ემ.ბი.ჯი ჯგუფი (+995) 592 72 72 47
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16367

იყიდება კომერციული ფართი სოფელი არგვეთა ზესტაფონი

17.09.2025 154
ფასი შეთანხმებით
  • უძრავი ქონების დანიშნულება: შატო / ღვინის ქარხანა/ მარანი
  • მდგომარეობა: სარემონტო
  • უძრავი ქონების სტატუსი: ძველი აშენებული
  • ფართობი:20000 მ²
  • ეზოს ფართობი : 60000 მ²
  • სართული/სულ : 3
მახასიათებლები
  • ოფისის შენობა
  • დამოუკიდებელი შესასვლელი
  • ჭერის სიმაღლე - 4 დან - 8 მეტრამდე მ
  • წყალმომარაგება
  • ელ. ენერგია
  • ტრანსფორმატორი - 500 + კვტ
  • ბუნებრივი აირი
  • კანალიზაცია
  • ინტერნეტი
  • დაცვის ოთახი
  • შემოღობილი ტერიტორია
  • გამწვანებული სივრცე
  • არასასოფლო - სამეურნეო
დამატებითი ინფორმაცია

დღეს ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ გასაყიდად ან განიხილება ინვესტირება ... ,,საქარის ღვინის ქარხანას“ – არგვეთის დიდებული მემკვიდრეობა... იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფ. არგვეთას გულში, ცენტრალური გზის პირას, 6 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე (არასასოფლო დანიშნულების) აღმართულია ,,საქარის ღვინის ქარხანა" – მემორიალი, რომელიც ღვინის კულტურის, საბჭოთა არქიტექტურისა და საქართველოს ისტორიის ერთობლიობას აერთიანებს. მშენებლობის წლები: 1947 წ. - დასრულდა 1951 წელს. არქიტექტურა და კონსტრუქცია: ეს ნაგებობა ერთდროულადაა მონუმენტური და ელეგანტური: ფასადზე გადმოცემული თაღოვანი ფანჯრები და სიმეტრიული იერსახე, მთლიანად ქართული წითელი აგურით ამოშენებული კედლები, მრგვალი „ილუმინატორები“ და კლასიციზმის ელემენტები, რკინა-ბეტონის კონსტრუქციების უნიკალური საძირკველითა და კედლებით, მაღალი თაღოვანი ჭერები - შენობას გრანდიოზულ იერს ანიჭებს. არქიტექტურულად იგი აშენებულია სტალინის ეპოქის სტილში და ხალხური გადმოცემით, მისი მშენებლობაში მონაწილეობა გერმანელ ტყვეებსაც ჰქონდათ მონაწილეობა – რამაც მას განსაკუთრებული ისტორიული ღირებულებები შემატა. სტრუქტურა და უნიკალურობა: შენობა მიწის ზემოთ სამსართულიანია და ასევე მოიცავს: მიწისქვეშა ორსართულიან – ღვინის უნიკალურ საცავს, რომელიც მუდმივ ტემპერატურას უნარჩუნებს ღვინოს. I სართული – 4 - მეტრიანი სიმაღლის თაღოვანი შესასვლელებით, სადაც ავტომანქანები და სატვირთო თვითმცლელებიც კი შედიოდნენ. II და III სართულებს – 6 - მეტრიანი თაღოვანი ჭერებით, გრანდიოზული სივრცითა და შთამბეჭდავი მოცულობით და აქრიტექტურით დღემდე იწონებს თავს. დამატებით, კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს 2 000 მ² რესტორნის შენობა, რომელიც კიდევ უფრო აფართოებს მისი მომავალი განვითარების შესაძლებლობებს. კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა ქარხანას აქვს: საკუთარი 500 კვტ ტრანსფორმატორი, საკანალიზაციო სისტემა, ბუნებრივი აირი, წყლის უზრუნველყოფა – ყველაფერი შეყვანილი და შემოღობილი. ისტორიული მნიშვნელობა საქარას ღვინის ქარხანა ოდესღაც მთელი იმერეთის ყურძნის მოსავალს იღებდა და ამუშავებდა, იყო რეგიონული მასშტაბის ცენტრალური საწარმო, რომელიც სახელმწიფო გეგმების მიხედვით ღვინოს ამარაგებდა. მისი მასშტაბი იმდენად გრანდიოზულია – საერთო ფართობი: 20 000მ² – მიუთითებს, რომ ეს იყო არა უბრალოდ მარანი, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის საბჭოთა სამრეწველო მეღვინეობის ცენტრი. დღეს შენობა კვლავ შთამბეჭდავია: თაღოვანი ფასადით, მრგვალი ფანჯრებითა და კლასიცისტური ელემენტებით, იგი ისტორიულ მოგზაურობას სთავაზობს ყველას, ვინც მის სივრცეში გადადგამს ნაბიჯს. ✨ ეს არის უნიკალური მოგზაურობა ძველ სივრცეში, სადაც წარსული და მომავალი ერთიანდება. განვითარების პოტენციალი: ◾ ღვინის მუზეუმი + მარანი + დეგუსტაციის სივრცეები ◾ ღვინო-გასტრო ჰაბი / შოურუმი / ღონისძიებები ◾ კულტურული ცენტრი, ბაზრობები, ფესტივალები ◾ კრეატიული ინდუსტრიის კამპუსი (სტუდიები, გალერეები, არქივი) ◾ ბუტიკ-ჰოტელი/ლოფტები (ქალაქ - ქარხნის კონცეფცია, ეტაპობრივი რენოვაცია) დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: ტელ/ WhatsApp +995 592 72 72 47 Tel: +995 592 72 72 00

კომენტარი

TOP.GE