: ახალი გარემონტებული
- ფართობი:80 მ²
- სართული/სულ : 1/2
- ოთახების რაოდენობა : 2
- ცალკე სამზარეულო : 10
- ცალკე მისაღები : 20
- საძინებელი : 1
- სველი წერტილი : 1
- ვერანდა : 10 მ²
- პარკინგი : ეზოს პარკირება
- უცხოვრებელი
- ბუნებრივი აირი
- წყალი
- ელ. ენერგია
- ცენტრალური გათბობა
- კონდენცირება
- ავეჯი
- ტექნიკა
- ინტერნეტი
- გამწვანებული ტერიტორია
- მოპირკეთებული ეზო